ემოცია, რომელმაც მოლოდინს გადააჭარბა - სწორედ ასე შეაფასა "რედიზაინის“ პირველი გადაცემა მისმა წამყვანმა და ამავდროულად, მონაწილემ ანა ქურთუბაძემ.
გადაცემა, რომელიც მონაწილეებს ოთახს საჩუქრად ურემონტებს კვირას, TV პირველის ეთერში გავიდა და ის ყოველკვირეული იქნება. მისი პირველი მონაწილე გადაცემის წამყვანი ანა ქურთუბაძე იყო. ანამ გადაცემის ჩაწერის დროს გაიგო, რომ თავად მას გაურემონტებდნენ ოთახს პატარა შვილისთვის, რაც ძალიან ემოციური აღმოჩნდა.
"რადგან გადაცემის ერთ-ერთი წამყვანი ვარ, არც დამიშვია, რომ შეიძლებოდა ჩემი ოთახი გაერემონტებინათ. წინასწარ მართლა არ ვიცოდი და ჩემი ემოციები სრულად რეალური იყო. სიმართლე
გითხრათ, ვერ მივხვდი, რა უნდა გამეკეთებინა. მეშვიდე სართულზე მანამ ავედით, ლიფტში ხან მეტირებოდა, ხან მეცინებოდა. შედეგი კი ძალიან მომწონს. ჩემი შვილისთვისაც შთამბეჭდავი აღმოჩნდა ეს ყველაფერი. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ადამიანთან კომუნიკაციას მიჩვეული არ არის, უბედნიერესი დარბოდა ოთახში და სულ დაავიწყდა, რომ იქ კამერები იყო. გადამღები ჯგუფის წასვლის შემდეგ ოთახიდან ვერ გამოვიყვანეთ და ღამეც იქ დაიძინა.
ეს ემოციები მართლაც დაუვიწყარია. და თუ თქვენც გსურთ მათი გამოცდა მოგვწერეთ გულწრფელი წერილები. წერილების საფუძველზე ავარჩევთ იმ იღბლიან მონაწილეებს, ვისაც პროფესიონალი დიზაინერები და ხელოსნები გაურემონტებენ ოთახს. ასე რომ, გამოგვიგზავნეთ მაქსიმალურად ემოციური წერილები, დაგვარწმუნეთ, რომ თქვენ ხართ ის, ვისაც ოთახი უნდა გავურემონტოთ და ჩვენ აუცილებლად მოგიკაკუნებთ,“ - აღნიშნავს ანა ქურთუბაძე.
გადაცემას დიდი გამოხმაურება მოჰყვა ფართო საზოგადოებაშიც. მსურველებმა აქტიურად დაიწყეს წერილების გაგზავნა და გადაცემის შემქმნელების ჯგუფიც ჩაერთო მონაწილეების შერჩევის პროცესში. რადგან "რედიზაინი“ ასეთი საინტერესო აღმოჩნდა მაყურებლისთვის, მასზე სასაუბროდ ერთ-ერთ დიზაინერს მარიამ კენჩხაძეს მივმართეთ.
- როგორ შეაფასებთ პირველ გადაცემას?
- პირველი გადაცემა იყო ყველაფრის დასაწყისი. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ადამიანებს შექმნოდათ წარმოდგენა, თუ რატომ უნდა უყურონ გადაცემას ან გამოაგზავნონ "რედიზაინის“ ფეისბუქ გვერდზე სამოტივაციო წერილი. გპირდებით, წინ კიდევ უფრო ბევრი საინტერესო დიზაინი და ლამაზი კადრები ელოდება მაყურებელს.
- რა იყო რემონტის დროს მთავარი გამოწვევა პირველ გადაცემაში და როგორ გაუმკლავდით მას?
- რემონტის დროს მთავარი გამოწვევა იყო გადაცემის წესები, როდესაც დამკვეთთან არ ათანხმებ პროექტირების პროცესს პირველი ეტაპიდან დასრულებამდე, დროში ხარ შეზღუდული და შეცდომის დაშვების უფლება არ გაქვს. ალბათ, კარგი ფსიქოლოგიც გამოდიხარ, რადგან რეალურად ერთი ინტერვიუთი უნდა მიხვდე, რა უნდა მასპინძელს. მე ვფიქრობ, პირველმა გადაცემამ აჩვენა, რომ ჩვენს ეს შევძელით.
- თავად რამდენად კმაყოფილი ხართ?
- პირველი გადაცემიდან იმხელა ემოცია მივიღეთ, იმდენი წერილი შემოვიდა, რომ მთელი გუნდი უბედნიერესები ვართ. ჩვენი პირველი გმირი პატარა თუნა, ისეთი ბედნიერი იყო ოთახის ნახვის შემდეგ, რომ თურმე ერთი დღე არც კი ეძინა.
- პარტნიორი კომპანიების შესახებ რას გვეტყვით, მათი მხრიდან რამდენად არის დაინტერესება, რომ პროექტის მონაწილეების სახლის გარემონტებაში მიიღონ მონაწილეობა?
- მოგეხსენებათ, რომ "რედიზაინის“ წარმდგენი არის ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი "მიჰაუსი“. ის უზრუნველყოფს რემონტისთვის საჭირო მასალების მიწოდებას. პროცესს "ბრიგად არტი“ ახორციელებს, რასაც ძალიან უმარტივებს "ბოშის“ ხელსაწყოები და უმაღლესი ხარისხის გერმანული საღებავების კომპანია "ალპინა“.
გადაცემას საკმაოდ საინტერესო პარტნიორი კომპანიები ყავს, რომლებიც თავიდან ბოლომდე ჩართულები არიან ამ საპასუხისმგებლო პროცესში. ყველა მათგანს სურს, რომ ოთახი გამოვიდეს სრულყოფილი და რაც მთავარია, გავახაროთ ის ადამიანები, რომლებიც გვიგზავნიან წერილებს. ასეთი ერთსულოვნება ჯერ არსად მინახავს.
(R)