ნატო ჯავახიშვილი ორი შვილის დედაა, რომელიც თავისუფალ დროს მშვენიერი საქმით არის დაკავებული - სამკაულებს ქმნის. ნატო თავისი საქმიანობის შესახებ თავად გვიამბობს:
- ბავშვობიდან ძალიან მიზიდავდა ხელნაკეთი სამკაულები, ნივთები. სულ ვცდილობდი, რაიმე მომეფიქრებინა ახალი, უცხო და საინტერესო. ძალიან მიყვარდა ქსოვა. 6 წლის ვიყავი, როდესაც ჩემს თოჯინებს მოვუქსოვე შარვალი. შემდეგ უკვე - წინდები და ასე რომ ვთქვათ, თოჯინებს ვმოსავდი. დიდ ასაკში უკვე თოჯინებსაც ვქსოვდი. სუტაჟით კი ბოლო ერთი წელია რაც დავინტერესდი, ახლა ბისერიც მინდა ვისწავლო. ყველაფერი ჯერ წინ მაქვს, ბევრი საინტერესო სამკაულის
შექმნას ვაპირებ.
ხშირად ყოფილა ისე, რომ ჩანაფიქრი სხვა ყოფილა, დასასრული კი სხვა. მუშაობის პროცესში ხდება ეს ყველაფერი, შემიცვლია ჩაფიქრებული მოდელი და სხვა გამიკეთებია. ამჟამად, ვიყენებ სხვადასხვა სახეობის მასალას. ძირითადად, ჩემს ნამუშევრებში გამოყენებულია: სუტაჟი (სუტაჟი ხელოვნური მასალისგან დამზადებული თასმაა, რომელიც გარდა სამკაულების დამზადებისა, შეიძლება სამოსის მოსაქარგადაც გამოვიყენოთ... - რედ.), შუშა, სხვადასხვა ტიპის თვლები, სვაროვსკის კრისტალები...
შექმნის პროცესი ძალიან შრომატევადია, დიდ დროს და ენერგიას მოითხოვს, თუმცა იმდენად მიყვარს ეს საქმე, ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებ ნებისმიერი სამკაულის შექმნის პროცესში.
არ ვმუშაობ, ორი მცირეწლოვანი შვილი მყავს და მათ გამო მიწევს სახლში ყოფნა ჯერჯერობით. მიუხედავად იმისა, რომ მარტო ვარ მთელი დღე ბავშვებთან, სანამ მეუღლე მოვა, მაინც გამოვნახავ ხოლმე დროს ჩემი გატაცებისთვის. ადამიანმა მთავარია, რაიმე მოინდომოს, შეუძლებელი არაფერი ყოფილა. ძირითადად ღამე ვმუშაობ. ჩემს კუთხესთან რომ ვჯდები, სულ მავიწყდება დაღლილობა, საოცრად მამშვიდებს.