როგორ შეიძლება გააკეთოთ ლამაზი ბალიშის შემოსაკრავი მარტივად, ნემსის და ძაფის გარეშე

ხანდახან გვინდა ხოლმე რაღაც ნივთების განახლება და გალამაზება. სულაც არ არის აუცილებელი, ამისთვის ყოველთვის თანხები ვხარჯოთ და რაღაც ვიყიდოთ. შეიძლება, სახლში არსებული ერთი შეხედვით გამოუსადეგარი ნივთებისგან ძალიან ლამაზი რამეები გავაკეთოთ.

მაგალითად, ახლა ძალიან მოდურია დეკორატიული ბალიშები. სხვადასხვა პრინტის მქონე ნაჭრები თუ ძველი ტანსაცმელი ყველას აქვს სახლში. შეიძლება, ისინი შემოაკრათ და ორიგინალური ბალიშები გააკეთოთ. ხოლო თუ კერვა არ გეხერხებათ, ან უბრალოდ გეზარებათ, აქაც არსებობს გამოსავალი. ამ ფოტოებზე მარტივად არის ახსნილი, როგორ შეიძლება შემოაკრათ ძველ ბალიშს შალითა ნემსის და ძაფის გარეშე. საჭიროა

მხოლოდ ქსოვილი (ნებისმიერი, იქნება ეს ძველი მაისური, ძველი ჯემპრი და ა.შ.) და მაკრატელი.

ეს კი იდეები სხვაგვარი შალითებისთვის, რომლებიც მარტივად მზადდება.

 

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები