კომპანია "სამსუნგი" 3 მილიონ სარეცხის მანქანას უკან იბრუნებს. აღმოჩნდა, რომ საოჯახო ტექნიკის ამ მოდელებს აფეთქების რისკი ახლავს. კომპანიამ ამის შესახებ განცხადება 2 დღის წინ გააკეთა. სწორედ ამ დროისთვის გაირკვა, რომ თურმე ამ სარეცხ მანქანებს რეცხვისას შეიძლება ხუფი მოძვრეთ და ადამიანი დააზიანონ. ამას აფეთქების ეფექტი აქვს და ძირითადად, დიდი სიჩქარით წურვისას ხდება. მანქანის აფეთქების შემთხევევა აგვისტოშიც დაფიქსირდა. კომპანიას პირველად ტეხასელმა მომხსმარებელმა უჩივლა. მისი თქმით, მანქანამ აფეთქებისას ავტოფარეხის კედელი გაანგრია.
აღნიშნული საფრთხის მატარებელია ძირითადად, ის მანქანები, რომლებსაც დოლურა ზევით აქვთ მოთავსებული.
წაიკითხეთ ასევე: რა მოხდება, თუ ცოტა ძმარს სარეცხის მანქანაში ჩავამატებთ?
მსგავსი სიახლეები
უძრავი ქონება
კომენტარები