საზაფხულო რემონტი – როგორ დავიწყოთ და დავასრულოთ დროულად

ამ დროს მთავარია განსაზღვროთ ფორმატი და იმოქმედოთ გეგმის მიხედვით და რემონტი აღარ იქნება თქვენთვის ადგილობრივი მასშტაბის კატასტროფა.

რატომ ზაფხულში?

თბილი ამინდები ხელს უწყობს მოსაპირკეთებელი სამუშაოების უფრო სწრაფად ჩატარებას, ასევე მოსახერხებელია კონდიციონერების დამონტაჟება თუ შეცვლა.

ამ დროს გამორთულია ცენტრალური გათბობა და უფრო ადვილია რადიატორების შეცვლა.

და ბოლოს, მეზობლები დასასვენებლად მიდიან და უფრო ნაკლებ ადამიანს შეაწუხებს თქვენი ხმაური.

კედლები


რემონტის დროს ვერ აცდებით კედლების განახლებას, ამისთვის კი საჭიროა ძველი შპალერის ან საღებავის ლიკვიდირება, კედლების გასწორება. ამ სამუშაოების დროს გვერდს ვერ აუვლით საღებავსა
თუ წებოს, ამიტომ გირჩევთ იატაკი კარგად დაიცვათ სქელი ცელოფნით ან სხვა მასალით.
სწორედ ამ დროს უნდა გაიყვნოთ ელექტროსადენები თუ მის გამოცვლას აპირებთ,Oეს ფაქტორი აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ.

იატაკი



თუ იატაკის შეცვლას აპირებთ აუცილებლად უნდა მოახდინოთ ძველი იატაკის დემონტაჟი. ახლის ძველზე გადაგებას არ გირჩევთ.

სანტექნიკა



ამ საკითხის გადადებას არ გირჩევთ. თუ სხვა სარემონტო სამუშაოების ჩატარება ნაწილობრივ საკუთარი ხელით არის შესაძლებელი ამ კონკრეტულ შემთხვევაში გირჩევთ მიენდოთ პროფესიონალებს და სანტექნიკაზე ეკონომია არ გააკეთოთ.

აივნის და ლოჯიის გადაკეთება



პრაქტიკამ გვიჩვენა, რომ აივანი ძირითადად გამოუსადეგარი ნივთების საწყობია, ამიტომ გირჩევთ ეს ადგილი მაქსიმალურად აითვისოთ და პრაქტიკულად მოიხმაროთ.

ავეჯის განახლება



თუ სახლში პატარა ბავშვები ან შინაური ცხოველები გყავთ ავეჯის განახლებას გვერდს ვერ აუვლით. რა თქმა უნდა, თუ ამის საშუალება გაქვთ, უმჯობესია ახალი ავეჯი შეიძინოთ, ძველი კი გაყიდოთ, თუ არადა შეგიძლიათ მიმართოთ რესტავრაციას, გამოუცვალეთ სავარძლებს პირები, განაახლეთ სკამები და შესანიშნავ შედეგს მიიღებთ.

დაამატეთ სიმწვანე

სიმწვანე ძალიან უხდება ნებისმიერ ინტერიერს, განსაკუთრებით კი საზაფხულოს. ეცადეთ შეიძინოთ ცოცხალი ყვავილები და გადაახალისოთ ინტერიერი.

განაახლეთ ტექსტილი



ეს მეთოდიც ძალიან ეფექტურია ინტერიერის გადასახალისებლად.

ფარდები

და ბოლოს, ეცადეთ შეარჩიოთ მაქსიმალურად სადა და შესაფერისი ფერის ფარდები. ასევე  ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რა მატერიის იქნება ფარდა, ეცადეთ ის ბუნებრივი მასალისგან იყოს დამზადებული. გახსოვდეთ, ფარდა მაქსიმალურად უნდა ერწყმოდეს კედლებისა და იატაკის ფერს.

კომენტარები

ლიკა 2019-07-24 16:10
რა პრაქტიკული რჩევებია ეს? ეს არის დიასახლისის სურვილები და მეტი არაფერი.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები