ირაკლი კობაური პროფესიით ეკონომისტია. საზოგადოებრივ მაუწყებელში „მოამბის“ ტექნიკურ განყოფილებაში მუშაობს. ხელნაკეთ ნივთებს ბავშვობიდან ქმნიდა. ერთ დღესაც, სრულიად შემთხვევით, დასაგემოვნებლად ნაყიდი ეგზოტიკური ხილისგან უჩვეულო სასანთლე შექმნა. იმდენად მოეწონა ქოქოსის ქერქზე მუშაობა, რომ გადაწყვიტა, მისგან ორიგინალური სანათები შეექმნა. იდეა მეუღლემაც მოუწონა და ასე იქცა „გართობა“ შემოსავლის წყაროდ.
- ხელნაკეთი სანათების გაკეტება არსად მისწავლია, თვითნასწავლი ვარ. ბავშვობიდან სულ რაღაცას ვაკეთებდი, განსაკუთრებით ხისგან გაკეთებული ნივთები მოწონდა. ნებისმიერი რაღაც, რასაც ვქმნი, დიდ სიამოვნებას მანიჭებს. ყოველთვის დიდი ინტერესით ველოდები, ბოლოს რა გამოვა, რამდენად მომეწონება.
- თქვენი
ნამუშევრები განსხვავებული და ორიგინალურია. რა მასალით ქმნით მათ?
- ძირითადად სანათები იქმნება ქოქოსით და დამატებით მასალად ვიყენებ ნებისმიერ ხეს, რომელიც მომეწონება. დამზადების პროცესი ცოტა რთულია იმ მხრივ, რომ ზოგჯერ ტყდება ქოქოსი და მთელი დღის წვალება ხშირად წყალში მეყრება, მაგრამ ვიწყებ ისევ თავიდან და საბოლოოდ იღებს იმ სახეს, რაც მინდოდა, რომ ჰქონოდა. ეს საქმე დიდ მოთმინებას და ნებისყოფას მოითხოვს.
მე და ჩემი მეუღლე სამსახურიდან ვბრუნდებოდით. იმ დღეებში სოფელში ვაპირებდი წასვლას. ტრადიციულად მაღაზიაში შევიარეთ. სხვადასხვა პროდუქტთან ერთად ქოქოსიც ვიყიდეთ. რამდენიმე დღეში სოფელში წავედი და ერთი ქოქოსი თან გავიყოლე. ერთ საღამოს სახლში მოწყენილი ვიჯექი, საქმე არაფერი მქონდა. ქოქოსი მაგიდაზე იდო, რომ გავხედე ვიფიქრე, სასანთლეს გავაკეთებ, გავერთობი-მეთქი. როცა სასანთლის ფოტო გამოვუგზავნე ჩემს მეუღლეს, ძალიან მოეწონა. საინტერესო იყო ქოქოსის ქერქზე მუშაობა, ამიტომ გადავწყვიტე, სანათის გაკეთებაც მეცადა. არაჩვეულებრივი გამოვიდა, ჩვენი სახლის ინტერიერს ძალიან მოუხდა.
- ვინ არის თქვენი ყველაზე დიდი გულშემატკივარი და კრიტიკოსი?
- ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარი არის ჩემი მეუღლე და ნივთების დიზაინიც ორივეს გვეკუთვნის. მის აზრს, რჩევას, გემოვნებას ყოველთვის ვითვალისწინებ. იდეებს ვუზიარებთ ერთმანეთს და ამის მიხედვით იქმნება საბოლოო მოდელი. მის გემოვნებას ხშირად ვითვალისწინებ, რადგან ყოველთვის საინტერესო და კრეატიულ იდეებს მაწვდის.
- თქვენი სანათები რა სტილის ინტერიერისთვის არის განკუთვნილი?
- ასე კონკრეტულად გამიზნული არ მქონია, თუ როგორი სტილის დიზაინს მოვარგებდი ჩემს სანათებს. ეს ალბათ გემოვნების საკითხია. ქოქოსის სანათები ნებისმიერ სტილში შეიძლება ჩაჯდეს, მაგრამ უფრო საძინებლისთვის არის განკუთვნილი, რადგან მყუდრო ნათება აქვს და ქმნის რომანტიულ გარემოს. ასევე ვფიქრობ, რომ საინტერესო ნივთი უნდა იყოს სპა სალონებისთვის, სასტუმროს ნომრებისთვის, რადგან საკმაოდ ორიგინალური და მყუდრო ნათება აქვს. ორიგინალური საჩუქარია განსაკუთრებით ქალბატონებისთვის.
- არ გიცდიათ სხვა მასალითაც შეგექმნათ სანათები?
- საქართველოში ბევრი ხელნაკეთი ნივთი იქმნება და საკმაოდ კარგებიც, ბევრ მათგანს თავისებური ინდივიდუალიზმი ახასიათებს, ჩემს ნამუშევრებს კი გამოარჩევს ის, რომ არის ქოქოსის სანათები, რაც ინოვაციაა და პირველია საქართველოში. ყოველ შემთხვევაში, მე არ შემხვედრია, აქედან გამომდინარე, ჯერჯერობით სხვა მასალა არ მიცდია.
- სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?
- ცოტა შორეული გეგმაა, მაგრამ სამომავლოდ ვგეგმავ კიდევ უფრო მეტი დრო დავუთმო ამ საქმიანობას და მოთხოვნად და მზარდ ბიზნესად ვაქციო. ჯერჯერობით იმ რაოდენობით არ დამიმზადებია, რომ აქტიურ რეალიზაციას მივყო ხელი. არც მაღაზიებისთვის მიმიმართავს. რეალიზაციას არ ვჩქარობ, მინდა დავაგროვო მეტი ნამუშევარი. ერთადერთი რაც ახლახანს გავაკეთეთ, არის ფეისბუქ-გვერდი და აქედან გადავწყვიტეთ ნივთების პოპულარიზაცია და გაყიდვა.
მერი ბლიაძე