როგორ დავამზადოთ ჰაერის ნატურალური გამწმენდი?

დაგჭირდებათ:

2 სუფრის კოვზი ჟელატინი

1 ჭიქა წყალი

საკონდიტრო საღებავები

ეთერზეთები - ბერგამოტი, ფორთოხალი, მიხაკის ღეროები

დარიჩინის ფხვნილი

დეკორი ისეთი, როგორიც თქვენ გნებავთ

 

მომზადება:

დაბალ ცეცხლზე გახსენით ჟელატინი, დაუმატეთ სასურველი საღებავი და ეთერზეთები (ბერგამოტი, მიხაკი და დარიჩინი 5-5 წვეთი, ფორთოხალი - რამდენიც გნებავთ). არომატიზატორის ფორმის ფსკერზე დააწყვეთ დეკორი - მაგალითად, დეკორატიული კენჭები. შემდეგ კი მომზადებული სითხე დაასხით. 

სახლში სასიამოვნო სურნელი დატრიალდება.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები