მერლონსი: ყველაფერი, რაც სააბაზანოს მოსაწყობად გჭირდებათ


როდესაც საქმე ინტერიერის დიზაინს ეხება, სამწუხაროდ, ხშირად არჩევანის წინაშე ვდგებით - ფუნქციური სივრცე გვინდა თუ ესთეტიკურად მიმზიდველი. ამ ორ კრიტერიუმს შორის არჩევანის გაკეთება საკმაოდ რთულია, როდესაც საქმე სახლის ისეთ ნაწილს ეხება როგორიც სამზარეულო და სააბაზანოა, რადგან ამ შემთხვევაში სივრცის ფუნქციურ ნაწილზე თვალს ვერ დავხუჭავთ. თუ თქვენც ასეთი არჩევანის წინაშე დგახართ და დროშიც შეზღუდული ხართ, ამ ბლოგში გაგაცნობთ მერლონსს, კომპანიას, რომელიც პროდუქციისა და სერვისების ფართო ასორტიმენტს გთავაზობთ და კომფორტს, ფუნქციურობასა და ესთეტიკას აერთიანებს.

მერლონსის შესახებ
მერლონსი ქართულ ბაზარზე 2011 წელს გამოჩნ
და და აბაზანისა და სამზარეულოს დიზაინის სფეროში მალევე გახდა საიმედოობისა და ინოვაციურობის ერთგვარი სინონიმი. კომპანიის საქმიანობა ეფუძნება სააბაზანო და სამზარეულო სივრცეების მასალების პროდუქციის იმპორტსა და დისტრიბუციას საქართველოში. იგი „შარმი ჯგუფის“ მიერ დაარსდა და მალევე პირველი საერთაშორისო ბრენდის VitrA-ს ექსკლუზივი მოიპოვა. 2012 წელს კი გაიხსნა VitrA-ს ბრენდული შოურუმები თბილისსა და ბათუმში.

თანამედროვე შოურუმებითა და ენერგიული საპროექტო გაყიდვების გუნდით VitrA Georgia-მ მალევე მოიპოვა მომხმარებლის ნდობა, როგორც კერძო ასევე კორპორატიული პროექტებისთვის. კომპანიას მომარაგებული აქვს არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი საქართველოს მასშტაბით, ისეთები როგორებიცაა: Moxy Marriott Tbilisi, Radisson Tbilisi, Rixos Borjomi, Holiday inn Telavi, Mcdonald’s, KFC, Best Western Kutaisi, Best western Batumi, Ibis Styles, Grand Gloria Batumi, ჰოსტელი ფაბრიკა, გაგუას კლინიკა, შატო ართ ვაინი ართანა, საქართველოს ბანკი, აეროპორტები, იუსტიციის სახლები და ა.შ.

წარმატებით ინსპირირებულმა გუნდმა 2020 წლიდან დაიწყო მასშტაბების ზრდაზე ზრუნვა და ისეთი ბრენდების მოძიება, რომლებიც ბაზარზე არ იყო წარმოდგენილი. მათი მომხმარებლებისა და წარმატებული დიზაინერების გამოკითხვის შედეგად მიღებული რეკომენდაციებით, უკვე უწყვეტ რეჟიმში ხდება ახალი, განსხვავებული და ტექნოლოგიური ბრენდების პროდუქტების შერჩევა და მიწოდება ბაზარზე.

რატომ მერლონსი?
სახელწოდება „მერლონსი“ შთაგონებულია ისტორიული ციხე-სიმაგრეებისგან, რომელთა მეშვეობითაც მცველები ციხეებს იცავდნენ. ამ ისტორიული კონცეფციის შთაგონებით, მერლონსის დამფუძნებლები ცდილობდნენ შეექმნათ ბრენდი, რომელიც დღევანდელ მუდმივად ცვალებად სამყაროში საიმედოობას განასახიერებს.

იმის გათვალისწინებით, რომ თანამედროვე მომხმარებლებს სურთ პროდუქტები და სერვისები, რომლებიც დროის გამოცდას გაუძლებს, მერლონსი მკაფიო მისიით დაარსდა: შეიქმნას ბრენდი, რომელიც უზრუნველყოფს ურყევ ხარისხს, არქიტექტურულ და დიზაინერულ ინოვაციებსა და მომხმარებელთა კმაყოფილებას. უახლესი ტექნოლოგიების, მდგრადი პრაქტიკისა და შრომისმოყვარე ნიჭიერ კადრებში ინვესტიციით, კომპანია ახერხებს, რომ მომხმარებლებს პროდუქტებისა და სერვისების საინტერესო ასორტიმენტი შესთავაზოს, რომელიც მრავალფეროვან საჭიროებებსა და სურვილებს აკმაყოფილებს.

რას გთავაზობთ მერლონსი?
უნდა ვთქვათ ისიც, რომ მერლონსი არა მხოლოდ პროდუქციის ფართო ასორტიმენტს, არამედ სერვისების მრავალფეროვნებასაც გთავაზობთ:

მიტანის სერვისი - მერლონსი გთავაზობთ უფასო მიტანის სერვისს თბილისსა და ბათუმში, რაც თქვენს კომფორტს უზრუნველყოფს. რეგიონებში მცხოვრებთათვის კი ხელმისაწვდომია ფასიანი მიწოდების სერვისი, რომელიც ინდივიდუალურ საჭიროებებზეა მორგებული.

ატანის სერვისი - გარდა სტანდარტული მიტანის სერვისისა, მერლონსი სახლში ატანის სერვისსაც გთავაზობთ. თანხა პროდუქციისა და სართულების გათვალისწინებით განისაზღვრება, თუმცა თუ ამ სერვისით აპირებთ სარგებლობას, გაითვალისწინეთ, რომ აუცილებელი პირობაა თქვენს სახლთან იყოს საპარკინგე ადგილი.

მონტაჟის სერვისი - მერლონს არა მხოლოდ სახლის კარამდე მოგიტანთ შეძენილ პროდუქციას, არამედ თქვენი სურვილის მიხედვით, მათ დამონტაჟებაში მაღალკვალიფიციური ხელოსანთა გუნდიც დაგეხმარებათ.

განვადება - კომპანია თანამშრომლობს წამყვან ფინანსურ ინსტიტუტებთან და განვადების შესაძლებლობასაც გთავაზობთ.

საგარანტიო მომსახურება - მერლონსი ხარისხის გარანტიასაც იძლევა და გთავაზობთ საგარანტიო მომსახურებას მწარმოებლის მიერ დადგენილი პირობებით. იქნება ეს კერამიკა, პლასტმასის ნაწარმი, მეტალის აქსესუარები თუ აკრილის აბაზანები, მომხმარებლები სარგებლობენ საგარანტიო პერიოდებით, რომლებიც განსხვავდება პროდუქტის ჯგუფებისა და გამოყენებული მასალების მიხედვით.

დიდი ფილების ჭრის სერვისი - უახლესი იტალიური „პრუსიანი“-ს ბრენდის 5 ღერძიანი CNC მანქანის დახმარებით მერლონსი დიდი ფილების დაჭრის სერვისსაც გთავაზობთ.


როდესაც რემონტსა და ინტერიერის დიზაინს ეხება საქმე და დროისა და ენერგიის დაზოგვაც გვინდა, ყველაზე ოპტიმალური გამოსავალია ვიპოვოთ კომპანია, რომელიც პროდუქტებისა და სერვისების ფართო ასორტიმენტს გვთავაზობს. საბედნიეროდ, ქართულ ბაზარზე უკვე არსებობს ასეთი სერვისი მერლონსის სახით და თუ ჯერ კიდევ ფიქრის პროცესში ხართ, თუ ვის ანდოთ თქვენი სააბაზანოსა და სამზარეულოს რემონტი, ვიმედოვნებთ, ეს ბლოგი აღმოჩნდება თქვენი კითხვის პასუხი.
R

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები