როგორ შეიძლება გააკეთოთ კაბა ჩვეულებრივი აბრეშუმის თავსაფრებით?

მალე მოვა ზაფხული და წლის ყველაზე მოდური ჰიტის, ჭრელა-ჭრულა თავსაფრების დროც დადგება. ახლა მოდურია არა მხოლოდ მათი თავზე წაკვრა, არამედ მათგან შექმნილი კაბები და სარაფნებიც. კარგია, რომ გაკეთება თავადაც შეგიძლიათ, სხვათა შორის, მათაც, ვისაც კერვა არ ეხერხება. რადგან არის ვარიანტები, რომლებსაც ნემსი და ძაფიც არ სჭირდება.
მაგალითად, ამ ვარიანტს მხოლოდ ორი დიდი თავსაფარი და ქამარი დასჭირდება. უბრალოდ, თავსაფრების კუთხეები მხრებთან უნდა გადაკვანძოთ და დასრულებული ვარიანტი ქამრით შემოიკრათ.

თუ ნემსსა და ძაფსაც მოიშველიებთ, უფრო დახვეწილ ვარიანტებსაც მიიღებთ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები