სააბაზანოს მოწყობის დროს დაშვებული შეცდომები, რომლებიც აუცილებლად უნდა გამოსწორდეს

წყალი ოდითგანვე ჯანმრთელობისა და სისუფთავის სიმბოლოდ არის მიჩნეული. სააბაზანო ის ადგილია, სადაც თავი მაქსიმალურად დაცულად და თავისუფლად უნდა ვიგრძნოთ. ამჯერად ვისაუბრებთ სააბაზანოს მოწყობის დროს დაშვებულ ისეთ შეცდომებზე, რომელმაც შესაძლოა საფრთხე შუქმნას ჩვენს ჯანმრთელობას.

ნიჟარა

ნიჟარის მონტჟის დროს აბაზანაში ხშირად იყენებენ რეზინის სარქველს, რათა ფილები ჰერმეტულად იყოს დაცული. დროთა განმავლობაში ეს რეზინი ყვითლდება და ფუნქციასაც კარგავს, ის წყალს აპარებს. იმისათვის, რომ აღნიშნული პრობლემა თავიდან აირიდოთ, ნიჟარა მაქსიმალურად უნდა მიაბჯინოთ კედელს. ამ შემთხვევაშა სივრცის ამოვსება შესაძლებელი იქნება ფილის ფერის სილიკონით, რაც ვიზუალურადაც
ეფექტურად გამოიყურება და დაცვასაც უზრუნველყლფს. საჭიროების შემთხვევაში კი მისი შეცვლა არანაირ სირთულესთან არ არის დაკავშირებული.

რელიეფური ფილები

რელიეფური და გლუვი ფილები კედელზე ლამაზად მხოლოდ მაღაზიაში, დახლზე გამოიყურება, როცა მას სააბაზანოში მიუჩენთ ადგილს, მისი ყველა ხიბლი წყალში ჩაიყრება. ასეთი ფილების დასუფთავება ძალიან ძნელია.

პრიალა ფილები იატაკზე

რაც შეეხება იატაკს, ამ შემთხვევაში კი პირიქით, რელიეფურ ფილებს გირჩევთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ტრავმატოლოგიურ საავადმყოფს თავს დიდი ალბათობით ვერ აარიდებთ.

ღია კომუნიკაციები

ბევრი ადამიანი მიიჩნევს, რომ უსაფრთხოების მიზნით უმჯობესია კომუნიკაციები ღიად დატოვონ, თუმა ეს არც ლამაზია და არც გამართლებული.

სპეციალურ მოწყობილობაზე უარის თქმა

თანამედროვე სამყაროში არსებობს ისეთი მოწყობილობები, რომელიც წინასწარ მოგცემთ სიგნალს იმის თაობაზე, რომ კომუნიკაციებთან დაკავშირებით პრობლემაა და წყალი საიდანღაც წვეტავ, ასე რომ, რემონტის დროს ამ მოწყობილობაზე უარის თქმა ნამდვილად რა ღირს.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები