თუ ცივი ზამთრის პერიოდში გათბობის სისტემაში წყალი გაიყინა, სახლის ან ბინის ყველა მკვიდრის ცხოვრება ჯოჯოხეთად იქცევა. ამ პრობლემის მოგვარება კი ხშირ შემთხვევაში დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული.
ამ სტატიაში განვიხილავთ პრობლემის ძირითად გამომწვევ მიზეზებს, გასწავლით, თუ როგორ შეიძლება მათთან გამკლავება დიდი ფინანსური დანაკარგების გარეშე და საერთოდ, შესაძლებელია თუ არა ამ პრობლემის თავიდან აცილება.
გაყინვის ძირითადი მიზეზები:
მილების გაყინვა ყველაზე ხშირად აგარაკებსა და კოტეჯებში ხდება, რომელთა კედლები არ არის სათანადოდ იზოლირებული. ან მაშინ, როცა გათბობის ქვაბი და მილები აივანზეა დამონტაჟებული და არასათანადოდ
პრობლემა შეიძლება გამოიწვიოს:
1. სერვისის მომწოდებელი კომპანიის გაუმართაობამ, როდესაც გაზი საკმარისი წნევით არ მოეწოდება სისტემას, მას უჭირს ძლიერ ყინვასთან გამკლავება.
2. გათბობის სისტემის გაფუჭებამ. გაზის მილები ზოგიერთ ქალაქსა თუ უბანში წლების განმავლობაში არ შეცვლილა, ამიტომაც მილის დიამეტრის მნიშვნელოვანი შევიწროება იწვევს ტეპერატურის ვარდნას, ხოლო თბოიზოლაციის დარღვევა კი ყინულის კრისტალების გაჩენას.
3. ამინდის მოულოდნელმა გაუარესებამ. მოულოდნელად ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად დაეცა, ამაში დამნაშავე არავინაა. მილები ვერ უძლებენ ძლიერ ყინვას და შესაბამისად, ვდგებით დიდი პრობლემის წინაშე.
ჩვენ გასწავლით 2 მარტივ ხრიკს, თუ როგორ ავიცილოთ თავიდან ეს პრობლემა:
მდუღარე წყალი
გაყინულ მილს, პრობლემურ ადგილზე შემოახვიეთ ნაჭრის რამდენიმე ფენა.
განაგრძეთ კითხვა