რა ღირს რემონტი? - ყველაზე ბიუჯეტური გზა რემონტის გასაკეთებლად


როგორ გავარემონტოთ სახლი მცირე ბიუჯეტით? - ეს კითხვა ყოველთვის აქტუალურია. განსაკუთრებით კი ამ კრიზისულ პერიიოდში, როდესაც ფასები თითქმის ყველანაირ პროდუქტზე გაიზარდა. რემონტი აუცილებლად საჭიროებს წინასწარ დაფიქრებას და ყველაფრის კარგად დაგეგმვას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ზედმეტი და გაუთვალისწინებელი ხარჯები გარდაუვალი იქნება.
ხშირად, შეზღუდული ბიუჯეტის ფარგლებში, ადამიანები ვერ ახერხებენ დაიქირავონ დიზაინერი, რაც ალბათ დამეთანხმებით, რომ საკმაოდ ძვირადღირებული სიამოვნებაა. საბედნიეროდ, ინტერნეტში ოთახების დიზაინის და ინტერიერის ლამაზად მოწყობის შესახებ უამრავი იდეის მოძებნაა შესაძლებელი, რაც ინსპირაციისთვის დაგეხმარებათ.
რაც შეეხება საჭირო რჩევებს და ყველაზე ბიუჯეტურ სარემონტო მასალების შერჩევას
- ამაში შევეცდებით ჩვენ დაგეხმაროთ და პრაქტიკული რეკომენდაციები გაგიზიაროთ.
გახსოვდეთ, რომ თანამედროვე ბიუჯეტური რემონტი არის:
1. სწორი დაანგარიშება. თქვენ წინასწარ უნდა გამოთვალოთ მასალების და ხელობის ფასები. აწარმოოთ ხარჯთაღრიცხვა და გაითვალისწინოთ მოულოდნელი ხარჯიც.
2. სწორად უნდა შეაფასოთ ბინის მდგომარეობა. თუ კედლები დაბზარული, ან მრუდეა, შეღებვა და შპალერის გაკვრა ვერ დაგეხმარებათ. იგივე ეხება იატაკს. თუ ზედაპირი არათანაბარია, ნუ იჩქარებთ პარკეტის დაგებას.
3. თვალი ადევნეთ ფასებს. თუ ძალიან არ გეჩქარებათ, ფასების მონიტორინგი ხარჯებს დაგიზოგავთ. შეიძინეთ სამშენებლო მასალები ფასდაკლებით, აქციების პერიოდში. მაგალითად, სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი „გორგია“ ხშირად სთავაზობს თავის ერთგულ მომხმარებელს ფასდაკლებებს და აქციებს.
მოდით, ვნახოთ, რა დაგიჯდებათ ყველაზე ბიუჯეტური სარემონტო მასალები „გორგიას“ მაგალითზე.

განსაზღვრეთ რემონტის ტიპი

პირველი და ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, განსაზღვროთ, თუ რამდენ ხანს აპირებთ იმ ბინაში ცხოვრებას. თუ გეგმავთ, რომ მთელი ცხოვრება აქ გაატაროთ, მაშინ რემონტი გაცილებით ხარისხიანი უნდა იყოს. ელექტრო გაყვანილობა, გათბობა, სანტექნიკა, მილები და მსგავსი კომუნიკაციები აუცილებლად სპეციალისტს გააკეთებინეთ და ხარისხიანი მასალები შეარჩიეთ. უმჯობესია შეიძინოთ დაბალ ფასიანი ავეჯი, ვიდრე ცოტა დროის გასვლის შემდეგ, ყველაფრის ხელახლა გაკეთება გაგიხდეთ საჭირო.

როგორ უნდა დაიწყოთ

პირველ რიგში, სახლიდან მოაშორეთ ზედმეტი ნივთები. თუ გეგმავთ, რომ ყველაფერი ერთდროულად უნდა გააკეთოთ - შეცვალოთ შპალერი, ფანჯრები, იატაკი, დასაწყისისთვის მოხსენით ყველანაირი ძველი საფარი ზედაპირებიდან. თუ მხოლოდ ძველ შპალერს ჩამოხევთ, მას შემდეგ, რაც ახალს გააკრავთ და მერე დაიწყებთ იატაკის გაკეთებას, მთელი ჭუჭყი კედლებში ჩაჯდება. მოგიწევთ შპალერის გაწმენდა, რაც გაზრდის მის დაზიანების რისკს. ამიტომ, ჯერ შეასრულეთ ყველანაირი მტვრიანი, შავი სამუშაო და შემდეგ გადადით სუფთა ნაწილზე.

იატაკი

ბიუჯეტური, ადვილად დასაგები და მარტივი მოსავლელი ლამინატის იატაკია. მათი ფასები სავაჭრო ჰიპერმარკეტ „გორგიაში“ 17 ლარიდან იწყება. 10 კვადრატულ მეტრზე, ლამინატის იატაკის ფასი მინიმუმ 170 ლარია. ფასი გაიზრდება ბინის ფართობის შესაბამისად, ამიტომ გადაამრავლეთ იმდენ კვ/მ-ზე, რამხელა ფართის გარემონტებასაც აპირებთ.
შემოსასვლელში, აბაზანა-ტუალეტსა და სამზარეულოში - მეტლახი ადვილი მოსავლელია. მისი ფასი კვადრატულ მეტრზე „გორგიაში“ - 23 ლარიდან იწყება. ფასები იზრდება ხარისხის და დიზაინის შესაბამისად. ყველაზე ბიუჯეტური მეტლახის ფასი, 10 კვადრატულ მეტრზე - 230 ლარია.
თუ რემონტს აგარაკზე აპირებთ, შეგიძლიათ მეტლახის ნაცვლად დააგოთ ლინოლეუმი, რომელიც პარკეტის ფაქტურითაც არის და მეტლახის ფაქტურითაც. ყველაზე ბიუჯეტური ლინოლეუმის ფასი, კვ/მ-ზე 10 ლარია. 10 კვადრატულ მეტრზე, 100 ლარის ლინოლეუმი დაგჭირდებათ.
ბიუჯეტური ვარიანტია ასევე რბილი იატაკი, რომელიც შეგიძლიათ პირდაპირ ძველ პარკეტზე გადააგოთ. კვადრატული მეტრი 12 ლარი დაგიჯდებათ, რაც 10 კვადრატულ მეტრზე - 120 ლარია.

რა ჯდება კარი?

თუ შიდა კარის შეცვლა გადაწყვიტეთ, გაითვალისწინეთ, რომ ყველაზე ბიუჯეტური MDF-ის კარია. შედარებით ძვირია ლითონის კარი. MDF-ის კარის ყველაზე მინიმალური ფასი „გორგიაზე“, ფასდაკლებით - 129 ლარია. ფასები იზრდება ხარისხის და დიზაინის მიხედვით. თეთრი ფერის ლამაზი დიზაინის კარს თავისივე ჩარჩოთი - 325 ლარად შეიძენთ.

კედელი
ბოლო წლების ერთ-ერთი ტრენდია დეკორატიული აგურის კედელი, ე.წ. Loft-ის სტილი, რომელიც ძალიან უხდება ინტერიერს.
დეკორატიული აგურის ყველაზე ბიუჯეტური ფასი 0, 40 ლარია. 10 კვადრატულ მეტრზე, ასეთი კედელი დაახლოებით 100 ლარამდე დაგიჯდებათ.
ვინილ-ფლიზელინის შპალერის ყველაზე მინიმალური ფასი კი 14.90 ლარია. ერთი რულონის ზომა 0.53x10.05 მ-ია. საჭირო რაოდენობა შეგიძლიათ შპალერის კალკულატორში გამოთვალოთ. 10 კვადრატულ ოთახს, რომელსაც აქვს ერთი კარი და ერთი ფანჯარა, დაახლოებით 21 რულონი შპალერი დაჭირდება, რაც 315 ლარამდე დაჯდება. ასევე, შეგიძლიათ ისარგებლოთ „გორგიას“ სპეციალური შეთავაზებით და აქციის ფარგლებში, ფრანგული შპალერი სულ რაღაც 8 ლარად შეიძინოთ.
ასევე, შეგიძლიათ შპალერის ნაცვლად, შეღებოთ კედლები. შეარჩიეთ ხარისხიანი საღებავი, რომლის მინიმალური ფასი „გორგიაში“, 2,5 ლიტრიანი - 40 ლარია.

სამზარეულოსა და აბაზანაში კაფელი დაგჭირდებათ, რომელიც 30 ლარიდან იწყება.

განათება
განათება მნიშვნელოვანია ბინაში, სიმყუდროვის და კომფორტის შესაქმნელად. „გორგიაში“ ჭაღების ფასი სულ რაღაც 8.80 ლარიდან იწყება. თუ ლედ-განათება გჭირდებათ, ის 9 ლარიდანაა ხელმისაწვდომი.
დაიმახსოვრეთ, რომ სტილი - სისადავეშია. ნუ გადატვირთავთ დიზაინს. ნუ იჩქარებთ ძველი ავეჯის გადაყრას. ახლა მოდაშია ვინტაჟური ნივთები დიზაინში. შეგიძლიათ ძველ ავეჯს ახალი სიცოცხლე მიანიჭოთ, შეღებოთ, ან გადააკრათ ახალი ტექსტილი.
მოდით, შევაჯამოთ სარემონტო მასალების ფასები 50 კვ/მ-ზე. ამ თანხას დაუმატეთ ხელობის ფასი, რაც ინდივიდუალურია და უშუალოდ ხელოსანმა უნდა დაგისახელოთ.

50 კვ. ბინის კოსმეტიკური რემონტისთვის დაახლოებით დაგჭირდებათ:
• ლამინატის იატაკი 35 კვ/მ = 595 ლარი
• მეტლახი 15 კვ/მ = 345 ლარი
• შიდა კარი ჩარჩოთი = 325 ლარი
• შპალერი 20 კვ/მ = 630 ლარი
• დეკორატიული აგურის კედელი 20 კვ/მ = 200 ლარი
• კაფელი 10 კვ/მ = 600 ლარი
• წვრილმანები (ლურსმანი, ფუნჯი, შტეფსელი, ჭაღი, ნათურები და სხვ.) 300-500 ლარი.
ჯამში, სარემონტო მასალების ყველაზე ბიუჯეტური თანხა 3000-3500 ლარამდე მერყეობს. ამ თანხაში არ შედის ხელოსნის ანაზღაურება, ელექტრო გაყვანილობა, მილები და სხვა კომუნიკაციები.
თუ ხელობა გეხერხებათ და შეგიძლიათ შპალერი დამოუკიდებლად გააკრათ, ან შეღებოთ კედლები, საკმაოდ კარგ თანხას დაზოგავთ.
გისურვებთ წარმატებებს!






კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები