თამუნა ჭონქაძე ფილოლოგიის ფაკულტეტის კურსდამთავრებულია, როგორც თავად ამბობს, ბავშვობაში შრომის გაკვეთილზე ყველაზე უნიჭო იყო, რადგან არც ხატვა ეხერხებოდა და არც ძერწვა. დღეს კი მეგობართან, ია გელაშვილთან ერთად, პოლიმერული თიხისგან ისეთ ნივთებს ამზადებს, რომელიც გულგრილს ნამდვილად ვერ დაგტოვებთ. ფერადი მასალით მოპირკეთებული ჭურჭელი ლამაზთან ერთად პრაქტიკულიც ყოფილა, ფასიც ადკევატური აქვს და ალბათ ამიტომაც ხვდა გოგონების წამოწყებას წარმატება.
- ი. ჯავახიშვილს სახელობის უნივერსიტეტის ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ, სწავლა მაგისტრატურაში თარგმანმცოდნეობის განხრით გავაგრძელე, თუმცა ამ ეტაპზე აკადემიური მაქვს აღებული. მაგისტრატურაში ჩაბარების შემდეგ მივხვდი, რომ პოლიმერულ
თიხაზე მუშაობა, რასაც ჰობის დონეზე ვუყურებდი, ძალიან საინტერესო იყო, შემეძლო ამ მხრივ უფრო მეტად განვვითარებულიყავი და ძირითად საქმინობად მექცია, ამიტომაც დავანებე უნივერსიტეტს თავი და მეგობართან, ია გელაშვილთან ერთად ამ საქმეს უფრო დიდი მონდომებით მოვეკიდე. მე და იამ უნივერსიტეტში გავიცანით ერთმანეთი, კურსელები ვართ, ის უფრო სერიოზულად მიუდგა სწავლას და ამჟამად მაგისტრატურაში სწავლობს. უნივერსიტეტში რომ ხედავდა, ამ მასალით ვმუშაობდი, თავადაც სცადა, მოეწონა და მერე გავერთიანდით. მე ხატვა და ძერწვა არასდროს შემეძლო, შრომის გაკვეთილზე ყველაზე უნიჭო ვიყავი, არაფერი გამომდიოდა, ეს სფერო არ მიტაცებდა, სულ რაღაცებს ვწერდი, მინდოდა ჟურნალისტი, მწერალი გამოვსულიყავი და ამაზე ვიყავი გადართული. უნივერსიტეტში რომ ჩავაბარე, მაშინ აღმოვაჩინე პოლიმერული თიხა და ოჯახის წევრებისთვის, მეგობრებისთვის დავიწყე აქსესაურების გაკეთება. ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ ერთი წელი დავისვენე და სწორედ იმ პერიოდში, როცა თავისუფალი დრო მქონდა, მოვიძიე პოლიმერულ თიხაზე მუშაობის ინტერნეტგაკვეთილები, ახალი ტექნიკა შევისწავლე, ხელიც დავხვეწე და ეს ყველაფერი ნამუშევრებზეც აისახა, მერე უკვე დავიწყე ბრენდის ჩამოყალიბება თავისი ფეისბუქგვერდით, "არტ-ისტერიის" სახელით, მაღაზიით და ა.შ. მე დუშეთში ვცხოვრობ, სახელოსნოც იქ მაქვს, ია თბილისში სახლში მუშაობს, ჩვენი მაღაზიაც თბილისში მდებარეობს.
- მასალა რომლითაც მუშაობთ საქართველოში იყიდება?
- თავიდან საზღვარგარეთიდან ვიწერდით, როცა ჩვენ ამ საქმიანობას სერიოზულად მოვკიდეთ ხელი, ძალიან დეფიციტური იყო, ახლა უკვე ყველგან შეიძლება ყიდვა. ზოგადად, პოლიმერულ თიხაზე მუშაობა სასიმოვნოსთან ერთად მარტივიცაა, რბილია და მეტის გაკეთების საშაულებას გაძლევს, ფერადია, შეღებვა არ გიწევს, თვითონ მუშაობის პროცესი კარგია სტრესის მოსახსნელადაც.
- ყველანაირ ჭურჭელს აპირკეთებთ პოლიმერული თიხით?
- კი, ფინჯნებთან ერთად ვმუშაობთ კოვზებზეც, თეფშებზეც, პატარა ჩაიდნებზე. ნებისმიერი სახის ჭურჭელი შეგვიძლია გავაფორმოთ.
- სურვილის შემთხვევაში, შემიძლია ჩემი ფინჯანი მოვიტანო და იმას გამილამაზებთ, თუ თქვენ უზრუნველყოფთ ყველაფერს?
- გვქონია შემოთავაზება, რომ მომხმარებელს თავად მოეტანა ფინჯანი, ესეც არაა პრობელმა, მათთვის სასურველი ფინჯნის დამუშავებაც შეგვიძლია, მაგრამ დროის თვალსაზრისით არაკომფორტულია. ძირითადად, ჩვენ ჩვენსავე ჭურჭელზე ვმუშაობთ და უკვე დასრულებულს ვატანთ მომხარებელს.
- პრაქტიკულობის თვალსაზრისით, რამდენად მოსახერხებელია პოლიმერული თიხით მოპირკეთებული ჭურჭელი?
- თითოეული დეტალი ისე მყარად მაგრდება, არანაირ პრობლემას და უხერხულობას არ ქმნის. გარეცხვისას თუ ძალიან ცხელ წყალში არ გარეცხავთ, დეფორმაციასაც არ განიცდის, ფერი არ გადასდის, არ ხუნდება, უბრალოდ არ უნდა გახეხოთ უხეშად, მოფრთხილება უნდა ისე, როგორც სხვა ჭურჭელს, რაიმე განსაკუთრებული მოვლის პირობები არ სჭირდება.
- სერიულ შეკვეთებს თუ იღებთ?
- ჯერჯერობით არ გვქონია დიდი შეკვეთა, როცა საჩუქრად უნდათ, 6-6-ს ვამზადებთ ხოლმე, უფრო დიდ შეკვეთაზე არ გვიმუშავია. თუ მსურველი გამოჩნდა, შეგვიძლია დავამზდაოთ.
- რაც შეეხება ღირებულებას, რა განსაზღვრავს ფასს - ფინჯნის ზომა, ესკიზის სირთულე თუ..?
- ფასები დამოკიდებულია ძალიან ბერვ დეტალზე, გასათვალისწინებელია თავად ჭიქის ფასი, თიხის, ფერების რაოდენობა. ჩვენთან ყველაფერი კეთდება ხელით, არ გვაქვს რაიმე ფორმა არც ყვავილისთვის, არც ფოთლისთვის, ამიტომაც თითოეული მათგანი არის ხელნაკეთი და უნიკლაური. მუშაობის პროცესი საკმაოდ ხანგრძლივია, ჯერ ვაკეთებთ ცალკე დეტალებს, ვამაგრებთ ჭიქაზე, მერე ხდება გამოწვა და ა.შ. ჩვენ მიერ დამზდებული ჭიქის მინიმალური ფასი 15 ლარია. ეს გახლავთ ის ნამუშევრები, რომლებზეც დამაგრებულია სახლები, საზამთროები, სოკოები, ყველაზე ძვირიანი კი 30-ლარიანია.
- სავარაუდოდ, რა დრო სჭირდება ერთი ფინჯნისა და ლამბაქის დამზადებას?
- გააჩნია შეკვეთების რაოდენობას, ახალი წლის პერიოდი ამ მხრივ ძალიან დატვირთულია და 3-5 დღე მაინც გვჭირდება. გასაგებია, რომ ერთი ჭიქის დამზადებას 5 დღე არ უნდა, მაგრამ როცა სამუშაო გვაქვს დაგროვილი, რიგითობის მიხედვით ვასრულებთ შეკვეთებს.
- ჭურჭლის გარდა აქსესუარებსაც ამზადებთ - თმის სამაგრებს, სამაჯურებს, საყურეებს...
- ჭურჭლის შემდეგ ყველაზე მოთხოვნადი თმის სამაგრები და სამაჯურებია. ბედნიერი ვარ, როცა ვხედავ, რომ ჩემი ნამუშვარი უკეთიათ. როცა ვამბობთ, რომ თიხით ვამზადებთ სამაჯურებს, თმის სამაგრებს, ცოტა იბნევიან, ვერ წარმოუდგენიათ, მაგრამ ეს თიხა გამოშრობის შემდეგ პლასტმასის მსგავსი ხდება და მარტივად არ ტყდება, არ ზიანდება.
- თქვენს Facebook გვერდზე არა მხოლოდ პოლიმერული თიხის, არამედ ხის ნამუშევრებიც ვნახე, ხეზეც მუშაობთ?
- ბოლო პერიოდში დავიწყეთ იმ ნიჭიერი ადამიანების შემოერთება, ვინც სხვადასხვა მასალაზე მუშაობს და არ აქვს საშუალება, წარადგინოს საკუთარი ნამუშევრები. მათ მიერ მოწოდებულ ნივთებსაც ვანთავსებთ ჩვენს მაღაზიასა, თუ Facebook გვერდზე და ვეხმარებით რეალიზაციაში. ხის ნამუშევრებიც მათია. მომავალში გვინდა, გავფართოვდეთ და შემოვიერთოთ ნიჭიერი ადამიანები. დიდი სურვილი გვაქვს, ერთ შენობაში, სხვადასხვა სართულზე გვქონდეს სახელოსნო და მაღაზია. ჩამოვაყალიბოთ პატარა სკოლა და ჩვენი ცოდნა გავუზიაროთ დაინტერესებულ პირებს, ან მოგვეცეს მასტერკლასების ჩატარების საშუალება. ეს იქნებოდა ჩვენი წამოწყების იდეალური განვითრება, ვნახოთ, როგორ მოვახერხებთ სისრულეში მოყვანას.
ციცი ომანიძე

კომენტარები