ძველი ფაბრიკა-ქარხნები, რომელიც საცხოვრებელ სახლებად გადააქციეს და გარდასახეს

სამყაროში მარადიული არაფერი რომ არის, ყველამ კარგად ვიცით. 100 წლის წინ ქალაქები ფაბრიკა-ქარხნებს თუ საჭიროებდა, იქნებოდა ეს მაგალითად შლაპების ქარხანა თუ მარაოების, დღეს ამის საჭიროება აღარ არის, ასეთი ქარხნები მიგდებულია, არავინ არაფერში იყენებს, თუმცა, არსებობენ ადამიანები, რომელთაც აქვთ ფანტაზია და შესაძლებლობა, რომ ძველ შენობას მეორე სიცოცხლე აჩუქონ.

სახლი-ოფისი ძველი ავიაქარხნის ტერიტორიაზე (ლონდონი)



ეს ქარხანა მეორე მსოფლიო ომის დროს აქტიურად მუშაობდა, თუმცა მე-20 საუკუნის დასაწყისში დაიხურა. დღესდღეობით კი აქ სახლი-ოფისი მდებარეობს და საკმაოდ შთამბეჭდავადაც გამოიყურება.

შლაპების ქარხანა (ბერლინი)



ეს შენობა 1903
წელს აშენდა და მასში შლაპების ფაბრიკა იყო, თუმცა ფუნქცია დიდი ხანია დაკარგა და ნაწილ-ნაწილ გაიყიდა. ერთ-ერთმა ახალმა მესაკუთრემ გონივრულად გადააკეთა მისი კუთვნილი ფართი საცხოვრებელ სახლად. ეს სახლი შენობის ბოლო სართულზე მდებარეობს და სახლის პატრონი მაქსიმალურად ეცადა შეენარჩუნებინა ყოფილი ორიგინალური სტილი.

ჯინის ქარხანა (ლონდონი)



ამ ქალაქში უძრავი ქონების ფასიდან გამომდინარე მიხვდებით, რატომ იყენებენ თითოეულ კვადრატულ მეტრს ასეთი სიფრთხილით და ცდილობენ ის მაქსიმალურად მოარგონ თანამედროვე სამყაროს. ჯონის ეს ქარხანა ლონდონში ავარიული შენობა გახლდათ, თუმცა არქიტექტორმა წყვილმა აქ ყველაფერი თავიდან გააკეთა, კონსტრუქციის ჩათვლით და საბოლოოდ საოცარი შედეგიც მიიღო.

თანამედროვე რეზიდენცია ძველ ფაბრიკაში (სიდნეი)



შთამბეჭდავი ფორმა და ნაცრისფერი აგური არ უშლის ხელს იმას, რომ კედლის მიღმა თანამედროვე რეზიდენცია აღმოაჩინოთ. ძველი შენობა, ყოფილი ფაბრიკა, ფართით 280 კვ.მ., ნიჭიერი არქიტექტორების წყალობით მშვენიერ რეზიდენციად იქცა.

ვეებერთელა რეზიდენცია ძველი ფაბრიკის შენობაში (ნიუ იორკი)



ეს ფაბრიკა ვესტ ჩელსიში მდებარეობდა, ხელოვნების რაიონში, ნიუ იორკში, რომელიც ამჟამად საოცარ საცხოვრებელ სახლად გადაკეთდა.

პენტჰაუი ელექტრომაგნიტური ქარხნის ნაცვლად  (ბრიუსელი)



ბრიუსელის უძრავი ქონების ერთ-ერთ სააგენტოს დიდი ძალისხმევა დასჭირდა საიმისოდ, რომ ყოფილი ელექტრომაგნიტური ქარხნის ტერიტორია, რომლის დიდი ნაწილიც სხვენი გახლდათ, საოცარ პენტჰაუსად ექცია.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები