როცა მაცივარი გაზქურის გვერდით დგას - რატომ არის ეს შეცდომა და როგორ მოვუაროთ

სამზარეულოს სივიწროვის გამო ზოგჯერ იძულებულნი ვართ, მაცივარი და გაზქურა გვერდიგვერდ დავდგათ. თავს ზემოთ თუ ძალა არ არის, რას ვიზამთ, თუმცა მაინც გვინდა იმ პრობლემებს შევეხოთ, რაც ამ ორი მოწყობილობის "მეზობლობას" მოსდევს.

შეუფერებელი წყვილი
მაცივარი და გაზქურა გვერდიგვერდ, ნამდვილად არ არის სასურველი ვარიანტი. გაითვალისწინეთ, რომ მაცივარი აცივებს იმ ტემპერატურის შესაბამისად, რაც გარშემო აქვს. გაზქურა კი ამ ტემპერატურას მაღლა წევს. მართალია, გაზქურა მაცივრის მხოლოდ ცალ მხარეს აცხელებს, მაცივრის კომპრესორი ამაზე მაინც რეაგირებს და უფრო აქტიურად იწყებს გაგრილებას. ამის გამო იმ მხ

არეს, რომელიც არ ცხელდება, ყინულის უფრო დიდ ფენას მივიღებთ. თუ მაცივარი მუდმივად ამ რეჟიმით იმუშავებს, კომპრესორის დეტალები უფრო ადრე გამოვა წყობილებიდან, ვიდრე ამას საექსპლუატაციო ვადა ითვალისწინებს. ასე რომ, თუ ფართი საშუალებას იძლევა, მათი გვერდიგვერდ დადგმა მართლაც არ ღირს.

რთულად მოსავლელი
ზემოხსენებული პრობლემის გარდა მაცივარი, რომელიც გაზქურის გვერდითაა, დიასახლისისთვის ძალიან რთულად მოსავლელია. მითუმეტეს, თუ დიდი ოჯახია, სადაც საკვებს მალ-მალე და დიდი რაოდენობით ამზადებენ - მაცივრის კედელი მუდმივად ცხიმიანი შხეფების ქვეშაა. ამ შხეფების მოცილება, თანაც ყოველდღიურად, ძალიან შრომატევადია.
მით უმეტეს, თუ გაცივდა და გამოშრა, მის მოსაშორებლად სერიოზული ძალის დატანება მოგიწევთ. ეს კი მაცივრის ემალისთვის დიდი პრობლემაა.
ზედმეტი პრობლემები რომ თავიდან აიცილოთ, ჯობია მაცივრის კედელს მაგნიტით მიამაგროთ სამზარეულოს პლასტიკატის ან რეზინის (და არა წებოვანი) დიდი საფენები.


ეს საფენები ყველგან იყიდება, სადაც საოჯახო ნივთებია და 1-4 ლარი ღირს სისქის მიხედვით. საფენი ცხიმის შხეფებისგან კარგად დაიცავს, სამაგიეროდ თავად ეს საფენი ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვარდება. როგორ უნდა გავწმინდოთ საფენი?
არსებობს მიმწვარი ცხიმის საწინააღმდეგო საშუალება "შუმანიტი". ამ სახელწოდებით მას არაერთი საწმენდი საშუალებების მწარმოებელი ფირმა უშვებს.
ჩამოხსენით დაბინძურებული საფენი და სადმე ჰორიზონტალურ მდგომარეობაში დადეთ. მიასხურეთ "შუმანიტი", თუმცა ფრთხილად იყავით, რადგან მისმა შხეფებმა ჩვეულებრივ ავეჯსა ან იატაკზე შეიძლება კვალი დატოვოს. ამიტომ საფენი კარგად დაცულ ზედაპირზე დააფინეთ. ხსნარმოსხურებული საფენი 20 წუთით ან ნახევარი საათით გააჩერეთ. შემდეგ ხელთათმანი გაიკეთეთ და დამდნარი ცხიმი ტილოთი მოაშორეთ.

"შუმანიტის" მისხურება პირდაპირ მაცივარზეც შეიძლება, თუმცა გააჩნია ემალს. ამიტომ ჯერ პატარა უბანზე მოსინჯეთ და თუ ემალი დაუზიანებელი დარჩა, შეგიძლიათ ამ ხსნარით გაასუფთაოთ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები