ბაღში, ეზოში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი წყალია. განსაკუთრებით, მოძრავი წყალი, რომელიც ეზოს აგრილებს და ბაღს სულ სხვა ხიბლს სძენს. ულამაზესი ჩანჩქერის და კლდის ხილვა ეზოში მომაჯადოებელი და საინტერესოა. ლერი დეკანოიძე სწორედ ამ სფეროს გამოცდილი სპეციალისტია და წლებია, ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს. განხორციელებული აქვს არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი. ეზოში ულამაზეს ხელოვნურ ჩანჩქერებს აშენებს. აკეთებს კლდეებს, ბუხრებს ხელოვნური ხისა და კლდის იმიტაციით, ასევე აწყობს მარნებს და დეკორატიულად აფორმებს ეზოებს.
- სრულიად განსხვავებული პროფესია მაქვს. პირველად დავამთავრე ეკონომიკური, შემდეგ იურიდიულზე ვსწავლობდი. ვარ ასევე ყოფილი სპორტსმენი.
ამის შემდეგ შევისწავლე სამშენებლო საკითხები. გავლილი მაქვს ასევე დიზაინერის კურსები. ყოველივე ამის შემდეგ მოვხვდი ამ სფეროში. 2003 წლიდან მოყოლებული ვაშენებ ხელოვნურ ჩანჩქერებს, კლდეებს, ხელოვნური ხისა და კლდის იმიტაციით ვაკეთებ ბუხრებს, ვაწყობ მარნებს და დეკორატიულად ვაფორმებ ეზოებს და ა.შ. უამრავი მნიშვნელოვანი და საინტერესო პროექტი განმიხორციელებია. მთლიანად ჩემი გაკეთებულია მთაწმინდის პარკი, ჩაქვის პარკი, ურეკის ჩანჩქერი და არაერთი კერძო შეკვეთა.
- რა იყო თქვენი პირველი სერიოზული ნამუშევარი?
- 2004 წელს გავაკეთე პირველი სერიოზული ჩანჩქერი ბადრი პატარკაციშვილის ეზოში, ურეკში. ძალიან ლამაზი ნამუშევარია და ვინც ნახულობს აღფრთოვანებას ვერ მალავს.
- თქვენი ნამუშევრები ქვისგან კეთდება?
- არა, ეს არ კეთდება ქვისგან. ლითონის კონსტრუქციის, ე.წ არმატურისგან ვაკეთებ დაახლოებით ფორმებს. შემდეგ ეკვრება 0,5 სმ-იანი ლითონის ბადე, შემდეგ უნდა დამუშავდეს სპეციალური ქვიშით, ცემენტით, თავისებური ხსნარებით, ფხვნილით. ბოლო ეტაპია გალაქვა. ამ ყველაფრის შემდეგ ნამუშევარი იღებს ბუნებრივთან დაახლოებულ ეფექტს. არაპროფესიონალი თვალი ძნელად თუ გაარჩევს ბუნებრივი მასალისგან.
- ფართომასშტაბიანი შეკვეთების გარდა, კერძო შეკვეთებზე, პატარა ეზოებში და ბაღებშიც მუშაობთ?
-კი, რა თქმა უნდა. ჩემი ძირითადი საქმე სწორედ ეგაა. კერძო სახლებში, როგორც გითხარით, ვაწყობ მარნებს, ვაკეთებ სხვადასხვა დეკორაციას, ჩანჩქერებს, ვაკეთებ ბუხრებს ხის და კლდის იმიტაციით და ა.შ. ამ ეტაპზე ახალ პროექტზე მიდის მოლაპარაკება. დამიკავშირდნენ თბილისის მერიიდან და შემომთავაზეს განგვეხილა ახალი ზოოპარკის საკითხები და დეკორატიული გაფორმება.
- კერძო ეზოების შემთხვევაში, ყველაზე მოთხოვნადი და აქტუალური რა დეკორაციაა?
- ყველაზე მოთხოვნადი ჩანჩქერია, წყაროები ხის იმიტაციით. შემოდგომაზე გავაკეთე ერთ-ერთ ცნობილ ბიზნესმენთან ჩანჩქერი. სამჯერ დამირეკა მადლობის სათქმელად. მნახველებს იმდენად მოსწონთ და ისეთი აღფრთოვანებულები არიან, რომ მეპატრონე ძალიან ამაყი და გახარებულია ამით. საზღვარგარეთიდანაც მიკავშირდებიან.
- ძვირი სიამოვნებაა ეზოში ლამაზი ჩანჩქერისა და კლდის გაკეთება?
- მინდა ვთქვა, რომ თანხებთან ნამდვილად არის დაკავშირებული და ფუფუნების საგანია. მაგალითად, ჩანჩქერის ფასი, ჩემი მასალით 1 კვ.მ ჯდება 180-220 ლარი. გააჩნია რა მასალით უნდა გაკეთდეს, რა სირთულის ნამუშევარი სურთ და ტერიტორიულად სად არის ობიექტი.
...როდესაც რაიმეს ვაშენებ, საერთოდ, რომ არ დამრჩეს თანხა, უხარისხო მასალას ვერ გამოვიყენებ. აუცილებლად უნდა ავაშენო ხარისხიანი და ვიზუალურად ლამაზი დეკორაცია.
- რამდენად რთულია და რა დროს მოითხოვს ხელოვნური ჩანჩქერების, კლდეების და ა.შ. გაკეთება?
- საკმაოდ შრომატევადია და სწორედ ამიტომ აქვს ფასი. ძვირად ღირებული მასალები, ლაქი, საღებავები სჭირდება. 11-ჯერ უნდა ერთი და იგივე ადგილის დამუშავება.
- ნამუშევრების დიზაინი ვის ეკუთვნის?
- როცა ობიექტზე მივდივართ, მეუბნებიან, რომ ენდობიან ჩვენს გამოცდილებას და მე თვითონ ვაპროექტებ ყველაფერს, რა თქმა უნდა, დამკვეთთან შეთანხმებით. ვითვალისწინებ მათ სურვილებს და შეხედულებებს. საბოლოო ჯამში შედეგი ყოველთვის სასურველია.
თუ პატარა ეზოში უნდათ დიდი ჩანჩქერი, ამ დროს ვეუბნები, რომ არ მოუხდება ამ ეზოს მსგავსი ჩანჩქერი. ხშირ შემთხვევაში ითვალისწინებენ ჩემს რჩევებს და გამოცდილებას. ულამაზოდ გაკეთებული ნაკეთობა ჩემს პრესტიჟზეც მოქმედებს, ამიტომ იყო შემთხვევა, რომ არ იყო სწორი ის, რასაც დამკვეთი გვთხოვდა და წამოვსულვარ ობიექტიდან. როცა სახლში აკეთებს ბუხარს ხის იმიტაციით და უკან აყენებს მეტალოპლასტმასის ფანჯარას, ეს ჩემთვის მიუღებელია, რადგან თეთრი ფანჯარა უკვე აკარგვინებს ბუნებრივ ეფექტს და ულამაზოა. კარ-ფანჯარაც ამ ოთახში უნდა იყოს ხის და სიძველის ეფექტის მქონე.
- სამომავლოდ რას გეგმავთ?
- საერთაშორისო პროექტებზე მიდის მოლაპარაკება. სამომავლოდ შემოთავაზება მაქვს მოსკოვიდან, იტალიიდან და არ არის გამორიცხული მომიწიოს იქ წასვლა.
ძალიან მინდა საქართველოში ისეთი პირობები იყოს, რომ ყველა ადამიანს ჰქონდეს საშუალება ასეთი სილამაზე მოაწყოს საკუთარ ეზოში და დატკბნენ ამ სილამაზით.
მერი ბლიაძე

კომენტარები
დაინტერესების შემთხვევაში დამიკავშირდით ნომერზე 551 138 333 ლერი დეკანოიძე