ხელახლა რომ აკეთებდეთ რემონტს, რას აღარ გააკეთებდით ან არ გამოიყენებდით. რა მიგაჩნიათ შეცდომად და აღარ გაიმეორებდით? - ეს თემა საკმაოდ აქტუალურია და შევთავაზეთ რემონტში უკვე გამოცდილ ადამიანებს, გამოხმაურებოდნენ. "რემონტის" ჯგუფში ბევრმა აღიარა, რას აღარ გაიმეორებდა და რა მიაჩნია შეცდომად ამ გადმოსახედიდან. გავეცნოთ მათ კომენტარებს და ეს სხვებისთვის, ვინც ახლა იწყებს რემონტს ან მომავალში აპირებს, ნამდვილად კარგი გაკვეთილი იქნება.
როგორც კომენტარებიდან ირკვევა, ყველაზე ხშირი შეცდომები უკავშირდება აბაზანის რემონტს და ასევე ხელოსნების შერჩევა-ნდობას:
ხელოსნები
"ბრიგადას დავიქირავებდი ("პრარაბით") ერთმანეთთან შეთანხმებით რომ ემუშავათ!"
"აუცილებლად
ხელოსნებს ავიყვანდი პირადად, ან კომპეტენტურ ბრიგადასთან მექნებოდა ურთიერთობა, და არ დავთანხმდებოდი კომპანიას (რომელიც აშენებს კორპუსს) შემოთავაზებული სარემონტო სამუშაოების შესრულებაზე."
"პრარაბს" არ ავიყვანდი! ზედმეტი ფულის ყრაა და დამატებითი ნერვების შლა. მაინც პირადად გიწევს ყველაფრის კონტროლი და ხარვეზებზე მითითება. 5 თვეა 42 კვადრატული თეთრი კარკასის გარემონტებაზე "ვეჭიდავები". ხან იკარგება და ტელეფონს არ იღებს, ხან რას იგონებს და ხან რას..."
"არ ვენდობოდი სხვის ნაქებ ე.წ. ბრიგადას და ბრიგადირს, ყველა საქმეზე ცალ-ცალკე მოვიყვანდი ხელოსანს, არც მათ ვენდობოდი ბოლომდე და სანამ საქმეს არ ჩამაბარებდნენ, არ გადავიხდიდი კაპიკს, მასალებსაც თავად მოვიტანდი. მოკლედ, ახლობლის ნაქებმა ბრიგადირმა, ვითომ ყველაფრის ხელოსანი რომ ყავდა და ყველაფერი შეეძლო, გამაწამა. ასევე დროს დავუთქვამდი ჯარიმებით. აქ დადებულ პოსტებსაც ნაკლებად ვენდობოდი. ზოგი თურმე ახლობლებს უკეთებს რეკლამას".
"თანხა არ გადაუხადოთ ხელოსანს წინასწარ".
"ასე აღარ ვენდობოდი იმ ადამიანებს ვისაც ვენდეთ".
"არ დავტოვებდი ხელოსნებს კონტროლის გარეშე. და სამზარეულოს ცალკე გავაკეთებდი, სტუდიო მოფუსფუსე დიასახლისებისთვის არაა".
უკუღმა დაყენებული უნიტაზი და გაულესავად შეღებილი კედლები - ხელოსნების საოცარი ამბები ქართული რეალობიდან
აბაზანა-შხაპკაბინა
"იზოლაცია აბაზანაში კაფელის ქვეშ. კი კერძოა ჩემი, მაგრამ მაინც".
"ყველას ვურჩევ, რომ შხაპკაბინა არასოდეს არ გააკეთოთ. წმენდის დროს გატყდა და პატარა ხიწვებად გადამეყარა მთელ სხეულზე. მერე გადავაგდეთ და მინა-ბლოკით ამოვიყვანეთ კედელი. ძალიან ლამაზია.
"შპალერს არ ვიყიდდი პეპელაზე, რადან გაშლილ მდგომარეობაში ვერ ნახულობ. მომწონს, რაც ვიყიდე, მაგრამ მაინც. აბაზანის შუა ცენტრში არ გავაკეთებდი ტრადიციულად ტრაპს".
"სააბაზანოს ღია ფერს გავაკეთებდი. მუქი დარჩა და ვწუხვარ".
"თეთრ მეტლახს არ დავაგებდი აბაზანა-ტუალეტში".
სხვა სახის შეცდომები:
"თავიდან ბილომდე დეტალებში გავაკეთებინებდი 3D ში და მერე დავიწყებდი რემონტს".
"პირველ რიგში სამზარეულოს ნიჟარაში და შემრევებში არ დავზოგავდი ფულს, აბაზანის ავეჯზე მხოლოდ სიტყვაზე არ ვენდობოდი, გაუძლებდა თუ არა ნესტს, ჯაკუზს დადგმის დღიდან წყალი გასდის, აბაზანის შუშას სხვას დავამზადებინებდი, სარკეც სახლში რომ მოვედით, მერე ვნახეთ, რომ დაბურული იყო, სამზარეულოს ავეჯის მცირე ნაწილი გვქონდა და მაგის ხათრით მთელი სამზარეულო ეგეთი გავაკეთეთ, ჯობდა სხვა მასალით გაკეთებულიყო და ა.შ."
"ჭერის გასაკრავად ხელოსანი მოვიყვანე და იმასაც არ მოვიყვანდი,იუთუბზე ვისწავლიდი ვიდეოებით (როგორც სხვა ყველა სარემონტო საქმე ვისწავლეთ) და იმასაც მე გავაკეთებდი".
"ალბათ მეტლახს ვერ შევცვლიდი, ძალიან რთული საქმე მგონია, არადა აღარ მომწონს ფერი".
"ის ვიცი, რომ იგივეს არ გავიმეორებდი არც ფერებში, არც კაფელ-მეტლახში. არ მიყვარს გამეორება, მაგრამ საქმე-საქმეზე რომ მიდის, მაინც ღია ფერებს ვირჩევ და ვისურვებდი ერთხელ მაინც ისე გავაკეთო რემონტი, რაც მომწონს ის ვიყიდო და ის თანხა მქონდეს, რომ მეყოს თავისუფლად".
"ერთადერთი, რითაც უკმაყოფილო ვარ დენის წყარო (ჩამრთველები) არ გავაკეთებინე საკმარისად. სამაგიეროდ შეცდომა გავითვალისწინე და მეორე სახლში ყოველ კუთხეში ვაკეთებინებ, რა იცი რა ხდება".
"არ მოვაშენებდი სახლს გიფსოკარდონით. არც სიმყარე აქვს ზედ დასაჭედებლად, არაფერი მაგრდება (მაგალითად შხაპკაბინის მინა ვერ დაამაგრა ხელოსანმა. გარამტიას ვერ მოგცემ, რომ დაიჭერსო)".
"ყველგან ხის იატაკს დავაგებდი".
''სტიაშკას'' პირადად დავასხამდი, ხელოსანს არ შევაწუხებდი"
"გიბსოკარდონს არ გავაკეთებდი და ევროპიდან შემოტანილ ნახერხისგან გაკეთებულ ინვენტარს არ შევიტანდი... არც მოდაში შემოსულ მდფ-ის კარებს..."
"ეს დაძველების ეფექტით ლამინატი ძალიან მომბეზრდა და თან "მატოვი" ავარჩიე, ახლა კი მასტიკით დავრბივარ, ოდნავი ბზინვარება რომ მივცე".
"ტვინი ვიღრძე ფიქრით და მივხვდი, რომ არ შევცვლიდი არაფერს, არც ხელოსნებს, მხოლოდ მისაღებს გავადიდებდი სამზარეულოს ხარჯზე, მაინც მეზარება სამზარეულოში ტრიალი".
"თეთრი კარკასის ყიდვისას გადავხედავდი ყველა ელექტროწერტილს და სანტექნიკას. ისე მოხდა, რომ არასწორად იყო დაგეგმილი და ორჯერ მოგვიწია ამ წერტილების გაკეთება. ზოგადად შავ კარკასს ვიყიდდი თეთრის ნაცვლად".

კომენტარები
და საერთოდ ყველამ უნდა ისწავლოს პასუხისმგებლობის თავზე აღება. დამკვეთმა და ხელოსანმაც.