10 მიზეზი, რატომ არ უნდა გააჩეროთ სამზარეულოში მიკროტალღური ღუმელი

მიკროტალღური ღუმელის სიავეზე არაერთხელ დაწერილა. ზოგიერთ ქვეყანაში მას თითქმის არ იყენებენ, რადგან აღიარებულია მავნე ნივთად. მისი სიავის დასამტკიცებლად ერთ-ერთ სკოლაში მოსწავლეებს ექსპერიმენტის ჩატარება დაავალეს. წარმოგიდგენთ ამ ექსპერიმენტის შედეგებს.
მოსწავლემ ჩვეულებრივი სასმელი წყალი 2 ნაწილად გაყო. ერთი გაზქურაზე წამოადუღა, მეორე - მიკროტალღურში. გააცივა და ორი ერთნაირი ყვავილის მორწყვა ამ წყლებით დაიწყო. ერთ ქოთანს ყოველდღე გაზქურაზე ადუღებულ წყალს უსხამდა, მეორეს - მიკროტალღურში ადუღებულს. მოსწავლე უნდა დაკვირვებოდა, იქნებოდა თუ არა განსხვავება ამ მცენარეების ზრდის პროცესში. აქედან კი გააკეთებდნენ დასკვნას, ცვლიდა თუ არა მიკროტალღული

ღუმელი წყლის ენერგიასა თუ სტრუქტურას.

აი, შედეგებიც. მარცხნივ მიკროტალღურის წყლის მორწყული მცენარე დგას, მარჯვნივ - გაზქურის.

პირველი დღე

მესამე დღე

მეხუთე დღე

მეცხრე დღე

მიკროტალღურების პრობლემა რადიაციასთან კავშირში ნამდვილად არ არის. ის საკვების დნმ-ს ის აზიანებს და ორგანიზმი ვეღარ აღიქვამს მას. ცდილობს მკვდარი საკვებისგან თავი დაიცვას ან სწრაფად გააძევოს იგი. ახლა წარმოიდგინეთ, მილიონობით დედა, რომელიც ჩვილი ბავშვისთვის რძეს მიკროტალღურში აცხელებს. არადა ეტიკეტებზე აწერია, რომ მიკროტალღული ღუმელი უსაფრთხოა.

წარმოგიდგენთ 10 მიზეზს, თუ რატომ უნდა მოიშოროთ  თავიდან მიკროტალღური ღუმელი.  ეს მიზეზები შვეიცარიელი, რუსი და გერმანელი მეცნიერების ექსპერიმენტების შედეგებს ეყრდნობა.

1. მიკროტალღურ ღუმელში მომზადებული საკვების სისტემატურად მიღება ტვინში შეუქცევად ცვლილებებს იწვევს. ეს ტვინში ელექტრული იმპულსების "დამოკლების" ხარჯზე ხდება.
2. ადამიანის ორგანიზმს მიკროტალღურში მომზადებული "უცხო" საკვების მეტაბოლიზირების (გადამუშავების) უნარი არ შესწევს.
3. მუდმივი მოხმარების შემთხვევაში ქალური და მამაკაცური ჰორმონების გამომუშავება წყდება ან ცვლილებებს განიცდის.
4. მიკროტალღურ ღუმელში დამუშავებული პროდუქტებით მომზადებული საკვების შედეგები შეუქცევადია.
5. პროდუქტში შემავალი საკვები ნივთიერებები მიკროტალღურში მოხვედრის შემდეგ მცირდება ან ისეთ ცვლილებას განიცდის, რომ ორგანიზმი მათგან სარგებელს ვეღარ იღებს. ან იღებს ისეთი შეცლილი სტრუქტურით, რომ ვერ შეითვისებს.
6. ბოსტნეულში არსებული მინერალები კანცეროგენულ თავისუფალ რადიკალებად გარდაიქმნებიან.
7. იწვევენ კიბოს უჯრედების წარმოქმნას კუჭსა და ნაწლავებში. ამით ხსნიან ამერიკაში მსხვილი ნაწლავის კიბოს შემთხვევების მატებას.
8. იწვევს კიბოს უჯრედების სისხლში წარმოქმნას.
9. ასეთი საკვების სისტემატური მოხმარება ლიმფურ ჯირკვლებში გამოწვეული ცვლილებების ხარჯზე აქვეითებს იმუნურ სისტემას.
10. მიჰყავს ადამიანი მეხსიერების დაკარგვამდე, ყურადღების უნარის დაქვეითებამდე, იწვევს ემოციურ არასტაბილურობას და აქვეითებს ინტელექტს.

ეს დასკვნები სხვადასხვა დროს ჩატარებული ექსპერიმენტების შედეგად ინტერნეტში პერიოდულად ქვეყნდება. ამის გამო მიკროტალღურების გამოშვება-გაყიდვა არავის აუკრძალავს, თუმცა ჩამოთვლილი მავნებლობები ნაწილობრივადაც რომ ახლოს იყოს სიმართლესთან, მაინც საკმარისი მიზეზია, ამ მოწყობილობასთან სიფრთხილე გამოიჩინოთ და მისი გამოყენების სიხშირე მაინც შეამციროთ.

წყაროები:http://www.hfpt.co.uk

              all-4-woman.ru

             www.eutimes.net

 

კომენტარები

j.j 2019-11-20 10:19
გამოიყენეთ ვისაც არ გჯერათ,რაც მალე ჩაძაღლდებით გაუნათლებლები მით უკეთესი გახდება სამყარო
nino 2017-06-13 00:29
aset gumelshi arisradiacia romelic gamoigona rusma ebraelma mecnierma da idea ikides amerikelebma...misi dadgma saxlshic ki sashishia tu janmrteloba gindat
ანამარია 2017-06-02 23:09
გერმანიაში ვცხოვრობ და 23 წლის წინ რომ საგანგაშო სიგნალები გაისმა მიკროტალრურზე იქედან მოყოლებული არც მე ვიყენებ და არც ჩემს ირგვლივ ვინმე
. 2017-01-10 04:02
მართალია,ჯანმრთელობისთვის საშიშია!
მანო 2017-01-06 20:32
სისულელა, თუნდაც იმიტომ რომ ყვავილების მორწყვა არ შეიძლება გადადუღებული წყლით, უნდა მოირწყას ცოცხალი წყლით

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები