სწორედ ჩვეულებრივი ღილებისგან შეიძლება შექმნათ მშვენიერი რამეები. ჩვენ რამდენიმე ფოტოიდეას გთავაზობთ, მაგალითად, როგორ შეიძლება დაამზადოთ პენიპლასტის ან რაიმე სხვა მასალის რბილი ბურთით, ქინძისთავებით და ღილებით ლამაზი საახალწლო სათამაშო, ან სულაც დააკეროთ ღილები რბილ ბურთებს. ღილებით ნაძვის ხეების აწყობაც შეგიძლიათ.
ღილებით შეიძლება კიდევ ძალიან ბევრი რამის გაკეთება, სხვადასხვა აქსესუარისა და საოჯახო ნივთების დეკორირება. გადახედეთ ამ იდეებს და მიუჩინეთ ადგილი თქვენს ღილებს, რომლებსაც აღარ იყენებთ.