წარმოუდგენელია, მაგრამ ერთ დროს ძველი ბეღელი, თანამედროვე სახლად გარდაქმნეს

ძველი შენობა-ნაგებობების განახლება აღარავის უკვირს, მით უმეტეს, თუ ამას პროფესიონალები აკეთებენ. მაგრამ არასაცხოვრებელი ფართის, ძველი მასალებით აშენებულის, საცხოვრებელ სახლად ტრანსფორმაცია კიდევ უფრო სხვა რამაა. ამ შემთხვევაში თითოეული ელემენტი პრაქტიკულად ნარჩენებისგან არის გაკეთებული. ეს ბეღელი მე-19 საუკუნის ნაგებობაა, რომელიც არქიტექტორმა როლფ ბრუგინკმა მშვენიერ სახლ-სტუდიად აქცია და თავადვე დასახლდა.




ძველი, ომს გადარჩენილი შენობები განსაკუთრებულ არქიტექტურულ ფასეულობას წარმოადგენს, მაშინაც კი, თუ ეს შენობა ძველად არა საცხოვრებელი სახლი, არამედ საჯინიბო ან ბეღელი იყო. ეს ძველი ფაცხა უტრეხტში მდებარეობდა, მალიბანის რაიონში, რომელიც 1895 წელს აშენდა და
50 კვ.მ. ფართს მოიცავს. გვერდით კი საოფისე შენობა იყო 200 კვ.მ. , რომელიც ძველ ნაგებობას 1950 წელს მიუშენეს.
ბუნებით ხელოვანმა არქიტექტორმა შეიძინა ეს ძველი შენობა და გადაწყვიტა, მისთვის ახალი სული შთაებერა.



მით უმეტეს, რომ როლფ ბრუგინკს სპეციალური ოფისიც კი ჰქონდა გახსნილი ძველი ავეჯისა და ნივთების რესტავრაციის მიზნით.
პროექტის პირველი ნაბიჯი ძველი შენობის დემონტაჟი იყო. ეს დანგრეული შენობა და მასალები გახდა ახალი ობიექტის გაფორმების ინსპირაცია. აღსანიშნავია 1-სართულიანი სახლის ორგანიზება, თან მაშინ, როდესაც სივრცე მხოლოდ 50 კვ.მ.-ია.




შენობის შუა ზონაში არის მოდულის კონსტრუქცია, რომელიც არანაირად არ არის დაკავშირებული ბეღლის კორპუსთან, თუმცა მასზე ძალიან დიდი დატვირთვა მოდის. ეს არის ორდონიანი სივრცე, რომლის პირველ დონეზე არის სამზარეულო, საშხაპე და საპირფარეშო.


სახლის ცენტრში სკულპტურული კონსტრუქციის შექმნით მოხერხდა სამი დამოუკიდებელი სივრცის შექმნა. ერთ-ერთი მათგანი ერთდროულად გამყოფ და დამაკავშირებელ ელემენტად იქცა, რადგან მისი ერთ-ერთი კედელი კიბის ფუნქციას ასრულებს, რომელიც მესამე ზონაში გადის, ეს ზონა სახურავის ქვეშ მდებარეობს. კიდევ ერთო მოდულის დამატება ჭერის სიმაღლის (5,5.მ) ხარჯზე მოხერხდა. ჭერს ქვემოთ დაკიდებულ მოდულში განთავსებულია საძინებელი, აბაზანა, დიდი სამუშაო ზონა და გარდერობის ოთახი.


როგორც უკვე აღვნიშნეთ, სახლის მოსაპირკეთებლად გამოიყენეს დანგრეული შენობის ელემენტები, რადიატორები, კარ-ფანჯარა და ა.შ. ასე რომ, პროექტის მთავარი არსი იმაში მდგომარეობს, რომ ძირითადი ელემენტები რესტავრაციის, აღდგენის ხარჯზე გაკეთდა.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები