თუ აგარაკზე ძველი სხვენი გაქვთ, რომელსაც ვერაფერში იყენებთ, დაგვიჯერეთ, საქმე მოსალოცად გქონიათ. შემოგთავაზებთ იდეებს, როგორ შეიძლება აქციოთ ეს ტერიტორია თქვენი ოჯახის სიამაყედ და ყველაზე საყვარელ ადგილად.
თუ ექსპერიმენტებისთვის მზად ხართ, მოემზადეთ და შეუდექით საქმეს.
მოკლედ, ძველ სხვენში შეიძლება გააკეთოთ:
საოჯახო კინოთეატრი
აღჭურვეთ მანსარდა ბევრი ბალიშით, პუფით, მოხერხებული დივნით, დიდი ეკრანით და ის თქვენი ოჯახის საყვარელი თავშეყრის ადგილი იქნება.
სპორტული დარბაზი
თუ სახლში ადგილი ვერ მოძებნეთ სარბენი ბილიკისა თუ ტრენაჟორისთვის, მანსარდა სწორედ ის ადგილია, სადაც ამას ზედმეტი თავისტკივილის გარეშე გააკეთებთ. ამ ადგილას
თავისუფლად შეგიძლიათ დააბინავოთ ასევე თქვენი სპორტული ინვენტარი.
ჩაიხანა
თუ ჩაის ან ყავის მოყვარული ბრძანდებით, დაგჭირდებათ ისევ რბილი ბალიშები, პუფები, დივანი, ჩაის ან ყავის აქსესუარები, თბილი პლედი, გირლანდები და ზღაპრული ადგილი მზად არის. აქ შეგიძლიათ განმარტოვდეთ ან მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად განიტვირთოთ და დატკბეთ ერთმანეთთან ურთიერთობით.
ბიბლიოთეკა
დიახ, დიახ, სხვენი, იგივე მანსარდა წიგნების აკურატულად და სწორად შესანახად ძალიან კარგი ადგილია. დადგით ფანჯარასთან მოხეხებული დივანი ან სავარძელი, მოიმზადეთ ცხელი ყავა ან ჩაი და თბილი პლედი და მოემზადეთ საყვარელ წიგნის გმირებთან ერთად სამოგზაუროდ.
გარდერობი
მშენიერი ადგილია სეზონური ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის შესანახად. შეგიძლიათ გააკეთოთ თაროები, ერთი დიდი რეილერი ან სულაც ჩემოდნები დაალაგოთ. ეს აბსოლუტურად თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული.
სახელოსნო
თუ ამის საჭიროება არის ან რამის კეთება თქვენი ჰობია, შეგიძლიათ მოიწყოთ სახელოსნო, ადგილი, სადაც თავისუფალდ შექმნით რამეს, იქნება ეს ნივთი, ნახატი თუ სხვა რამ. უბრალოდ, უნდა აღჭურვოთ შესაბამისად.
სასტუმრო ოთახი
თუ განათავსებთ მაქსიმალურად ბევრი რაოდენობის საწოლს და გასაშლელ სავარძლებს, მშვენიერი იდეაა დიდი იუბილეს შემდეგ ნათესავების დასაძინებლად.