წყვილმა რემონტს მთელი დანაზოგი დაახარჯა და ძალიან კმაყოფილია, თუმცა ამ სახლში ბევრი ვერ გაჩერდება

ამ წყვილს ძალიან უნდოდა, რომ სახლის ინტერიერსაც კი გადმოეცა მათი პიროვნული შტრიხები, მათი ინდივიდუალიზმი. ვფიქრობთ, მათ ეს ძალიან კარგად გამოუვიდათ, თუმცა სხვას რამდენად მოეწონება, ეს ცალკე საკითხია.
ყველა წყვილს ხომ თავისი ოცნების სახლი აქვს. ჰოდა, ბრიტანელი წყვილი, ვრონსი და კრისი სწორედ ასეთ ფერად სახლზე ოცნებობდა. ისინი ამბობენ, რომ დღეს ასე მოდური თეთრი და კრემისფერი მათთვის ძალიან მოსაწყენია. ამ სახლის დიზაინი მათ, არც მეტი, არც ნაკლები... 220 ათასი ფუნი სტერლინგი დაუჯდათ.

- სახლი ჩვეულებრივი იყო, თეთრი, კრემისფერი, არანაირი აქცენტი დიზაინზე, - იხსენებს წყვილი, - რაც
ჩვენ არ გვაწყობდა. ჩვენ დიდი ხანი ვაგროვებდით რემონტის ფულს, ისეთი სახლი გვინდოდა, რომ ჩვენთან მოსვლა ყველას ძალიან გახარებოდა. ერთი სიტყვით, უნდა შეგვექმნა იდეალური ადგილი, სადაც თავს ბედნიერად ვგრძნობდით.




სახლის გადაკეთებას წელიწად-ნახევარი დასჭირდა. საუბარია თითქმის კოლოსალურ თანხებზე. ნივთებიდან ზოგი აუქციონზე შეიძინეს, ზოგი - ინტერნეტით, ზოგიც შეკვეთით დაამზადებინეს, ზოგი სულაც საკუთარი ხელით დაამზადეს.
მისაღებ ოთახში სასადილო მაგიდის ნაცვლად მინი-ბარი გააკეთეს. "პანდემიის დროს დავრწმუნდით, რომ ეს გენიალური გადაწყვეტილება იყო".

სახლი არის ძალიან ფერადი და ხასხასა. ეს ეხება საძინებლებს და აბაზანასაც კი. შესასვლელიც ორიგინალურია და პირველი, რაც სტუმრებს თვალში ხვდებათ, ფარშავანგია. 

- დიახ, - ამბობს წყვილი, - ჩვენი სახლი ყველას არ მოსწონს, მაგრამ ის ყველასთვის არც არის, მთავარია, რომ ჩვენ და ჩვენს მეგობრებს მოსწონთ. ჩვენ გვინდოდა, რომ ჩვენს საცხოვრებელ ადგილს ხაზი გაესვა ჩვენი ინდივიდუალობისთვის და ვფიქრობთ, ეს გამოგვივიდა.

კომენტარები

iana 2022-12-01 14:13
მშვენიერი სახლი გაუფუჭებიათ
alamaria 2022-11-30 09:37
უგემოვნების პიკი

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები