აი, როგორი სარწეველას გაკეთებაა შესაძლებელი ბავშვისთვის საკუთარი ხელით

ახალშობილის საწოლი რატომღაც ყველას ხის წარმოუდგენია, თუმცა ეს ჩამოსაკიდი საწოლი ხისგან კი არ არის გაკეთებული, ძაფით არის მოქსოვილი. თუ თქვენც შეისწავლით მაკრამეს, შეძლებთ საკუთარ შვილს საწოლი თავად გაუკეთოთ. ასეთი საწოლი ახალშობილისთვის ძალიან მოსახერხებელია.
ასეთი სარწეველა უსაფრთხოცაა. მთავარია, კარგად იყოს გაკეთებული და მოხერხებული.

თუ როგორი იქნება გარეგნულად საწოლი-სარწეველა, აბსოლუტურად მშობლის გემოვნებაზეა დამოკიდებული.
იმის გათვალისწინებით, რომ თანამედროვე სახლებში არცთუ მარტივია საწოლის ჭერზე დამაგრება, ხშირად საქანაო ფუნქციის მქონე საწოლს სხვადასხვა ფორმით წააწყდებით.
მსგავსი კონსტრუქცია დედას მნიშვნელოვნად უმარტივებს საქმეს. ასეთი საწოლი ბევრ ადგილს არ იკავებს
და მისი გადაადგილებაც მარტივად არის შესაძლებელი.

თუ უპირატესობას ჩამოსაკიდ საქანაო საწოლს მიანიჭებთ, კარგად შეამოწმეთ როგორ არის დამაგრებული ჭერში, არის თუ არა ის საიმედო. თოკები ძალიან სქელი უნდა იყოს, საწოლის კიდეები კი საკმაოდ მაღალი, რათა ბავშვის გადმოვარდნის საშიშროება არ არსებობდეს.



კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები