მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯარას ხშირად იყენებენ სახლებსა და ოფისებში. თუმცა, არის დეტალები, რომლებიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, რომ მოტყუებული არ დარჩეთ. რამდენად მოთხოვნადია დღეს მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯარა ბაზარზე, გამოცდილი ხელოსანი არაიკ ბოსკერჯიანი გვესაუბრება:
- ძალიან გაჭირდა სამუშაო. ფაქტობრივად, გაჩერებულია. დოლარის კურსმა რომ აიწია, მოსახლეობა სულ უფრო ნაკლებად ყიდულობს მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯარას იმიტომ, დოლარის კურსის მატებასთან ერთად, მასალაც ძვირდება.
- რა აზიანებს ყველაზე ხშირად მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯარას?
- დაბალხარისხიანს თუ აყენებენ, მაგ შემთხვევაში მალე ფუჭდება. საკეტებზეა ძალიან ბევრი რამ დამოკიდებული. თუ გერმანულ საკეტებს დააყენებთ, ძალიან კმაყოფილი იქნებით,
რადგან გერმანული ხარისხიანია და დიდხანს ძლებს. რომ არ მოტყუვდეთ, თავად საკეტებზე აწერია, რომ გერმანულია.
- როგორ უნდა მოვუაროთ, რომ არ გაფუჭდეს, რა უნდა გავითვალისწინოთ?
- თუ კარგი აწყობილი და დამონტაჟებულია, დიდხანს ძლებს და სპეციალური მოვლა არ სჭირდება. მთავარია სწორად გააღონ და სწორად დახურონ. სახელური ღია მდგომარეობაში სწორად უნდა იყოს, არც ჩამოწეული და არც აწეული. დაკეტვის დროს კი მთავარია კარგად დაიკეტოს. თუ არ იხურება, ესე იგი პრობლემაა, რაღაცას ედება და შეკეთება სჭირდება.
- წვიმა და თოვლი თუ მოქმედებს?
- გააჩნია კარ-ფანჯრის ხარისხს. წვიმა და თოვლი ძირითადად არ მოქმედებს. უბრალოდ, ზოგ ფანჯარაში შემოდის წვიმა, ზოგში არა, ეგ პროფილებზეა დამოკიდებული.
- რეზინის მოხსნა და გაწმენდა თუ შეიძლება?
- არა, რეზინები არ იხსნება.
- რა უნდა გავითვალისწინოთ ბადეებზე, რომლებიც ზამთარში აღარ გვჭირდება?
- ბადეები სხვადასხვაგვარია. არის ერთი სახის, რომელიც ბრტყელდება და ზამთარ-ზაფხულ რჩება, მოხსნა არ სჭირდება. მეორე სახეობაა პედლებზე, ამოაგდებთ და შეინახავთ ოთახში. დამატებითი პირობები არ სჭირდება. მთავარია უსაფრთხო ადგილას შეინახოთ.
- რით ჯობს ალუმინის კარ-ფანჯარა მეტალოპლასტმასისას?
- სიმყარით. ალუმინი უფრო მყარია და უფრო დიდხანსაც ძლებს, ვიდრე მეტალო-პლასტმასი. თუმცა, ამ შემთხვევაში თურქულ მეტალოპლასტმასზე ვსაუბრობ, რომელიც დაბალი ხარისხისაა. თუ გერმანულია, უკეთესად მუშაობს, ვიდრე ალუმინი.
- რამდენად მოთხოვნადია ალუმინის კარ-ფანჯარა?
- ალუმინი დღეს უფრო მოთხოვნადია, ვიდრე მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯარა.
- ეკოლოგიურად რამდენად სუფთაა?
- გარეგნულად ვერ ვისაუბრებ, არსებობს სპეციალური სერთიფიკატები, რომელსაც მწარმოებელი ანიჭებს კონკრეტულ ნივთს და შეგიძლიათ სერთიფიკატში ნახოთ, რა ნივთიერებებს შეიცავს და რამდენად უსაფრთხოა.
- ამბობენ, რომ თურქეთიდან შემოაქვთ მეორადი მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯარა და საქართველოში ახლად ასაღებენო. რამდენად რეალურია ეს?
- დიახ, შემოაქვთ მეორადები. თუმცა, რამდენად ხარისხიანია, არ ვიცი. რაც მინახავს, არ მომეწონა. მოხსნილი ფანჯარაა, რომელსაც უკვე იყენებდნენ. ახლადაც ასაღებენ. ეს ძირითადად, ვისაც არ აქვს საშუალება, იმისთვისაა იმიტომ, რომ შედარებით დაბალ ფასად ყიდიან. თუ რეალურად 110 დოლარი ჯდება აბაზანის კარები, მეორადი ღირს 50-60 დოლარამდე.
- რა უნდა გავითვალისწინოთ მეტალოპლასტმასის კარ-ფნჯრების ჩასმისას, რომ არ დაზიანდეს?
- მთავარია, როცა დამონტაჟდება მლესავმა არ დააზიანოს. უნდა შეიფუთოს კარი ან ფანჯარა და იმის მიხედვით უნდა გაილესოს. თუმცა, მაინც მნიშვნელოვანია, ნორმალური აწყობილი იყოს.
თამარ იაკობაშვილი