მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ლოქდაუნია გამოცხადებული და დროის უმეტეს ნაწილს შინ ვატარებთ, შეგვიძლია შიდაიზოლაციის მოსაწყენი დღეები ნაყოფიერად გამოვიყენოთ. ამაში ვლოგერი ნინო ჯანიძე დაგვეხმარება. ნინო გვასწავლის, საახალწლოდ როგორ მოვრთოთ სახლი გამორჩეულად, გემოვნებით და რაც მთავარია, ბიუჯეტურად. ნინო თავისი ვლოგის საშუალებით ასწავლის გამომწერებს, როგორ გააახლონ ავეჯი, დაამზადონ აქსესუარები, შექმნან სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთი, ინტერიერის დეკორაცია და ა.შ.
- პროფესიით ჟურნალისტი ვარ. რამდენიმე წელი ვიმუშავე ბეჭდურ მედიაში, შემდეგ გადავედი ერთ-ერთ საჯარო სამსახურში. ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან დიდი ბედნიერებაა, როდესაც ადამიანი მუშაობს, აკეთებს იმ საქმეს, რომელიც განსაკუთრებით ახლოსაა მის შინაგან სამყაროსთან, ინტერესებთან. სამწუხაროდ, დღეს ყველას არ აქვს ამის ბედნიერება. მეც ვიყავი ის ადამიანი, ვისი შინაგანი სამყარო და ინტერესებიც სრულიად აცდენილი იყო ერთმანეთს. ერთია, როდესაც ამას შენ თვითონ ხვდები და აანალიზებ, ხოლო მეორეა, როდესაც უკვე შენი გარშემო მყოფები გეუბნებიან ამას. საჯარო სამსახურში ჩემი თანამშრომლები მეუბნებოდნენ, რომ ვკარგავდი ყველაზე ძვირფას წლებს და ჩემს შემოქმედებით ნიჭს არ ვაძლევდი განვითარების საშუალებას. ამდენი შეძახილის შემდეგ გადავწყვიტე, სამსახურის პარალელურად დამეწყო რაიმე ისეთი საქმე, სადაც ჩემს შემოქმედებით უნარებს გამოვიყენებდი. სწორედ მაშინ შევქმენი ხელნაკეთი სამკაულების ბრენდი, რომელმაც ძალიან მოკლე დროში ბევრი ადამიანის გული მოიგო.
სამკაულებს ხელით ვქმნიდი, მთლიანად ჩემი დიზაინით. თითოეული ნამუშევარი იყო ექსკლუზიური და განსხვავებული დიზაინის. სამი წლის განმავლობაში ვქმნიდი ამ სამკაულს. ბოლოს მივხვდი, რომ მჭირდებოდა სიახლე. არ მინდოდა მხოლოდ ერთი მიმართულებით ვყოფილიყავი. მინდოდა დამეწყო ისეთი საქმე, რომელიც ყველაფერს მოიცავდა. საქმე, სადაც შევძლებდი, რომ ჩემი შემოქმედებითი ფანტაზიებისთვის შემესხა ფრთები. ამ ძიების პროცესში მივედი ვლოგერობამდე. გავაკეთე ჩემი ვლოგი ინსტაგრამზე, ასევე, გავაკეთე არხი იუთუბზე, სადაც გამომწერებს ვთავაზობ იდეებს, თუ როგორ შევქმნათ საკუთარი ხელით სხვადასხვა დეკორაცია, საყოფაცხოვრებო ნივთები, მათ შორის ავეჯი. რაც მთავარია, ვასწავლი, როგორ შევქმნათ ეს ყველაფერი დაბალი ბიუჯეტით. ნივთები, რომელიც დევს მაღაზიის დახლებზე და ღირს ძალიან ძვირი, მე ვთავაზობ ჩემს გამომწერებს ამ იდეებს, თუ როგორ უნდა გავაკეთოთ ეს ნივთები საკუთარი ხელით, დაბალი დანახარჯით.
გარდა იმისა, რომ ვლოგზე ვტვირთავ ვიდეოებს, როგორ შევქმნათ ახალი ნივთები, ასევე მაქვს რუბრიკა „ძველი ნივთების განახლება“. როგორ განვაახლოთ ძველი ავეჯი, ძველი დეორაციები და ა.შ. ვლოგის გაკეთების შემდეგ, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ვაკეთებ იმ საქმეს, რაც ზუსტად ჩემი შინაგანი სამყაროს გამოძახილია.
- რთული არ არის ვლოგერობა?
- შემიძლია ვთქვა, რომ ვლოგის წყალობით ჩემი ინტერესები, ჩემი ჰობი გარკვეულწილად დავუკავშირე პროფესიასაც, რადგან მგონია, რომ სწორედ ჟურნალისტიკამ მომცა ის ძალა, რომელიც სჭირდება ვლოგერს. ძალიან დიდი შიში უძღვის წინ ვლოგერის და ბლოგერის ჩამოყალიბებას. ფიქრობ, როგორ მიგიღებს საზოგადოება. ყველამ ვიცით, რომ საზოგადოება ძალიან კრიტიკულია ნებისმიერი სიახლის მამართ, ამიტომ ყველას გვაქვს შიში, თუ რას იტყვის მაყურებელი, მოეწონება თუ არა ის, რასაც ჩვენ ვთავაზობთ. ამიტომ ვფიქრობ, რომ სწორედ ჩემი პროფესია დამეხმარა, გადამედგა ეს ნაბიჯი.
- როგორც აღნიშნეთ ძალიან კრიტიკულები არიან მაყურებლები. თქვენ როგორ მოიგეთ მათი გულები?
- იმდენად მარტივად და მოკლე პერიოდში მოხდა ეს ყველაფერი, ჯერ კიდევ ვერ შევძელი ამის გააზრება. ვფიქრობ, რომ ეს არის ჩემი გულწრფელობის შედეგი. თითოეული გამომწერი მიცნობს ისეთს, როგორიც ვარ რეალურ ცხოვრებაში, როგორიც ვარ ჩემს შვილებთან, მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან. ამასთან მნიშვნელოვანია ვლოგის კონტენტი, რომელმაც დააინტერესა საზოგადოება. ეს დამეხმარა, რომ ასე მოკლე პერიოდში ჩემი ვლოგის გამომწერების რაოდენობა საკმაოდ გაზრდილიყო.
- როგორ ისწავლეთ ხელნაკეთი ნივთების შექმნა?
- ხელნაკეთი ნივთების შესაქმნელად რაიმე განათლება არ მიმიღია. უბრალოდ ბავშვობიდან ძალიან მიყვარს ხელსაქმე. დაახლოებით 10-12 წლიდან ვქმნიდი ხელნაკეთ ნივთებს. ჩემს ძმასთან ერთად გადაღებილი მაქვს ავეჯი, კედლები და ა.შ. ამასთან პატარაობიდანვე ვქარგავდი. ამიტომ ეს ყველაფერი ჩემთვის ახალი აღმოჩენა არ არის, უბრალოდ საჯარო სახე მივეცი. ვცდილობ ეს ყველაფერი ისე ვაჩვენო ადამიანებს, რომ მათაც შეძლონ დეკორაციების გაკეთება. ცხადია მეც ვუყურებ უცხოელ ბლოგერებს, მაინტერესებს მათი ტექნიკაც.
- საოცარი ნაძვის ხე გაქვთ. როგორ გაგიჩნდათ იდეა მსგავსი დიზაინის მქონე ნაძვის ხე დაგედგათ?
- ნაძვის ხის შექმნის იდეა წამოვიდა დაახლოებით ოთხი წლის წინ. მანამდე ჩვეულებრივი სტანდარული ნაძვის ხის ქვეშ მოვათავსე ჩემ მიერ დამზადებული მუყაოს სახლები, რომელიც მოვრთე და გავაფორმე საახალწლო თემატიკით. იმდენად საინტერესო აღმოჩნდა ეს ჩემთვის და ისე მომეწონა, რომ ძალიან ბევრი იდეა წამოვიდა, განსხვავებულად გამეფორმებინა ნაძვის ხე. მომდევნო წელს კიდევ რამდენიმე სახლი დავამატე და მივხვდი, რომ ამ სახლების მხოლოდ ნაძვის ხის ქვეშ განთავსება არ მაკმაყოფილებდა. დავიწყე ფიქრი კონსტრუქციაზე, სადაც მთლიანად მოვათავსებდი ჩემს ხელნაკეთ სახლებს და შევქნიდი საოცარ სამყაროს.
იმავე წელს შევუკვეთე ხის საამქროში კონსტრუქცია და ზედ განვათავსე მუყაოსგან დამზადებული სახლები. ისე მოხდა, რომ შენახვისას მუყაოს სახლებმა გარკვეული დეფორმაცია განიცადა, ამიტომ მივხვდი, რომ უნდა გამეუმჯობესებინა ხარისხი, მასალა, განათება და ა.შ.
- რთული არ არის ამ ნაძვის ხის აწყობა?
- სხვათა შორის, არა. რთული იყო იმ მხრივ, რომ უნდა ამეწია სათითაო სახლი, შიგნით მომეთავსებინა ნათურა და ისე გამენათებინა. ამიტომ დავიწყე გაუმჯობესებაზე ფიქრი. სახლები გავაკეთებინე ფანერისგან. კომპანიას შევუკვეთე, რომელმაც დამიჭრა ეს ფანერები და შემდეგ ჩემი ხელით, ჩემი დიზაინით ავაწყვე და საახალწლოდ მოვრთე. რაც შეეხება კონსტრუქციას, ისიც მთლიანად შევცვალე და იქ ჩავამონტაჟებინე განათება. ახლა უფრო მარტივად, დენის წყაროში შეერთებით მთლიანად ნათდება ნაძვის ხე. დღეს ვფიქრობ, რომ ეს ნაძვის ხე ერთ-ერთი მიზეზი გახდა იმის, რომ მე დავიწყე დიაივაი ვლოგერობა.
- თქვენს ნაძვის ხეს გამოფენებშიც აქვს მონაწილეობა მიღებული...
- დიახ, ნაძვის ხე არაერთ გამოფენაზე და კონკურსზე გავიტანე. როდესაც ნაძვის ხე გავიტანე გამოფენაზე, მისი გაცნობის შედეგ ბევრმა ადამიანმა მომწერა, თუ როგორ იყო კონსტრუქცია აწყობილი, როგორ ვაკეთებდი სახლებს და ა.შ. მივხვდი, რომ თუ გავაკეთებდი ვლოგს, სადაც ადამიანებს ავუხსნიდი, რას როგორ ვაკეთებ, საინტერესო და ნაყოფიერი იქნებოდა ეს ყველაფერი. და ასეც მოხდა, რაც ძალიან მაბედნიერებს.
ეს კი ნინოს საახალწლო დეკორაციები
მერი ბლიაძე