იატაკი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალია სახლში. ბოლო დროს ბევრს საუბრობენ ჯანმრთელობისთვის ზიანის მომტან სამშენებლო თუ სარემონტო მასალებზე და სულ უფრო აქტუალური ხდება მასიური ხე, როგორც ბუნებრივი და ჯანსაღი მასალა.
ბაზარზე ხის იატაკის მოვლის უამრავი საშუალებაა, რომელიც ხის გამძლეობას, ასვე დახვეწილ იერს უზრუნველყოფს და მოვლასაც ამარტივებს.
სწორედ ამგვარ საშუალებებზე და ხის იატაკის უპირატესობებზე გვესაუბრება გერმანული ბრენდის Glimtrex იმპორტიორი კომპანიის ხელმძღვანელი ვოვა ხორავა. ბრენდი გერმანიაში პრემიუმ სეგმენტს წარმოადგენს და მომხმარებლებს ხის დაცვის და მოვლის თანამედროვე, სანდო და ხარისხიან საშუალებებს სთავაზობს www.shop.glimtrex.ge:
- რა ძირითადი
განსხვავებაა ლაქსა და ზეთს შორის?
- ლაქი უნდა წარმოვიდგინოთ როგორც სიფრიფანა სარკისებური ფენები, რომლებიც ზედაპირულად ედება ხის მასალას, ახდენს მის სრულ იზოლაციას და შესაბამისად დაცულობას. ხარისხიანი ლაქი ამას დიდი ხნის განმავლობაში აკეთებს. საკმარისია ლაქის ფენა დაზიანდეს, სადმე გაჩნდეს ღრმა ნაკაწრი, უკვე წყალს ეხსნება გზა ხისკენ და იწყებს მავნე ზემოქმედებას.
კლასიკური ზეთების შემთხვევაში ხდება ხის ზეთით გაჟღენთვა და ხე შიგნიდან არის დაცული, თუმცა არ გვაქვს ლაქის შემთხვევაში არსებული ზედაპირული დაცვა. ამის გამო კლასიკური ზეთი ხახუნის მიმართ იმდენად მდგრადი არ არის და საჭიროა განახლება დროის მოკლე ინტერვალებში. პლიუსი ის არის რომ უშუალოდ ხის ზედაპირს ვეხებით.
ლაქის და კლასიკური ზეთის საუკეთესო თვისებების კომბინაცია გვაქვს პროდუქტში ზეთი მყარი ცვილით, გერმანული სახელწოდება Hartwachsöl, ინგლისური Hardwax oil. პროდუქტი წარმოადგენს ზეთის და ცვილის ნაზავს. ზეთი აღწევს ხის წიაღში, ჟღინთავს ხეს და ასე უზრუნველყოფს მის დაცვას შიგნიდან, ხოლო ცვილი ზევიდან ედება ზედაპირს და მყარდება. ანუ ეს პროდუქტი ხეს იცავს როგორც შიგნიდან - კლასიკური ზეთის მსგავსად, ასევე ზედაპირიდან - ლაქის მსგავსად, რაც ევროპაში მის მზარდ პოპულარობას განაპირობებს.
ზეთი მყარი ცვილით არის ასევე ფერადი ნაირსახეობები. პირველ ფენად დაიტანება ფერადი და მეორე ფენად უფერული.
მარცხნიდან მარჯვნივ: ებონის ხე, კაკალი, მუხა მუქი, მაჰაგონი, ანტიკი, რუხი, ნატივუსი და უფერული - აბრეშუმოვანი. დატანილია ფიჭვზე
კაფე ექსტრაბლატი ჰანოვერში. დატანილია კაკლისფერი ზეთი
- რატომ უნდა შეაჩეროს არჩევანი მომხმარებელმა თქვენს პროდუქციაზე?
- განსაზღვრება „გერმანული“ ჩვენთან ხშირ შემთხვევაში ავტომატურად ნიშნავს უმაღლეს ხარისხს. თუმცა ეს ყოველთვის ასე არ არის. გერმანიაშიც არიან მწარმოებლები, ვინც დაბალი ხარისხის პროდუქტს აწარმოებს. „გლიმტრექსის“ პროდუქტები უმაღლესი ხარისხის მასალების გამოყენებით იქმნება. მწარმოებელი შეგნებულად იყენებს მხოლოდ საუკეთესო და ძვირადღირებულ მასალებს, ლაქის შემთხვევაში ეს არის წყლის, აკრილატის და პოლიურეთანის ნაზავი, რომელიც თანამედროვე ეკოლოგიურად სუფთა ლაქებში საუკეთესო ფორმულად ითვლება, ხოლო ზეთებში გამოიყენება სამი სახეობის ზეთის (მზესუმზირას, ჟოჟობას და სელის ზეთი) და სამი სახეობის ცვილის (ფიჭა, კარნაუბას და კანდელილას ცვილი) კომბინაცია
ძვირად ღირებული მასალების გამოყენების გამო მზა პროდუქტის ფასი მაღალია და სამწუხაროდ, ჩვენი მოსახლეობის ყველა ფენისთვის ხელმისაწვდომი არ არის. თუმცა ხაზი უნდა გაესვას, რომ მწარმოებელთან მოლაპარაკებით და საკუთარი ხარჯების შემცირებით წარმატებით ვახერხებთ ქართველ მომხმარებელს დაბალი ფასი შევთავაზოთ. შედარებისთვის ჩვენი ფასი იგივეა, რაც გერმანიის ბაზარზე და 30%-ით დაბალია, ვიდრე მაგალითად რუსეთში და სხვა ქვეყნებში.
ფასზე მოქმედებს ის, რომ მომხმარებელს პროდუქციას ვაცნობთ ონლაინ მაღაზიის საშუალებით www.shop.glimtrex.ge. ბრენდული მაღაზიის გახსნა ავტომატურად ფასების მომატებას გამოიწვევდა და ამ ეტაპზე პროდუქტზე ხელმისაწვდომობის გაზრდის გამო ამაზე უარი ვთქვით.
- რამდენად ხანგრძლივი ეფექტი აქვს თქვენს ზეთებსა და ლაქებს და რას ურჩევთ მომხმარებელს - „გლიმტრექსის“ საშუალებების გამოყენების შემდეგ, ეფექტის დიდხანს შესანარჩუნებლად როგორ უნდა მოუაროს პარკეტს?
- რამდენი აქვს გარანტია, არის კლასიკური შეკითხვა, რომელსაც ხშირად გვისვამენ. ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემა შეკითხვაზე ძალიან რთულია. ყველაფერი საბოლოო ჯამში დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ვექცევით იატაკს.
უკვე ორ წელიწადზე მეტია რაც პირველი იატაკები დავამუშავეთ თბილისში და მომხმარებელი დღესაც ძალიან კმაყოფილია. ნათესავებს და ახლობლებს ურჩევენ ლაქის ნაცვლად გამოიყენონ ჩვენი პროდუქტი.
საოჯახო დატვირთვების პირობებში და სწორი მოვლისას 5 წლამდე და ბევრად მეტიც შეიძლება იატაკმა მიმზიდველი ფორმა შეინარჩუნოს. გერმანიაში 5 წელი საგარანტიო სტანდარტად ითვლება, თუკი ხდება იატაკის სწორი მოვლა.
- რას გულისხმობთ სწორ მოვლაში?
მექანიკური დაზიანებების თავიდან არიდებას, კარგად გაწურული რბილი ტილოთი წმენდას და საწმენდი საშუალებების გამოყენებას, რომლებიც მცირე რაოდენობით ერევა წყალში. საწმენდი წყალი ქაფდება და ერთ სამუშაო პროცესში წმენდს და პარალელურად აღადგენს საფარს. ლაქის და ზეთის მოვლის საშუალებები შემადგენლობით განსხვავდება ერთმანეთისგან. ლაქის მოვლის საშუალების გამოყენება ასევე ლამინატზეც შეიძლება.
- ორი სიტყვით როგორ შეადარებდით ლაქს და ზეთს მყარი ცვილით?
- გაყინული თევზის თვალები სუპერმაკერტში დალაქული იატაკის სიმბოლოდ შეიძლება წარმოვიდგინოთ. ბრძენი მოხუცის თვალები, რომანს რომ დაწერდა მათი ცქერით კარგი მწერალი - ზეთის სიმბოლოდ. თუ თქვენს ხის იატაკს ლამაზი ხაზოვანება ბუნებრივად აქვს, ის ბევრად უკეთ იკვეთება ზეთით და შეიძლება დავტკბეთ ბუნების ხაზწერით. ლაქთან ეს ეფექტი ასე მკვეთრად გამოხატული არ არის.
განსხვავებულ ვიზუალურ ეფექტთან ერთად ზეთს მყარი ცვილით აქვს ბევრი სხვა გამორჩეული თვისება.
მაგალითად, არ იმუხტება ელექტომაგნიტურად და არ იკრავს მტვერს. არის ანტიალერგიული და ანტიბაქტერიული. ანუ მასზე ვერ მრავლდებიან ბაქტერიები. არსებობს წამყვანი შვეიცარიული ლაბორატორიების კვლევები, რომლებიც ადასტურებენ გლიმტრექსის ზეთების ანტიბაქტერიულ მოქმედებას კოკის ჯგუფის ბაქტერიებზე. ამიტომ გლიმტრექსის ზეთების გამოყენება მიზანშეწონილია ხის სამზარეულო ზედაპირებზეც.
ფოტოზე მუხის ზედაპირზე დატანილია ზეთი მყარი ცვილით მქრქალი - სოლოლაკში
გარდა ამისა, მასალა არ იტოვებს ლაქებს თუ მასზე დაგვექცევა ჩაი ან ყავა, შავი ღვინო თუ ლუდი, რაც დამეთანხმებით დიდი უპირატესობაა.
ასევე გამძლეა მკვეთრი ტემპერატურული ცვალებადობების მიმართ. არ ტყდება და არ იქერცლება. ეს მომენტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაღალმთიან რეგიონებში.
კიდევ ერთი დიდი პლიუსი, რაც ჩვენს ზეთს მყარი ცვილით აქვს ის არის, რომ ერთხელ წასმულ იატაკს განახლებისთვის „ციკლოვკა“ არ სჭირდება. მხოლოდ ზედაპირულად მუშავდება და ახალი ფენა დაიტანება. ხარჯი განახლების დროს პირველადი ხარჯის ნახევარია, რადგან ხე უკვე გეჟღენთილია. განახლება ხელოსნის დახმარების გარეშეც არის შესაძლებელი.
სხვა უპირატესობებიდან გამოვყოფდი წერტილოვანი განახლების შესაძლებლობას, რაც ლაქის შემთხვევაში შეუძლებელია.
- გარდა იატაკისა და სამზარეულოს ზედაპირისა კიდევ სად გამოიყენება თქვენი ზეთები საქართველოში?
- კლასიკურ ზეთ უნიოს იყენებენ მაგალითად ძვირად ღირებულ მასიურ მაგიდებზე, რაც ხის მასალას მეტ კეთილშობილებას მატებს.
ასევე ხის სათამაშოებზე. პროდუქტები აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტს DIN EN 71-3 (სათამაშოს უსაფრთხოება)
მასიური ხისგან ხელნაკეთ თხილის და კაკლის სატეხებზე, რომლებიც განსაკუთრებით უცხოლებს მოსწონთ.
ასევე ძალიან საინტერესოა ზარდახშების კოლექცია, რომელთა დაფერვისთვის ჩვენი ზეთები გამოიყენება და წარმატებით იყიდება. ჩვენი საბაზისო ზეთი და ფერის პიგმენტები რამდენიმე ასეული განსხვავებული ფერის მიღების საშუალებას იძლევა.
განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია ჩვენი კავშირი კაჭრეთის პროფესიულ სკოლასთან და მისი სადურგლო საქმის მიმართულების ხელმძღვანელ ბატონ ტარიელ ზაკალაშვილთან. გერმანიის ქალაქ ბიბერახის დაფინანსებით, რომელიც თელავთან დამეგობრებული გერმანული ქალაქია, ბატონმა ტარიელმა თავის შეგირდებთან ერთად თელავის ბაგა ბაღებისთვის შექმნა და დაამონტაჟა სათამაშო კოშკები და ქვიშის ყუთები. ხის მასალის დასაცავად საჭირო გარე ზეთი გლიმტრექსის გერმანიის ოფისმა ბავშვებს უსასყიდლოდ მიაწოდა.
- რა ფინანსებთან არის დაკაშირებული იატაკის განახლება თქვენი ზეთებით?
- თუ იატაკს ვამუშავებთ ზეთით მყარი ცვილით პირველადი და ოპტიმალური დაზეთვის შემთხვევაში მასალის ხარჯი 12 ლარია კვადრატზე. ეს ცოტა ნამდვილად არ არის. თუმცა უკვე ერთხელ დაზეთილი იატაკის განახლებისას ხარჯი 2-ჯერ მცირდება, რადგან იატაკი უკვე ერთხელ გაჟღენთილია.
ხშირად გვეკითხებიან შეიძლება თუ არა დალაქულ იატაკს წავუსვათ ზეთი მყარი ცვილით. არ შეიძლება, რადგან ხემ ზეთი უნდა მიიღოს და ლაქის ფენა ზეთს არ გაატარებს.
- სად შეიძლება თქვენი პროდუქტების შეძენა და თქვენთან დაკავშირება?
- როგორც მოგახსენეთ, საკუთარი ბრენდული მაღაზია ამ ეტაპზე არ გვაქვს, ჯერ ჯერობით ვმუშაობთ საწყობიდან და ონლაინ მაღაზიის საშუალებით. შესაძლებელია თბილისის მასშტაბით პროდუქციის უფასო მიწოდება და ასევე გაგზავნა რეგიონებში. შესაძლებელია ასევე ადგილზე მისვლა და ნიმუშების დატანა. ინფორმაცია და ფასები მოცემულია ჩვენს გვერდზე www.shop.glimtrex.ge.
ჩვენთან დაკავშირება შეიძლება ფეისბუქის გვერდი საშუალებით https://www.facebook.com/glimtrex.ge და ტელეფონზე: 599 695964
- და ბოლოს, რას ურჩევდით ჩვენს მკითხველს?
- ვეცადოთ, ვიყოთ ბუნებასთან ახლოს. ერთად მოვუაროთ და დავიცვათ ის, რაც ფეხქვეშ ითელება...
R

კომენტარები