ეს 42 წლის ირაკლი თორიას ნამუშევრებია, რომლებიც ბევრს ხიბლავს. მართლაც, ძალიან დახვეწილი, მრავალფეროვანი და მრავალგვარია მის მიერ შექმნილი ვიტრაჟული დეკორი. ხელოვანი გვიამბობს, რამდენად რთულია ეს საქმე, როგორ აღმოაჩინა მხატვრული ვიტრაჟის ხელოვნება და როგორ ქმნის ნამუშევრებს.
- დავიბადე თბილისში, თუმცა ბავშვობა გავატარე აფხაზეთში. ომის დაწყების შემდეგ კვლავ თბილისში აღმოვჩნდი. განათლებით ეკონომისტი ვარ, ერთ-ერთ საინფორმაციო სააგენტოში კორესპონდენტად ვმუშაობდი, მაგრამ ყოველთვის მქონდა სურვილი, რაღაც ჩემი მეკეთებინა, რაც მომანიჭებდა სიამოვნებას და კმაყოფილებას. ეს საქმე აღმოჩნდა მხატვრული ვიტრაჟი, რომელიც მართალია რთულ და შრომატევადია, მაგრამ მისი შედეგი არა
მარტო მე მანიჭებს სიამოვნებას, არამედ დამკვეთს და დამთვალიერებელს.
- როდის დაინტერესდით მხატვრული ვიტრაჟით და როგორ აღმოაჩინეთ, რომ ეს თქვენი საქმე იყო?
- მხატვრული ვიტრაჟი ბევრჯერ შემხვედრია და მომწონებია, მაგრამ უშუალოდ დაინტერესება ტიფანის ტექნიკით იწყება 2010 წლიდან. ინტერნეტის საშუალებით გამოვიკვლიე ყველაფერი, რაც ჩემს მომავალ საქმეს ესაჭიროებოდა. დამჭირდა დრო მასალის მოსაძიებლად და ტექნიკის დასაუფლებლად, სულ რაღაც 3 წელი.
2013 წლიდან ნელ-ნელა დავიწყე ნამუშევრების გამოტანა გამოფენებზე, რამაც დიდი მოწონება დაიმსახურა.
- რამდენად რთულია ეს საქმიანობა, როგორია მუშაობის პროცესი?
- გამოფენაზე ბევრ დამთვალიერებელს გამოუთქვამს ამ ტექნიკის შესწავლის სურვილი, მაგრამ როცა ვუხსნიდი, თუ რა სირთულეებთან არის დაკავშირებული ეს საქმიანობა, ხვდებოდნენ, რომ ძალიან რთულია.
ზოგადად ეს ტექნიკა მოითხოვს დიდ ნებისყოფას, სიზუსტეს და შრომას.
დავიწყოთ მასალით. საქართველოში ტიფანის ტექნიკისთვის საჭირო მასალა არ იშოვება. ყველაფერი გამოსაწერია.
ძირითადად გამოიყენება ამერიკული წარმოების ფერადი მინა. სპილენძის ფოლგა, რომელიც ტიხრის როლს ასრულებს, 60-62% კალა, თითბერის მავთული, თითბერის და ტყვიის სპეციალური პროფილები, სპეციალური ქიმიური ხსნარები, როგორც დადუღებისთვის, ასევე შემდგომი დამუშავებისთვის.
ესკიზის შემუშავების მერე უნდა ამოიბეჭდოს მომავალი ვიტრაჟის ნახაზი ორ ეგზემპლარად. ერთი იჭრება თარგებად, ეს თარგი გადაგვაქვს ფერად მინაზე, ვჭრით, ვამუშავებთ და ვაწყობთ კომპოზიციას.
ამის მერე, ყველა ნაჭერი უნდა შეიფუთოს სპილენძის ფოლგაში და დადუღდეს ორივე მხრიდან. მზა ვიტრაჟი უნდა ჩაისვას პერიმეტრზე სპეციალურ პროფილში, რაც მთლიან ვიტრაჟს აძლევს სიმაგრეს. საბოლოოდ დადუღებული ვიტრაჟი მუშავდება შესაბამისი მჟავათი, რომელიც ტიხრებს აძლევს სხვადასხვა ფერს (შავი, ყავისფერი, დაძველებული მწვანე და ა.შ.).
- რა დრო სჭირდება საშუალოდ ერთი ნამუშევრის შექმნას და საიდან მოდის იდეა, შემოქმედებითი მუხტი?
- იდეის მოსვლის საკითხი უნდა გაიყოს ორ ნაწილად. პირველი, როცა აკეთებ ვიტრაჟს დამკვეთისთვის. ამ შემთხვევაში ვარკვევთ ადგილს, თუ სად უნდა განთავსდეს ნამუშევარი, უნდა იყოს გარკვეული პალიტრა და იდეის დონეზე რას მოისურვებდა დამკვეთი, რომ ენახა. ყოველივე ეს გკარნახობს, თუ როგორი უნდა იყოს ვიტრაჟი. ამის მერე მზადდება ესკიზის რამოდენიმე ვარიანტი და მიდის დეტალების დამუშავება საბოლოო შეთანხმებამდე.
მეორე, როცა შენ ქმნი რაღაცას პირადად შენთვის ან შენი ახლობლისთვის. აქ შთაგონების წყაროდ გემსახურება ყველაფერი, რაც ღმერთის მიერ არის შექმნილი ამ წუთისოფელში - ფლორა, ფაუნა, ბავშვები, გარემო, ფერები, ოღონდ შენებურად ნანახი.
რაც შეეხება დროს. საჭირო დროის განსაზღვრა რთულია. თუ საუბარი გვაქვს სუვენირებზე - დაახლოებით 1-3 დღე.
სანათი ალბათ - 7-10 დღე. ტიფანის სანათი - თვე-თვე ნახევარი, რადგან აქ საქმე გვაქვს ნაჭრების დიდ რაოდენობასთან (180 - 2000 ნაჭერი). 1 კვადატული მეტრის პანელის დამზადება დაკავშირებულია ნახატის სირთულესთან, შეიძლება 5-20 დღე დასჭირდეს.
- საკმაოდ პოპულარულია ბოლო დროს ვიტრაჟი ინტერიერში. თქვენ რას იტყვით ამაზე?
- ჩემი აზრით, მხატვრულ ვიტრაჟს არასდროს დაუკარგავს თავისი აქტუალობა. ის ყოველთვის გამოიყენებოდა მყუდრო, ჯადოსნური და დახვეწილი გარემოს შესაქმნელად, სადაც ადამიანს შეუძლია განმარტოვდეს და კონფორტულად იგრძნოს თავი.
ასევე მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ არის ხელნაკეთი და ექსკლუზიური. ჩვენ ვხედავთ, როგორ იზრდება მინის როლი თანამედროვე არქიტექტურაში, შესაბამისად ვიტრაჟის როლიც, არქიტეკტურის სხვადასხვა მიმდინარეობაში.
გაიზარდა ასევე ვიტრაჟის გამოყენების სფეროც. ფერადი მინისგან მზადდება: პანოები, სანათები, ვიტრაჟები კარისთვის თუ ფანჯრისთვის, ჭერში, ტიხრებში, ინტერიერში სხვადასხვა ადგილის დასაფარად, სუვენირებად და ა. შ.
- თქვენი გამოცდილებით, უფრო რაზეა მოთხოვნა, ვიტრაჟულ კარ-ფანჯარაზე თუ დეკორის სხვა ნივთებზე?
- მოთხოვნის უმეტესი ნაწილი მოდის სუვენირებზე, მერე - სანათებსა და პანელებზე. დიდ როლს თამაშობს ფასი, რადგან ვიტრაჟის დამზადებისას, როგორც უკვე აღვნიშნე, გამოიყენება ძვირად ღირებული მასალა.
- როგორ უნდა გაარჩიოს ჩვეულებრივმა მომხმარებელმა, რომელია მაღალი ხარისხის ნამუშევარი - მასალის მიხედვით და ასევე მხატვრული ღირებულებით?
- არის ვიტრაჟი კლასიკური, ტიფანის ტექნიკით შესრულებული, შუშის დნობის (Fusing) ტექნიკით შესრულებული. სამივე არის ძვირი სიამოვნება.
მაგრამ არის შედარებით იაფი ტექნიკაც. კერძოდ - მთლიან მინაზე ნახატის გადატანა საღებავებით და სპეციალური ფერადი ფირების გამოყენებით.
როცა არ იცი, როგორი უნდა იყოს ხარისხიანად შესრულებული ვიტრაჟი, რთულია მიიღო გადაწყვეტილება. ამიტომაც ვურჩევ ყველას, ვისაც სურვილი აქვს, შეიძინოს ფერადი მინისგან დამზადებული ხარისხიანი ვიტრაჟი ან სანათი, მოიძიოს ინფორმაცია ინტერნეტში. ამის გაკეთება ძალიან მარტივია, რადგან საკმარისადაა მოცემული შესაბამისი ინფორმაცია.
კარგად შესრულებული ვიტრაჟი უნდა შედგებოდეს შემდეგი მახასიათებლებისგან: ტიხარი არ უნდა იყოს სქელი, უნდა იყოს სუფთად დადუღებული, ნაჭრებიც შუშის ფაქტურის მიხედვით სწორად ამოჭრილი და დამუშავებული, ფერები სწორად შერჩეული, კომპოზიცია უნდა აღიქმებოდეს მარტივად.

კომენტარები