ბებიის სახლი, როგორც წესი, ნიშნავს ძველ, გასარემონტებელ სახლს, რომელშიც თანამედროვე ოჯახებს ცხოვრების სურვილი არ აქვთ. მოდით ვნახოთ, როგორ შეიძლება ამ პრობლემის მარტივად და ზედმეტი დანახარჯების გარეშე მოგვარება.
გარდა იმისა, რომ აუცილებლად იქნება შესაცვლელი იატაკი საფარი სამზარეულოში (გირჩევთ ლინოლეუმი კერამოგრანიტის და კერამიკული ფილებით ჩაანაცვლოთ, განახლება დასჭირდება საძინებელს, და სამზარეულოსაც.
საძინებლის განახლება შესაძლებელია ტექსტილის განახლებით, თუ საწოლსაც შეცვლით ხომ მთლად უკეთესი. ფარდები, დეკორატიული გადასაფარებელი, ახალი თეთრეული და ახალი საძინებელიც მზად არის.
რაც შეეხება სამზარეულოს, თუ გაქვთ ტექნიკის განახლების საშუალება, ხომ კარგი. თუ
რაც შეეხება შემოსასვლელს, დიზაინერები ერთხმად გირჩევენ, რომ აუცილებლად ღია ფერებში გააკეთოთ. მოაშორეთ ზედმეტი ავეჯი, მიეცით საშუალება სივრცეს, ისუნთქოს. პატარა საკიდი აბსოლუტურად საკმარისის იქნება, შეზღუდულ სივრცეში ბევრი კარადა არცთუ კარგი გადაწყვეტილებაა.
ძველებური სახლების უმეტესობას აქვს ლოჯია, რომელიც, როგორც წესი, ძველმანი ნივთებით არის ხოლმე სავსე. მოაშორეთ ყველაფერი უვარგისი და ეცადეთ ეს ადგილი მოსასვენებელ ზონად აქციოთ. სველი წერტილის განახლება ადვილი საქმე რომ არის, არის ყველამ კარგად ვიცით, თუ მოახერხებთ და შეცვლით ონკანს და უნიტაზს მაინც, შელახულ ფილებს კი ახლით ჩაანაცვლებთ, სულ სხვა აბაზანას მიიღებთ.