რომელია საუკეთესო იატაკი სამზარეულოსთვის


სამზარეულო ის ადგილია, სადაც ადამიანები სახლში ყოფნისას დროის უმეტეს ნაწილს ატარებენ. აქ აკეთებენ სადილებს, მიირთმევენ - ერთი სიტყვით, სახლის ამ ზონაზე ძალიან დიდი დატვირთვა მოდის, ამიტომ იატაკი უნდა იყოს მაქსიმალურად გამძლე და პრაქტიკული.

დიზაინერები ერთხმად გვირჩევენ სახლის ამ ზონისთვის კერამოგრანიტის გამოყენებას. ის ადვილად იწმინდება და ირეცხება. თან, თანამედროვე ბაზარზე ძალიან ბევრი დიზაინია წარმოდგენილი. ეს მასალა ერთი შეხედვით შესაძლოა ცივად მოგეჩვენოთ, თუმცა სასურველი დიზაინის შერჩევის შემთხვევაში` შესაძლებელია ეს პრობლემა მოგვარდეს. 

კერამოგრანიტის შერჩევის შემთხვევაში მაინც არის გასათვალისწინებელი რამდენიმე ფაქტორი, ერთი ის, რომ
ეს მასალა გარკვეულწილად მაინც ცივია, საჭიროებს ფრთხილ და აკურატულ მონტაჟს, შესაძლოა სრიალებდეს, თუმცა ზედმეტად გლუვი და ხაოიანი ზედაპირი საკმაოდ რთული მოსავლელია.


შესაძლოა გამოიყენოთ მოზაიკური წყობა და ასე ის ბევრად საინტერესო გახადოთ ვიზუალური თვალსაზრისით. აქტუალურია ასევე საინჟინრო დაფა. ის იძლევა საშუალებას ჰარმონიულად გაერთიანდეს ერთმანეთთან სამუშაო და სასადილო ზონა.

 რის გაკეთებასაც დიზაინერები არ გვირჩევენ სამზარეულოში ეს პარკეტია. ეს მასალა ძალიან მგრძნობიარეა და ადვილად ზიანდება.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები