თეა გოროზია პროფესიით ხელოვნებათმცოდნეა და ასევე - პიარისა და მარკეტინგის მენეჯმენტის სპეციალისტი. რამდენიმე კომპანიაში მუშაობს წარმატებით, თუმცა შემოქმედებითმა იდეებმა არ მოასვენეს და დაიწყო ფიქრი ისეთ საქმიანობაზე, რომელიც მის ხელოვნებისადმი სიყვარულსა და გემოვნებასაც გამოხატავდა და იმავდროულად დამატებითი შემოსავლის წყაროც გახდებოდა. ასე გაჩნდა სტარტაპი "აბგა", რომელიც უკვე მცირე საწარმოს სახით არსებობს და მისი ტყავის ჩანთები სოციალურ ქსელშიც უკვე შენიშნეს.
- სტარტაპის იდეა ჯიპაში სწავლის დროს გამიჩნდა, როცა ჩემს მეგობართან ერთად სადიპლომოს ვიცავდი. სწორედ ჩემი ახლანდელი საქმიანობის იდენტური პროექტი წარვადგინეთ დიპლომის დაცვაზე, რომელზეც
უმაღლესი შეფასება მივიღეთ და ლექტორების რჩევაც, რომ განხორციელების შემთხვევაში იგი წარმატებული პროექტი გამოვიდოდა.
დიდი დრო გავიდა, მაგრამ ეს იდეა სულ თავში მქონდა და მიხარია, რომ შევძელი მისი განხორციელება. შედეგებითაც საკმაოდ კმაყოფილი ვარ, რადგან საზოგადოებამ ძალიან დადებითად შეგვაფასა, უცებ აგვიტაცა და პირველი შემოსავალიც მოვიდა.
- თქვენ უშუალოდ როგორ ხართ ჩართული პროცესში და რა ეტაპებს გადის ნამუშევრები, სანამ მივა მომხმარებლამდე?
- პირველად მოდის იდეა და მე როგორც არაპროფესიონალი ადამიანი დიზაინის კუთხით, ჩვენს კონსტრუქტორს ვუხსნი ჩემს იდეას, ის კი მეხმარება ამ იდეის თარგად გადაქცევაში. შემდეგ ეს თარგები დერმატინით იკერება, ვნახულობთ, რისი შეცვლაა საჭირო, რა დეტალი მოუხდება. დასრულებულ თარგს ტყავის გამომჭრელი გამოჭრის და შემდეგ ტყავი მიდის დამუშავებაზე. ტყავი ერთ-ერთი ყველაზე ძნელად დასამუშავებელი მასალაა, რომლის გვერდებსაც და შიდა მხარესაც ძალიან სათუთი დამუშავება სჭირდება. ამ სამუშაოების შემდეგ ჩანთა იკერება შესაბამის საკერავ მანქანაზე. შეკერვის შემდგომ ჩანთა საბოლოო დამუშავებას გადის, გასუფთავდება, ტყავის აღმნიშვნელი მასალა და ბრენდის სახელი მიემაგრება. ეს არის ჩანთის დამზადების ბოლო ეტაპი.
ტყავი, რომლითაც ჩანთებს ვამზადებთ, მზადდება ექსკლუზიურად ჩვენთვის და სხვა ზუსტად იგივე მოდელს ვერ გაიმეორებს.
- დიზაინი ძირითადად თქვენია თუ საიდანმე საზრდოობთ იდეებით და საინტერესოა, რამდენად ითვალისწინებთ მყიდველის გემოვნებას?
- დიზაინის ინსპირაციას ყველაფრისგან ვიღებ, ფოტოებიდან, ტანსაცმლიდან, მოგზაურობისას ნანახი ნივთებისგან, როცა რამეს ვხედავ, ვიცი როგორ უნდა გადავაკეთო ჩემებურად, ან როგორ გამოვიყენო ეს ჩემს ჩანთებში. მომხმარებლის აზრსაც, რა თქმა უნდა, ვითვალისწინებ.
- თქვენი გადმოსახედიდან, რამდენად გაიოლდა საქართველოში მცირე ბიზნესის წამოწყება და ბიზნესსაქმიანობა, იდეების რეალიზება... რა არის ამისთვის საჭირო და რას ურჩევდით სხვა ადამიანებს, ვინც ვერ ბედავს, თუმცა აქვს იდეები და სურვილი, თავადაც ჩაერთოს მსგავს საქმიანობაში?
- ის, რომ საქართველოში სტარტაპების ბუმია, უფრო ახალგაზრდა თაობის მეტი აქტიურობის დამსახურება მგონია, ვიდრე მცირე ბიზნესის ხელშეწყობის. მოხარული ვიქნები, თუ ჩვენს პატარა საწარმოს განვითარების კიდევ მეტ საშუალებას მისცემენ.
რაც შეეხება რჩევას, ყველას ვისაც ბიზნესიდეა, დიდი მოტივაცია და მოზღვავებული ენერგია გააჩნია, ვურჩევდი დაეწყო საქმიანობა, თუნდაც არ იყოს დარწმუნებული, რომ ყველაფერი ზუსტად ისეა, როგორც უნდა, თუ არ დაიწყებ, ვერ მიხვდები, რა გჭირდება და რა სჭირდება შენს მომხმარებელს.