როგორ შეიძლება გამოიყენოთ ჩვეულებრივი რიყის ქვები

 

ჩვეულებრივი რიყის ქვები ნებისმიერი ადამიანისთვის ხელმისაწვდომი რამაა, თუმცა, ალბათ არ გიფიქრიათ, რამდენ რამეში შეიძლება მისი გამოყენება. სულ ცოტა ფანტაზიაა საჭირო და უამრავი რამის მოფიქრება შეგიძლიათ.

რიყის ქვები ეზოში
შეიძლება გამოიყენოთ აგარაკზე, სოფელში ან თუნდაც ქალაქში, სახლის ეზოში. რიყის ქვებით ლამაზად მოკირწყლული ეზო, თუ მერე ამ ქვებს შეღებავთ ან უფერო ლაქს გადაუსვამთ, საოცარ პეწს იძენს. შეიძლება, სულაც პატარა დეკორატიული ღობე შექმნათ ქვებით, ან პატარა აუზის გარშემო შემოაწყოთ, ქვებით გააკეთოთ კიბე, პატარა შადრევანი _ ბევრი იდეაა და შეგიძლიათ, საჭიროების მიხედვით აირჩიოთ.



ქვები

სახლის დეკორში
არანაკლებ პრაქტიკულად შეგიძლიათ გამოიყენოთ ქვები სახლში. განსაკუთრებით უხდება აბაზანის, ბუხრის კედელს, ოთახში ქვებით რომელიმე ერთი კედლის დეკორირებაც შეგიძლიათ. კიდევ სხვა იდეები, თუ როგორ გამოიყენოთ ის დეკორში, ფოტოებზე შეგიძლიათ იხილოთ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები