როგორ გავალამაზოთ შამპანურის ბოთლი - მარტივი იდეები

შამპანური არა მარტო გემრიელი სასმელია, ის საახალწლოდ ამ დღის განუმეორებელი და უმთავრესი ატრიბუტია. ჩაციებული შამპანური ზამთრისა და ახალი წლის სიმბოლოა.
შევეცდებით შემოგთავაზოთ შამპანურის ბოთლის მორთვისა და გალამაზების რამდენიმე უმარტივეს ვარიანტი, რაც მთავარია, ამის გაკეთებას შეძლებთ საკუთარი ხელით და სულ რაღაც სამ წუთში ულამაზესი ბოთლი თქვენს საახალწლო სუფრას დაამშვენებს და ხასიათსაც კიდევ უფრო გაგიხალისებთ.


სანამ საქმეს შეუდგებით, უნდა გაამზადოთ დაბეჭდილი შამპანურის ბოთლი, წებო, ბრჭყვიალები, ნებისმიერი ფერის, რეზინის ხელთათმანები და გაზეთი ან ქაღალდი.


პირველ რიგში წაუსვით ბოთლს ბლომად წებო. შემდეგ

დააყარეთ ბრჭვიალები და გადაანაწილეთ თანაბრად. დააცადეთ გაშრობა. ორიგინალობისთვის შეგიძლიათ დაამატოთ სხვა ატრიბუტიც. არ არის აუცილებელი ბრჭყვიალებით მთელი ბოთლის დაფარვა. მე მგონი, ასეთი ბოთლიც შთამბეჭდავია.


ამ შემთხვევაშიც გირჩევთ მიმართოთ ფანტაზიას, მაგალითად, შეიძლება გასაფორმებლად გამოიყენოთ სანოტო ფურცელი, გვერწმუნეთ, ძალიან ეფექტური იქნება.


თუ ბოთლის მორთვის შემდეგ დაგრჩათ ბრჭყვიალები, შეგიძლიათ შამპანურის ბოკლებიც გაალამაზოთ.
ახალ წელს სასწაულები ხდება. შესაძლოა რომელიმე საგანმა სახე იცვალოს, მაგალითად, სპირტიანი სასმელების შესათავაზებლად ეს ძალიან საინტერესო იდეაა. შესაძლოა ექსპერიმენტებს ინტერიერშიც მიმართოთ ფერთა შეხამების ხარჯზე.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები