რამდენიმე საჭირო რჩევა სახლში სითბოს შესანარჩუნებლად

 

ზამთრის დადგომასთან ერთად სულ უფრო აქტუალური ხდება თბილი პლედი, საყვარელი, ცხელი ჩაით სავსე ჭიქა. შევეცდებით კიდევ მოგცეთ რამდენიმე რჩევა, რომლებიც დაგეხმარებათ ცივი ზამთრის თბილად და კომფორტულად გატარებაში.

ღრიჭოები
იმისათვის, რომ თავიდან აიცილოთ ორპირი ნიავი და სიცივის შემოპარვა, გირჩევთ პირველ რიგში მიხედოთ ფანჯრის ღრიჭოებს, ამოავსეთ ღრიჭოები და თავად დარწმუნდებით, როგორ მოგეხსნებათ პრობლემები. ღრიჭოების ამოსავსებად შეგიძლიათ გამოიყენოთ სილიკონის ჰერმეტული წებო ან შეგიძლიათ მიაწებოთ ჩვეულებრივი ქაღალდი.


მზის შუქი
მზიან ამინდში გადაწიეთ ფარდები და შემოუშვით ოთახში მზე. ეს თქვენი სახლის ტემპერატურას ერთი-ორი გრადუსით აწევს.


სქელი ფარდები

მზის ჩასვლის შემდეგ საგულდაგულოდ ჩამოაფარეთ სქელი ფარდები. ეს დაგეხმარებათ ოთახში სითბოს შენარჩუნებაში.


რბილი ხალიჩა
თბილი, ფუმფულა ხალიჩა ოთახში სიმყუდროვესა და კომფორტს უზრუნველყოფს.


აბაზანის კარი
ბანაობის შემდეგ აბაზანის კარი ღიად დატოვეთ, თბილი ჰავა მოედება ოთახებს, რაც სახლში სითბოს შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.


ორთქლგამწოვი
თუ სახლში ბუხარი გაქვთ, არ დაგავიწდეთ ყოველდღიურად ორთქლგამწოვის გადაკეტვა. ეს დაბლოკავს ცივი ჰაერის სახლში შემოსვლას.


კედლების თბოიზოლაცია
შეფუთეთ კედლები, ჭერი და იატაკი. ეს ძალიან დაგეხმარებათ სახლის დათბობაში.


აირღუმელი
თუ აირღუმელში რამე გამოაცხვეთ, მისი კარი ღია დატოვეთ და იგრძნობთ, როგორ დათბება ოთახი.

ორპირებისგან დაცვა

კიდევ ერთი საშუალება, სახლი ორპირებისგან დაიცვათ, კარების და ფანჯრების ღრიჭოები ძველი ტილოებით ან თბილი პლედებით დაფარეთ.

ჩვეულებრივი "ბუშტუკებიანი" ცელოფანი, რომელიც ხშირად შესაფუთად არის გამოყენებული, მშვენივრად იცავს ფანჯრებს.

ჭერის ვენტილატორი

ჭერის ვენტილატორი სითბოს მთელ ოთახში თანაბრად გადაანაწილებს.


ლოგინის თეთრეული
ზამთარში გირჩევთ ჩვეულებრივი თეთრეული ფანელის თეთრეულით შეცვალოთ.


თერმოსტატი
დაამონტაჟეთ სახლში თერმოსტატი, რომელიც ავტომატურად დაარეგულირებს ტემპერატურას თქვენს სახლში და ამასთანავე დაზოგავს თქვენს ელექტროენერგიას.


აივანი
დაათბეთ აივანი და სიცივე აღარ შეგაწუხებთ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები