ბევრ ადამიანს ძალიან მოსწონს ძველებური ბროლის ჭაღი, ზოგს კი აღიზიანებს. ზოგისთვის ეს ნივთი საბჭოთა გადმონაშთია, ზოგისთვის კი - ვინტაჟური ელემენტი. ერთი სიტყვით, ვისაც ხიბლავს და უნდა, რომ ჰქონდეს, მათთვის საინტერესო რჩევები გვქვს, თუ როგორ აღადგინონ ბროლის ჭაღი და შთაბერონ მას მეორე სიცოცხლე.
პირველ რიგში ჭაღი აუცილებლად უნდა ჩამოიღოთ ჭერიდან და მოსახერხებელ ადგილას დაკიდოთ მოსახერხებელ სიმღლეზე, რათა ფრთხილად მოხსნათ სათითაოდ ბროლის ნაწილები.
ამის შემდეგ ვხსნით მეტალის ნაწილებს და ვალაგებთ ცალკე. ბროლის ნაწილებს ვალაგებთ დიდ თასში, რომელშიც მოთავსებული იქნება სარეცხი საშუალება. თბილ
წყალში 15-20 წუთით ვაჩერებთ.
შემდეგ ეტაპი ძველი კბილის ჯაგრისით ბროლის ნაწილებიდან ჭუჭყის მოშორება და სუფთა წყალში საგულდაგულოდ გავლებააა.
ამის შემდეგ იწყება თავად კორპუსის გაწმენდა.
უხეში ქაღალდით ვამუშავებთ კორპუსს და შემდეგ კარგად ვწმენდთ სპირტიანი მიკროფიბრის ტილოთი.
მსოლოდ ამის შემდეგ გადავდივართ ძირითადი ნაწილის შეღებვაზე. უმჯობესია ეს ბალონის საღებავით გააკეთოთ. ასე ის უფრო მალე შრება და ბევრად მარტივი პროცესიც არის, ვიდრე ფუნჯით ღებვა.
ბოლოს ვიღებთ დამაკავშირებელ რგოლებს და ვაკავშირებთ ბროლის ნაწილებს ძირითად კორპუსს.
დაველოდოთ, როდის გაშრება კორპუსი კარგად და დავკიდოთ ჭაღი ჭერზე. ფერი ისეთი შეგიძლიათ მისცეთ, როგორიც გსურთ და ექსპერიმენტებიც ჩაატაროთ. კუნწულების რაოდენობის შემცირებაც შეგიძლიათ, თუ ახლებური დიზაინით დაინახავთ ძველებურ ჭაღს.