მედიამკვლევარმა ლიზი სრესელმა სულ ახლახან დაასრულა ბინის რემონტი და მიღებული შედეგი ჯგუფ „რემონტის“ წევრებს გაუზიარა. ჯგუფში ბინის ინტერიერმა ბევრი აღაფრთოვანა და ჩვენი ყურადღებაც მიიპყრო. მეპატრონემ მშეძლო ფართის აბსოლუტური რეკონსტრუქცია და საერთო ჯამში, პროექტი ძალიან საინტერესო გამოვიდა.
- სხვათა შორის, ბავშვობიდან მიტაცებდა ინტერიერის დიზაინი და დღემდე მომყვება ინტერესი ამ სფეროსადმი. ამ ბინაში 15 წლის წინ ოჯახთან ერთად გადმოვედი საცხოვრებლად. ფართი დაახლოებით 200 კვადრატული იყო. წლების შემდეგ, ისე აღმოჩნდა, რომ მშობლები მარტო დარჩნენ ამ დიდ სივრცეში და გადავწყვიტეთ, ის ორ სრულფასოვან ბინად
გადაგვეკეთებინა.
სივრცის ორ ნაწილად გაყოფა, მარტივი ამოცანა არ გახლდათ, რადგან გასათვალისწინებელი იყო ბევრი დეტალი: დიდი ბინის და ზოგადად კორპუსის კონსტრუქცია, სველი წერტილები, სივრცის ფუნქციურად გაყოფა და ა.შ.
- რა იყო თქვენი პრიორიტეტები სივრცის მოწყობისას?
- ჩემთვის პირადად, სივრცის მოწყობისას დიდი მნიშვნელობა აქვს განათებას. ძალიან მიყვარს თბილი და კარგად გადანაწილებული განათებები. ზუსტად ისე გამოვიდა, როგორც ჩანაფიქრში მქონდა და ახლა მაქვს თბილი განათებების სხვადასხვა კომბინაცია.
მეორე მნიშვნელოვანი საკითხი იყო სამუშაო სივრცის მოწყობა. სამსახური მაძლევს სახლიდან მუშაობის შესაძლებლობას და დროის უმეტეს ნაწილს ვმუშაობ დისტანციურად. მარტივიცი არ ყოფილა ამ სივრცის ისე გამოყოფა, რომ საერთო სივრცე არ დარღვეულიყო. ამიტომ მივაგენი გამოსავალს - კარადაში განთავსდა მოძრავი მაგიდა, რომელსაც მაშინ ვიყენებ, როცა ვმუშაობ. სამუშაოს დასრულებისას ვკეცავ და მაგიდა აღარ ჩანს.
- დიზაინერის მომსახურებით ისარგებლეთ თუ თავად მოაწყეთ ყველაფერი?
- პროექტის სირთულიდან გამომდინარე, აუცილებელი იყო კომპეტენტური პირის აზრი. ამიტომ მოვიძიე არქიტექტორ-დიზაინერი, დავათვალიერებინე ბინა, გავუზიარე, თუ როგორ წარმომედგინა პროექტის განხორციელება. ჩემმა დიზაინერმა მომისმინა, მიიღო ჩემი შეკვეთა და მალევე მომიბრუნდა ნახაზით, რომელიც საკმაოდ განსხვავდებოდა ჩემი ჩანაფიქრისგან. მითხრა, თუ არ მომეწონებოდა მისი ვერსია, გაჰყვებოდა ჩემსას. თუმცა მივხვდი, რომ მისი ნამუშევარი ბევრად ჯობდა ჩემსას - პრაქტიკულობით, სამუშაოს მოცულობით და დანარხარჯებით.
როგორც უკვე ვახსენე, ყოველთვის მაინტერესებდა ინტერიერის დიზაინი და წლების განმავლობაში, მაშინაც კი, როცა ჯერ ეს პროექტი არც არსებობდა, ყოველთვის ვინახავდი ე.წ. Mood board-ებს. პრაქტიკულად, წინასწარ უკვე ვიცოდი როგორ ფერებში და რა ტონალობებში მინდოდა გადამეწყვიტა ჩემი სახლი. ეს ყველაფერი გავუზიარე დიზაინერს, რომელიც დამეხმარა, უკვე ჩემს სახლზე მოერგო ეს სურვილები.
- თქვენი გამოცდილებით, რატომ უნდა დაიქირაოს რემონტის დროს ადამიანმა დიაზინერი? რა მოულოდნელობებს, პრობლემებს და „სიურპრზებს“ იცილებ ამ დროს თავიდან?
- მე პირადად ბევრი რჩევა მივიღე და ყველა გავითვალისწინე. ძალიან რთულია ყველა დეტალის გათვალისწინება მაშინ, როცა არ გაქვს ამაში გამოცდილება და არ ხარ საქმის პროფესიონალი. ერთი საკითხია ვიზუალურად მოგწონდეს რაღაც და მეორე - პრაქტიკაში რამდენად გამოსადეგი და კომფორტული იქნება მოცემულობა. სჯობს თავიდანვე იყოს ყველა დეტალი გათვლილი, ვიდრე მერე მოგიწიოს გადაკეთება და ორმაგი შრომა, ან კიდევ უფრო უარესი - ვერ გამოასწორო შეცდომა.
- რა ფერებზე შეაჩერეთ აქცენტი და რატომ ეს ფერები?
- ჩემი ინტერიერი არის ღია და ღია პასტელურ ფერებში. ზოგადად მიყვარს ასეთი ფერები, განსაკუთრებით კი ინტერიერში. შეიძლება ვინმესთვის ეს მოსაწყენი ფერები იყოს, თუმცა ღია ფერის კედლები გაძლევს შესაძლებლობას, სხვადასხვა დეტალით გაახალისო, თუ მოგბეზრდება, შეცვალო.
- როგორ ფიქრობთ თქვენს ბინაში რა არის ყველაზე თვალსაჩინო? რა მოგწონთ ყველაზე მეტად?
ყველაზე მეტად ალბათ მისაღები, იგივე სტუდიო მომწონს. განათებები ზუსტად ისეა განაწილებული, როგორც მინდოდა. პატარა სამზარეულოს სივრცეა, რაც ჩემთვის სრულიად საკმარისია და რაც მთავარია, ადგილი, მეგობრების, სტუმრების მისაღებად. სივრცე საკმაოდ მყუდრო და პრაქტიკული გამოვიდა.
მერი ბლიაძე

კომენტარები