მაკო მარგველანი პროფესიით იურისტია, თუმცა ინტერიერის დიზაინს, რემონტის პროცესს იმდენად კარგად გაართვა თავი, თავისუფლად შეუძლია ამ სფეროში უფრო სერიოზულად მოსინჯოს ძალები. ბათუმში მდებარე ბინამ, რომელიც საკუთარი გემოვნებით და დიზაინით გაარემონტა, ჯგუფ „რემონტში“ დადებითი გამოხმაურება და აღფრთოვანება ჰპოვა.
- ჩემი პროფესიით არასოდეს მიმუშავია. უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე რამდენიმე თვით გავემგზავრე აშშ-ში, ვაშინგტონის შტატში, ქალაქ სიეტლში Au pair პროგრამით. მაგრამ, როგორც ხდება ხოლმე, რამდენიმე თვე, რამდენიმე წლით შეიცვალა. თუმცა არასდროს მიფიქრია, საქართველოდან სამუდამოდ წავსულიყავი. ამჟამად ვცხოვრობ საქართველოში, მყავს ერთი შვილი და ვიმედოვნებ, რომ ყველაფერი
უკეთესობისკენ შეიცვლება. ისე, რომ ჩემს შვილს შეექმნას თვითგანვითარებისთვის ჯანსაღი გარემო და არ გახდეს იძულებული, საკუთარი ქვეყნიდან შორს ეძიოს ბედი და შეიმეცნოს საკუთარი თავი.
- მოგვიყევით ბინის შესახებ, რომელმაც ჩვენი ყურადღება მიიპყრო. სად მდებარეობს და როდის დაიწყეთ მისი გარემონტება?
- ბინა, რომელიც სოციალურ ქსელში ყურადღების ობიექტი გახდა, მდებარეობს ბათუმში. ძალიან რთულ პერიოდში მომიხდა მისი გარემონტება. სწორედ იმ დროს პანდემიის გამო ლოქდაუნი იყო და მაღაზიებიც დაკეტილი გახლდათ. 80% როგორც სამშენებლო მასალა, ასევე აქსესუარები და ავეჯი მოძიებული და გამოწერილი მაქვს ონლაინ მაღაზიებიდან. მაშინ ამერიკაში ვიყავი და საკმაოდ რთული იყო დროის სხვაობის გათვალისწინებით მაღაზიებთან ურთიერთობა.
- რთული და დამღლელი იყო ეს პროცესი თქვენთვის? რა გაძლევდათ სტიმულს და ძალას ამ დროს?
- რა თქმა უნდა, მარტივი არ არის, თუმცა სიმართლე გითხრათ, პანდემიის პერიოდში ძალიან გავერთე ამ ბინის რემონტით. ზოგადად მიზანი იყო გამეკეთებინა ლამაზი ბინა, რომელიც იქნებოდა სახლი სახლიდან შორს, სადაც მე პირადად ხანგრძლივი დროით ყოფნის მიუხედავად, მაინც კომფორტულად ვიგრძნობდი თავს. ყველაფერი ჩემს კომფორტზე მოვირგე და ესთეტიურ სიამოვნებაზე გავთვალე.
- საკმაოდ კარგად გაქვთ ფერები შეხამებული. ამის გამოცდილება გქონდათ?
- ფერების არჩევა ყველაზე მეტად არ გამომდის. ამ დროს ვიწყებ გამორიცხვის მიხედვით არჩევას. ვიცოდი, რომ ლურჯი და ცისფერი არ მინდოდა. ჩემი აზრით, ეს ტრადიციული და შაბლონური ზღვის აპარტამენტების ინტერიერის ფერებია. გადავწყვიტე, ამერჩია მზისფერი და ფორთოხლისფერი, რასაც თეთრის ფონზე მწვანე მცენარეებით შევმოსავდი. ზედმეტად შესაბამისობა არ მინდოდა და ტერაცოს სტილის ფილები შევარჩიე აბაზანისთვის, ბეტონის ეფექტის ფილებთან ერთად.
მუდმივად ვითვალისწინებ იმ ფაქტორს, რომ ინტერიერი იყოს ზომიერად ტრენდული, ანუ ზედმეტად მოსაბეზრებელი არ იყოს, დროს გაუძლოს და რამდენიმე წელში არ მომბეზრდეს. ხოლო თუ მაინც მომბეზრდება, განახლება ადვილად გავაკეთო. მქონდეს ფერებით ლავირების საშუალება. მე პირადად მკვეთრი ფერების ყოველთვის მეშინია. თუ ადვილად შეცვლას ვერ შევძლებ, არ გამოვიყენებ საკუთარ საცხოვრებელ სახლში.
- ინეტრიერის დაგეგმვის დროს, რა იყო თქვენთვის პრიორიტეტული, უპირატესობა ფუნქციურ მხარეს მიანიჭეთ, თუ უფრო ესთეტიკურს, ვიზუალურს?
- ფართი არის 50 კვ.მ. აქედან 8 კვმ. აივანია. დარჩენილი ფართი ისე გავანაწილე ფუნქციურად, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ზღვის კურორტზე დასვენებისას. მაგალითად, აბაზანა და საძინებელი ვეცადე პატარა არ ყოფილიყო, ყოველდღიური სივრცე კი გამომეყო სამზარეულოდან სარკის დეტალით, როთაც მივიღე სასადილო ოთახი და ცალკე მოსასვენებელი პატარა სივრცე. სამზარეულოს ინტერიერი მინდოდა თბილი და მყუდრო ყოფილიყო, დილით ბათუმური ყავის გაკეთებას რომ მოგანდომებს. ანუ ფუნქციურიც მინდოდა ყოფილიყო და ვიზუალურადაც ლამაზი.
ვფიქრობ, ყველაფერი პრაქტიკული, ფუნქციური და ზომიერად ბიუჯეტურია. საბოლოდ 90% გამოვიდა ის, რაც მინდოდა. ზოგიერთი დეტალი, რაც ძალიან მინდოდა, ვერ ვიშოვე, მაგალითად, ძალიან მინდოდა აგურისფერი, ნარინჯისფერი, ბროწეულის ყვავილისფერი ფარდაგი, რაც ვერ ვიშოვე. მის მაგივრად კი სხვა ავარჩიე. საბოლოო ჯამში, ძალიან მიხარია, რომ ამდენ ადამიანს მოეწონა ჩემი ბინა, ასეთ გამოხმაურებას არ ველოდი.
მერი ბლიაძე