თანამედრობე სააბაზანო არის სივრცე ტიხრების და ბარიერების გარეშე, რომელშიც კომფორტი და ფუნქციონალობა პირველ ადგილზეა დაყენებული. გადაადგილებაში ხელს არაფერი უნდა გიშლიდეს, ამიტომაც არის, რომ ბოლო დროს ბაზარზე სულ უფრო მოთხოვნადი გახდა დასაკიდი სანტექნიკა. მსგავს ინსტალაციას აქვს თავისი დადებითი და ასევე უარყოფითი მხარეები. მოდით, განვიხილოთ.
დადებითი მხარეები
დასაკიდი უნიტაზი ნაკლებ ადგილს იკავებს. ჩასარეცხი ავზი დამალულია, რაც ადგილს ზოგავს, დაახლოებით 100-150 მმ-ს. ავზი დამალული რომ არის, ეს იმას არ ნიშნავს, რომ წყობიდან გამოსვლის შემთხვევაში მას ვერ მიუდგებიან. კომუნიკაციებთან და ჩასარეცხ სისტემასთან წვდომა ჩასარეცხი
ღილაკის მეშვეობით ხერხდება.
ინსტალაციის ჩასარეცხი სისტემა იმდენად მდგრადია, რომ მწარმოებლები 10-წლიან გარანტიას იძლევიან.
ისეთი აბაზანის წმენდა-დასუფთავება, რომელშიც დასაკიდი სანტექნიკაა დამონტაჟებული, ბევრად მარტივია. როგორც წესი, ასეთ უნიტაზებს მარტივი ფორმა აქვს, რაც წმენდის პროცესს კიდევ უფრო ამარტივებს.
როგორც აღვნიშნეთ, ავზი კედელშია ჩამონტაჟებული, რაც განაპირობებს უხმაურო ჩარეცხვას.
შეიძლება ისე გაკეთდეს, რომ ჩარეცხვა იყოს ან სრული და ან ნაწილობრივი, ეს დამკვეთის სურვილზეა დამოკიდებული.
უარყოფითი მხარეები
როგორც წესი, ასეთი სანტექნიკა შედარებით ძვირი ღირს, მაგრამ თუ მის გამძლეობას გაითვალისწინებთ და ასევე იმას, რომ შესაძლებელია წყლის ეკონომიის გაკეთება, ეს ხარჯები გამართლებულია.
დასაკიდი უნიტაზის დამონტაჟება მარტივი არ არის და პროფესიონალი ხელოსნების მომსახურებას მოითხოვს.
ზოგჯერ ასეთი სანტექნიკის დამონტაჟების დროს მილების გლობალური შცვლა ხდება ხოლმე საჭირო, რაც დამატებით დროს და ხარჯებს მოითხოვს.
ასეთი ინსტალაციის თაბაშირ-მუყაოს კედელზე დამონტაჟება შეუძლებელია, მას მყარი საყრდენი სჭირდება.
რაც შეეხება ადგილის ეკონომიას, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში ხერხდება ხოლმე, თუ ჩასარეცხი სისტემა კედელშია ჩამონტაჟებული.

კომენტარები