ცნობილმა სპორტსმენმა ძველებური ნაგებობის საშინელი სარდაფი ოცნების სახლად აქცია

თურმე ცნობილი სნოუბორდისტი დიდი ბრიტანეთიდან, 3-გზის რეკორდსმენი, ჯეიმი ბაროუ, ძველი შენობების რეკონსტრუქციით არის დაკავებული.

ეს ენთუზიასტი ადამიანი იმდენად გაიტაცა გარდასახვამ, რომ გადაწყვიტა, მშობლიურ ქალაქ ბატში ერთ-ერთი მიგდებული სარდაფი საოცნებო სივრცედ ექცია.


უძრავი ქონების შესყიდვის დროს ხალხი ისეთ სახლს ეძებს, რომელშიც ან შევა და მაშინვე დასახლდება, ან კიდევ რეკონსტრუქციის მორევში გადაეშვება.

ჯეიმი ბაროუმ გადაწყვიტა ტრანსფორმაციით დაკავებულიყო და 1768 წელს აშენებული შენობის სარდაფს დაადგა თვალი. მიუხედავად შემზარავი სურათისა, სპორტსმენი არ შეუშინდა გამოწვევას და დაუზარლად შეუდგა საქმეს.
აღსანიშნავია, რომ შენობის სარდაფთან წვდომა არავის
ჰქონდა, რადგან იგი ავარიული იყო.


ეს ადგილი იმდენად შემზარავად გამოიყურებოდა, რომ მისი რეალური ზომების აღქმა წარმოუდგენელი იყო. საქმეს ის მომენტი ართულებდა, რომ შენობა დიდი ბრიტანეთის ძეგლთა დაცვის სიაში შედიოდა. ისტორიული ობიექტი გახლდათ, რაც იმას ნიშნავდა, რომ ამ ობიექტისთვის არაფრის შეცვლა არ შეიძლებოდა, მხოლოდ აღდგენა.


სპორტსმენს ჩანაფიქრის სისრულეში მოსაყვანად 3 წელი დასჭირდა. ერთი წელი მხოლოდ იმისთვის დასჭირდა, რომ შენობის ყველა მკვიდრის თანხმობა მოეპოვებინა.

საბოლოოდ გადაწყდა, რომ ენთუზიასტს შეეძლო დაეწყო რეკონსტრუქცია, თუმცა უნდა შეენარჩუნებინა ობიექტის იერსახე. სწორედ ამ მიზეზით ზოგიერთ ნაწილში შენარჩუნდა შედარებით დაბალი ჭერი, რომელიც ინტერიერს განსაკუთრებულ ხიბლს ანიჭებს.


იმის გათვალისწინებით, რომ სარდაფი საცხოვრებელ სახლად გადაკეთდა და საჭიროებდა საკმარის განათებას, ყველაფერი თეთრად შეიღება. მოთხოვნა იყო, რომ მასალებიც ბუნებრივი უნდა ყოფილიყო.

ფანჯრებსაც ვერ შეეხებოდნენ, ყველაფერი ისე უნდა დარჩენილიყო, როგორც იყო - საკმაოდ დაბალი, პირდაპირ ტროტუარზე გამავალი ფანჯრები. განათების პრობლემა უფრო სახლის შუაგულში იყო, სადაც დღის სინათლე ვერ აღწევდა. მიუხედავად სირთულეებისა, შედეგ მართლაც საოცარი გამოვიდა, რასაც, როგორ უკვე აღვნიშნეთ, დასჭირდა 3 წელი და 175 ათასი დოლარი.


კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები