რამდენიმე წლის წინ ჭერის დიზაინი შეთეთრებას მოიაზრებდა. თუმცა, როგორც იცით, დრო არ ჩერდება, ყველაფერი ვითარდება და იხვეწება და არც ჭერის დიზაინია გამონაკლისი. ინტერიერის მოდაშიც ბევრი სიახლეა ამ კუთხით. დღესდღეობით ჭერს უფრო მეტი ყურადღება ეთმობა ვიდრე ადრე და ეს გამართლებულიც არის, ეს ხომ ინტერიერის არცთუ უმნიშვნელო ნაწილია. საინტერესოა, მაინც როგორია თანამედროვე, 2021 წლის ჭერის დიზაინი? მოდით, განვიხილოთ ვარიანტები.
როგორი ჭერია დღეს მოდაში?
დღესდღეობით დიზაინერები სცდებიან აქამდე დამკვიდრებულ კლასიკიას, რომ ჭერი უნდა იყოს უბრალო და რა თქმა უნდა, თეთრი. ინტერიერის შექმნის დროს
1. სარკის ეფექტი
არ არის აუცილებელი სარკის მთელ ჭერზე დამონტაჟება. შესაძლებელია სარკეებით ჭერის გარკვეული, მომცრო მონაკვეთის გაფორმება.
2. ამოჭრილი ჭერი
ეს გახლავთ ჭერის გაფორმების დროს მის ჭრას, უფრო სწორად გარკვეული ფიგურების ამოჭრას. ეს დახვეწილი და უნიკალური დიზაინის ჭერის მიღების ძალიან ეფექტური საშუალებაა.
3. ტექსტილი
საკმაოდ ძვირია და რთული კონსტრუქციაც გახლავთ, თუმცა შედეგი ამად ღირს. ქსოვილის ჭერი ჯერ კიდევ იმსახურებს წამყვანი მსოფლიო დიზაინერების აღიარებას.
4. გეომეტრიული ფიგურები და კონსტრუქციები
რამდენიმე გეომეტრიული ფიგურისა და ლაკონური ხაზების ჰარმონიულად შერწყმა ძალიან ორიგინალური გადაწყვეტილებაა მისაღებისა თუ სამზარეულოსთვის.
ჭერის მოპირკეთების ვარიანტები
შეღებვა და შეთეთრება
2021 წლისთვის ჭერის მოსაპირკეთებლად ყველაზე გავრცელებული ვარიანტები შეთეთრება და შეღებვაა. მიუხედავად ფართო არჩევნისა ეს ვარიანტები აქტუალობას დღემდე არ კარგავს. სხვადასხვა დადებით ფაქტორებს შორის ამ ვარიანტში აღსანიშნავია მისი ბიუჯეტური ფასი და ესთეტიკური მხარე. უარყოფით მხარეებს შორის კი აღსანიშნავია რთულად შესასრულებელი სამუშაო და ის, რომ ბაზა იდეალურად უნდა იყოს გასწორებული.
შპალერი ჭერზე
ეს ჭერს გაფორმების კიდევ ერთი საკმაოდ გავრცელებული და ბიუჯეტური საშუალებაა. თან, დღესდღეობით ბაზარზე უამრავი ფერის, პრინტის და ფაქტურის შპალერია, რაც იძლევა საშუალებას თავისუფლად აუაროთ გვერდი ტრადიციულ თეთრ ფერს და თქვენი ჭერი მინიმალური ძალისხმევით მეტად ორიგინალური და ლამაზი გახადოთ. თუმცა, კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ ამ შემთხვევაში შპალერის გაკვრის წინ ჭერი იდეალურად უნდა იყოს გასწორებული. ეს ის შემთხვევაა, როდესაც შედეგი ნამდვილად დამაკმაყოფილებელი იქნება, მთავარია შპალერი შეირჩეს ეფექტური და ისეთი, რომ ჰარმონიულად ერწყმოდეს ინტერიერს.
თაბაშირმუყაო
ეს მასალა შესაძლებელია გამოიყენოთ იმ შემთხვევაშიც, თუ ჭერი მის გაკვრამდე არ იქნება იდეალურად გასწორებული. ხელმისაწვდომმა ფასმა, ფართო არჩევნმა თაბაშირმუყაოს სერიოზული ადგილი დაუმკვიდრა ბაზარზე მთელ მსოფლიოში.
ამ მასალით მრავალიარუსიანი კონსტრუქციებიც მარტივად იქმნება და ეფექტურიც არის.
გასაჭიმი ჭერი
გასაჭიმი ჭერი ბაზარზე რამდენიმე ათეული წლის წინ გამოჩნდა და მომხმარებლის მოწონებაც დაიმსახურა, დღესდღებიოთ უკვე იყიდება გასაჭიმი ჭერი 3 დ ეფექტით, რამაც ასევე მოიპოვა დიდი პოპულარობა. ასეთი ჭერი თავისი ორიგინალურობით გამოირჩევა. ძალიან უხდება მისაღებსა და საძინებელს.
შეკიდული ჭერი
ამ მასალის მთავრი უპირატესობა გახლავთ ის, რომ ის იძლევა საშუალებას ოთახი ორიგინალურად გაანათოთ. მასში შეგიძლიათ ჩაამონტაჟოთ წერტილოვანი განათება ან შუქდიოდური ლენტები. ამ მასალით ასევე ძალიან კარგად ხეხდება სივრცის ზონირება.
ხის ჭერი
თანამედროვე მწარმოებლები ხეს ისე ამუშავებენ, რომ ხის ჭერი მომხმარებელს მაქსიმალურად დიდხანს ემსახუროს. ასეთი ჭერი იდელურად ერგება ქანთრის, ლოფტის სტილს, ასევე პროვანსს. ეკოლოგია უკვე დიდი ხანია იქცა ინტერიერის დიზაინის მთავარ ტრენდად და ხის ჭერი საამისოდ ნამდვილად იდეალური ვარიანტია.