სახლის გარე ფასადის მოპირკეთების ვარიანტები

სახლის ფასადის გაფორმება არანაკლებ მნიშვნელოვანი ეტაპია, ვიდრე ინტერიერის მოწყობა.
ფასადის ყველაზე პოპულარულ ვარიანტებს შორისაა სხვადასხვა სახის ხის პანელები, გალესვა ან აგური.

ყველაზე გავრცელებული და ხელმისაწვდომი ვარიანტი სახლის გალესვა ან აგურით მოპირკეთებაა.

არსებობს კერამოგრანიტი და ქვაც, თუმცა ეს შედარებით ძვირი ჯდება, სამაგიეროდ სოლიდურად გამოიყურება.
მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ ნებისმიერი ტიპის ფასადის მონტაჟამდე ჯერ დამათბობლები უნდა გამოიყენოთ, თუ გნებავთ, რომ უზრუნველყოთ სითბო.

სახლის გარე ფასადის მოპირკეთების ერთ-ერთი მისაღები და ხელმისაწვდომი ვარიანტია ხე, რომელიც ძალიან უხდება ქანთრის და ეკო სტილს. მსგავსი ტიპის სახლები ძირითადად
ქალაქგარეთ გვხვდება.



რაც შეეხება გარე ფასადის გალესვას, ეს ყველაზე გავრცელებული და იაფი საშუალებაა. ლესვაც შესაძლოა იყოს დეკორატიული და მინერალური. მინერალური ლესვის დროს გამოიყენება ცემენტი. არის კიდევ აკრილის, სილიკონის.




არსებობს კიდევ საიდინგი, რომელიც გულისხმობს პანელებით მოპირკეთებას. პანელები შესაძლოა იყოს ალუმინის, ხის ან სხვა მასალის. გარე პანელებსა და ფასადის კარკასს შორის მონტაჟდება თერმოპანელები.

ყველაზე ძვირი აგურია, რომელიც უკვე ძალიან დიდი ხანია გამოიყენება და ეფექტურიც არის.




კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები