შეყვარებულმა წყვილმა, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ცდილობდა საზღვარგარეთ, ცხივრების აწყობას, გადაწყვიტა დაეტოვებინა ყველაფერი და დაბრუნებულიყო ახალ ზელანდიაში, საკუთარ სამშობლოში. ევროპის დიდ ქალაქებში ნებისმიერ საქმეს ეჭიდებოდნენ იმისთვის, რომ ბინის ქირა გადაეხადათ. წყვილის ოცნება პატარა სახლის აშენება იყო ქალაქგარეთ, რაც საშუალებას მისცემდა შორს ყოფილიყვნენ ხალხით და მანქანებით გადაჭედილი ხმაურიანი ქუჩებისგან. სწორედ ამ იდეის განხორციელება მოახერხეს სამშობლოში და დიდი ენთუზიაზმით შეუდგნენ მუშაობას.
პატარა ქალაქების მაცხოვრებლები უკეთესი ცხოვრების პირობებისა და მომავლის პერსპექტივის საძიებლად მიდიან დიდ ქალაქებსა და დედაქალაქებში, რაც სავსებით ბუნებრივია, როცა ღირსეული ცხოვრების
სხვა შესაძლებლობა არ არსებობს. ზუსტად ეს გზა გაიარეს ქეითმა და ბენუამ, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდნენ უცხო ქვეყანაში, სანამ არ გადაწყვიტეს დაბრუნებულიყვნენ მშობლიურ მხარეში, ახალ ზელანდიაში. იმის გათვალისწინებით, რომ აქ მათ ჰქონდათ საცხოვრებელი ადგილი და ქირის გადახდა აღარ მოუწევდათ, ახალგაზრდებმა გადაწყვიტეს აეხდინათ ოცნება და საკუთარი ხელით აეშენებინათ პატარა სახლი.
მათ სურდათ აეშენებინათ ის, რაზეც ოცნებობდნენ და არ აპირებდნენ მზა მოდელების ტრანსფორმაციაში ფულის დახარჯვას. ამასთან, ენთუზიაზმით სავსე დუეტი მალე მიხვდა, რომ მზა, თუნდაც პაწაწინა სახლის შესაძენად ფნანსურად მზად არ იყვნენ. ახალგაზრდებმა პროექტის განსახორციელებლად ქეითის ძმა, იუკი დაიხმარეს, რომელიც სამუშაო გამოცდილების მქონე მშენებელი იყო.
სწორედ ის დაეხმარა წყვილს პროექტის შემუშავებაში, ძირითადი ოპერაციების განხორციელებაში და სამშენებლო მასალების შეძენაში, ასევე განუმარტა ბევრი სხვა ნიუანსი და ხრიკი, რომელთა შესახებ წყვილმა არც კი იცოდა. ქეითის მშობლებს დიდი მიწის ნაკვეთი ჰქონდათ და ტერიტორია სიხარულით დაუთმეს ახალგაზრდებს.
აღსანიშნავია, რომ თავიდან ენთუზიასტები გაუქმებული სატვირთო კონტეინერის გამოყენებას ცდილობდნენ, მაგრამ ყველა რისკისა და ხარჯის გაანგარიშების შემდეგ, ისინი ხის კონსტრუქციის აშენებაზე შეჯერდნენ. შედეგად მიიღეს კომბინირებული ექსტერიერი - ინდუსტრიულ-რუსტიკული სტილი.
გადაწყდა, რომ გაეკეთებინათ კარაკასი ზომით 7-3 მეტრზე, 0,5 მ-ით გამოწეული იარუსით, სადაც იგეგმებოდა საძინებლის მოწყობა.
უკეი მეოცნებეებს სხვადასხვა ხელსაწყოთი და მოწყობილობით ამარაგებდა მშენებლობის პროცესის დასაჩქარებლად, თუმცა წყვილს უნდა ესწავლა მათი დამოუკიდებლად და სწორად გამოყენება.
ექსტერიერის მოწყობის შემდეგ ქეითმა და ბენუამ დაიწყეს შიდა სივრცის ორგანიზება, რომელიც უნდა ყოფილიყო ფუნქციონალური და ფართო. იმის გათვალისწინებით, რომ წყვილი უპირატესობას სახლში მომზადებულ საკვებს ანიჭებდა, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამზარეულოს ზონის მოწყობას.
საკმაოდ დიდი და მოხერხებული გამოვიდა აბაზანაც.
იმისათვის, რომ საშხაპედან ორთქლი არ გაფანტულიყო მთელ სივრცეში და არ შეექმნა პრობლემები კონდენსაციასთან და ობთან დაკავშირებით, ახალგაზრდებმა დაამონტაჟეს საშხაპე დახურული ჭერით, საიდანაც ტენიანობა გამონაბოლქვი სისტემის გამოყენებით პირდაპირ ქუჩაში გადის. ასეთი წინდახედულობის წყალობით შესაძლებელი გახდა აბაზანაში არა მხოლოდ საჭირო ნივთებისა და სანტექნიკის დამონტაჟება, არამედ... გასახდელის მოწყობაც.
გარდა გარდერობისა, დამონტაჟდა სარეცხი მანქანაც. ის იმალება ნიშაში, რომლის ზედა ნაწილი გადაკეთებულია კარადად თაროებით, სადაც ინახება თეთრეული ან პირადი ნივთები. ვინაიდან საცხოვრებელი ფართი ძალიან პატარაა, ვერტიკალური ადგილები მაქსიმალურად იქნა გამოყენებული, ამიტომაც ახალი მფლობელები აბაზანას ხუმრობით თავიანთ გალერეას უწოდებენ.
სიმაღლიდან გამომდინარე, შესაძლებელი გახდა საწოლის წინ ისეთი ადგილის შექმნა, სადაც სრულ სიმაღლეზეა შესაძლებელი დგომა. აქაც, ტერიტორიის ოპტიმიზაციის მიზნით, საძილე ადგილი აიყვანეს მაღალ პოდიუმზე და დამონტაჟდა შესანახი სისტემები მის ქვეშ და საფეხურის ქვეშ, რომელიც საწოლთან წვდომის საშუალებას იძლევა. ქეითს და ბენუას არც გარე დასასვენებელი ადგილების მოწყობა დავიწყებიათ. ამ მიზნით ღია ტერასა ბაღის ავეჯით და ორი ჰამაკით გააფორმეს გიგანტური ნეკერჩხლის ხის ჩრდილში, რათა ლანჩის დროს დასვენება და შემდეგ დაძინება, ან კითხვა იყოს შესაძლებელი კომფორტულად. როგორც საკუთარი სახლის ბედნიერი მფლობელები აღიარებენ, რომ მათ გააკეთეს ყველაფერი, რაზეც ოცნებობდნენ. ყველა გათვლების შემდეგ, თავდაპირველად დაწესებული 80 ათასი დოლარის ბიუჯეტი 62-მდე შემცირდა.