მცირეგაბარიტიანი სახლები დღესდღეობით იშვიათობას არ წარმოადგენს, თუმცა სულ სხვა საქმეა, როდესაც ასეთ სახლში ცხოვრობს ერთი ადამიანი და სულ სხვა, როდესაც საუბარია მრავალსულიან ოჯახზე.
დინამიური შპალერი შესასვლელში
როდესაც ადამიანი სახლის გაფორმებაზე ფიქრობს თავ-გზა ებნევა ხოლმე, ბაზარზე ხომ უამრავი სახის მასალაა წარმოდგენილი - შპალერი, საღებავი, კერამიკული ფილები და ა.შ. თუმცა დიზაინერები გვირჩევენ რომ უპირატესობა სისადავეს და უბრალოებას მივანიჭოთ, განსაკუთრებით მაშინ, თუ საუბარი მცირეგაბარიატიან სახლზეა. შესასვლელისთვის პროფესიონალები დინამიურ პრინტს გვთავაზობენ, რაც სახლს ნამდვილად განსაკუთრებულ ხიბლს ანიჭებს.
სარკეები
სარკე ერთ-ერთი იმ ნივთთაგანია, რომელიც საკუთარ
სამზარეულო-შესასვლელი
ღია სამზარეულო შესასვლელში ამერიკული სტილისთვისაა დამახასიათებელი, თუმცა რეალურად ის მხოლოდ ისეთი ოჯახებისთვისაა პრაქტიკული, სადაც სადილები ნაკლებად მზადდება.
თუ მაინც გიწევთ სამზარეულოს შესასვლელთან ახლოს გაკეთება, ეცადეთ, რომ კარადები მაქსიმალურად უხილავი იყოს, მიახლოებული საერთო ინტერიერის ფერს, ღია ფერში, ასე ის თვალშისაცემი არ იქნება.
სივრცის ზონირება ტიხრებით
ერთოთახიან სახლში ძალიან მნიშვნელოვანია საერთო სივრცის ზონირება, რათა პირადი სივრცე დაცული იყოს. საამისოდ ძალიან გავრცელებული და აპრობირებულია მინისტიხარი, რომელიც ძალიან ჰარმონიულად გამოიყურება, არც სივრცეს ტვირთავს და პრაქტიკულიც არის.
ფანჯრის რაფის გამოყენება
დროა ფანჯრის რაფა მხოლოდ ქოთნის ყვავილების დასადგამ ადგილად არ აღვიქვათ და ის მეტად დავტვირთოთ ფუნქციონალურად, მით უმეტეს, თუ სივრცის ნაკლებობას ვუჩივით.
ფანჯრის რაფა თავისუფლად შეიძლება აქციოთ სამზარეულოს ავეჯის გაგრძელებად. ასე თქვენ საშუალება მოგეცემათ შექმნათ დამატებითი სამუშაო სივრცე, მის ქვეშ კი დამატებითი შესანახი სისტემა მოაწყოთ.
სხვათა შორის, ფანჯრის რაფის ტრანსფორმაცია პრაქტიკულია არა მარტო სამზარეულოში, არამედ მისაღებშიც.
აითვისეთ ადგილი დივნის თავზე
ერთოთახიანი ბინა ადგილის უკმარისობასთან ასოცირდება. ყველაზე მარტივი გზა ამ პრობლემის მოგვარებისა გახლავთ დივნის თავზე ადგილის ათვისება და მათი ფუნქციონალურად დატვირთვა. იმისათვის, რომ ეს კარადები უხეშად არ გამოიყურებოდეს მხოლოდ დივნის თავზე კი ნუ განათავსებთ, მთელ კედელზე გააგრძელეთ.
სივრცის ჰარმონიზებისთვის კი გირჩევთ ვერტიკალური სექციაც დაამატოთ და შედეგი ნამდვილად დამაკმაყოფილებელი იქნება.