რემონტი დიზაინერთან ერთად თუ დიზაინერის გარეშე? – ამ კითხვას ერთხელ მაინც სვამს ყველა, ვინც რემონტის გაკეთებას აპირებს. თუმცა სხვადასხვა მიზეზის გამო დიზაინერთან თანამშრომლობისგან ბევრი თავს იკავებს და ინტერიერის დიზაინს დამოუკიდებლად აკეთებს. ასეთ შემთხვევებში შეცდომები რემონტის კეთების ან დასრულების შემდეგ იჩენს ხოლმე თავს. მაგალითად, უკვე დასრულებულ რემონტში შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ ოთახში არასაკმარისი განათებაა ან სულაც სივრცე ოპტიმალურად ვერ დაგიგეგმარებიათ.
თუ რემონტს აპირებთ და დიზინერის კონულტაციის მიღებას ვერ ახერხებთ, „მიჰაუსის“ დიზაინერის გივი სარალიძის რჩევები ნამდვილად გამოგადგებათ:
შეადგინეთ სარემონტო სივრცვის ანაზომი
ყველა სარემონტო
და სამშენებლო პროცესის პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ობიექტის დეტალური აზომვაა. სწორი ანაზომი გაამარტივებს შემდეგ გასავლელ ყველა ეტაპს, როგორიცაა, ეფექტური გეგმარება, მასალების რაოდენობების დათვლა და ბიუჯეტის შედგენა.
გააკეთეთ სივრცის გეგმარება
სივრცის ზონალური გადანაწილება და გეგმარება მოგვცემს საშუალებას წინასწარ განვსაზღვროთ ავეჯისა და კედლების გეგმარება. არასწორად დაგეგმარებული და არაერგონომიული სახლის არაპრაქტიკულობას ვერ გადაფარავს ვერც ერთი დეკორატიული ელემენტი.
მოიძიეთ სასურველი ინტერიერი
ამ პროცესს დიზიანერები მუდბორდის შედგენას ეძახიან, რა დროსაც წინასწარ თანხმდება ინტერიერის სტილი და ფერთა გამა. სახლში რემონტის დაწყებამდე ყოველთვის ჯობს მოიძიოთ თქვენთვის სასურველი ინტერიერის დიზაინის სტილი და ასევე მდუბორდი, რაც მოგცემთ მიმართულებას საბოლოო მიზნის მისაღწევად და ზედმეტ არეულობას აგაცილებთ თავიდან.
შეადგინეთ ბიუჯეტი
მასალების სიისა და ბიუჯეტის შედგენისას შეგიძლიათ გამოიყენოთ უფასო ონლაინ კონსულტაციები და სატელოფონო კონსულტაციები. ასევე ონლაინ კატალოგები და საიტები რათა შეადაროთ ფასები და ყველაზე ოპტიმალური სიის შედგენა შეძლოთ. სწორად დაგეგმილი სამუშაო პროცესი და მასალების სია მოგცემთ საშუალებას, დაზოგოთ თქვენი დრო და რესურსი.
აარჩიეთ ფერი და საღებავი
ფერებისა და საღებავის არჩევისას გამოიყენეთ წინასწარ მოძიებული მუდბორდი და სხვადასხვა კომპანიის კატალოგები. ნურასდროს ანდობთ საღებავის პიგმენტების შეზავებას ხელოსანს, რადგან შედეგი არასდროს იქნება ზუსტი. ამ პროცესის გასამარტივებლად ყოველთვის ჯობს ესტუმროთ მაღაზიას და კომპიუტერის საშუალებით შეაზავებინოთ, რაც სრულიად უფასო სერვისია. ასევე, ნურასდროს დაიზარებთ მცირე რაოდენობით კედელზე გამოცდას, რადგან ფერი სხვადასხვა სივრცესა და განათებაში განსხვავებულად გამოიყურება.
გააკეთეთ საკმარისი განათება
საქართველოში ბინის რემონტისას ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომა არასწორად და მცირე რაოდენობით გამოყენებული განათებაა. განათება ინტერიერის საბოლოო ვიზუალში უდიდეს როლს თამაშობს, რადგან ის წარმოაჩენს სივრცეს, ფერსა და ყველა ზედაპირის ვიზუალს. ნურასდროს დაინანებთ განათების რაოდენობას ინტერიერში, გაუნათებელი სივრცე უფრო პატარა, ბნელი და უფერულია. განათების რაოდნეობის დათვლა ხდება ვატობით ან ლუმენებით. თუ თქვენ მიაკითხავთ მაღაზიას თქვენი ანაზომით, ისინი შემოგთავაზებენ, თუ რა რაოდენობის განათება ჭირდება თქვენს ინტერიერს. ამის შემდეგ შეძლებთ, შეარჩიოთ სხვადასხვა სანათი და შესაბამისი ნათურა.
არ გადაყაროთ ძველი ნივთები
არასდროს იჩქაროთ ძველი ნივთების გადაყრა. ყოველთვის შესაძლებელია მათი აღდგენა და გახალისება. დღეისთვის მარტივადაა შესაძლებელი საჭირო ინსტრუმენტებისა და მასალების მოძიება სხვადახვა ნივთის შესარემონტებლად. აკეთეთ უფრო მეტი დეტალი თქვენი ხელით და ეს ინტერიერის უფრო საინტერესოს და ინდივიდუალურს გახდის, ასევე დაგიზოგავთ არც თუ ისე მცირე ბიუჯეტს.
გამოიყენეთ უფასო სერვისი აბაზანისთვის ფილის ასარჩევად
აბაზანისთვის ფილისა და კერამიკული სანტექნიკის შერჩევა ზოგჯერ საკმაოდ რთული და დამღლელი პროცესია. ამ დროს უამრავი დეტალია გასათვალისწინებელი როგორც ტექნიკური, ასევე ვიზუალური. არასწორად შერჩეულ დეკორს შეუძლია სრულიად ამოვარდნილი და არასასიამოვნო კედელი გააჩინოს თქვენს აბაზანაში, ასევე არასწორად გადანაწილებულ დეტალებს შეუძლია უსარგებლო გახადოს ფუნქციურად ესა თუ ის სივრცე. ამ პროცესის გასამარტივებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ „მიჰაუსის“ უფასო დიზინერის სერვისი. თუ კი თქვენ ჰიპერმარკეტს მიაკითხავთ აბაზანის ანაზომით, დიზაინერი ადგილზე დაგიგეგმარებთ აბაზანას და დაგეხმარებათ კერამიკული ფილებისა და სხვა მასალების შერჩევაში. შერჩეული მასალებით ააწყობს თქვენი აბაზანის დიზაინს და შეძლებთ, იხილოთ მზა ვიზუალი, ასევე დაგეხმარებათ რაოდენობების დათვლაში.
დეტალები მნიშვნელოვანია
ინტერიერის სრულად წარმოსაჩენად თითქოსდა უმნიშვნელო დეტალებსაც კი უდიდესი მნიშელობა აქვს. მეტი სიცოცხლისთვის გამოიყენეთ მცენარეები, ისინი დაატებით ფერს გააჩენენ ინტერიერში და უფრო ჯანსაღს გახდიან მასს. ასევე, გამოიყენეთ სურათები, დეკორატიული ნივთები და მცირე ზომის ხალიჩები.