ნინო ლომიძე გახლავთ ადამიანი, რომელსაც ალბათ ყველაფერი გამოსდის. კერავს, ქსოვს, ისწავლა თექაზე, გობელენზე მუშაობა, თუმცა ბოლომდე არ გაჰყვა ამ საქმეს. დაინტერესდა მინანქრით და 8 წელი აქტიურად აკეთებდა სამკაულებს, თუმცა ჯანმრთელობის პრობლემის გამო საყვარელ საქმეზე უარის თქმა მოუხდა. შემდეგ მოულოდნელად დაეღუპა მეუღლე, იყო დიდი ტკივილი, სევდა, ნერვიულობა... მაგრამ ნელ-ნელა ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა და ხელი მოჰკიდა საქმეს, რომელიც დეპრესიიდან გამოსვლაში დაეხმარა. ახლა ულამაზეს სანათებს ამზადებს.
- ხელსაქმე, ხატვა, ბავშვობიდან გაინტერესებდათ?
- მამაჩემი სამხატვრო აკადემიის პროფესორი იყო და ხელოვნებასთან სულ ახლოს ვიყავი,
თუმცა არ ვხატავდი, ამიტომაც მამამ მითხრა, - გამორიცხულია, ნინიკო, შენ აკადემიაში ჩააბაროო. ჩემი აბიტურიენტობის დროს სამხატვრო აკადემიაში ასე მარტივი არ იყო ჩაბარება, 2 ადგილი იყო და მსურველი - ათასი, გარდა ამისა, ხატვას ისწავლი - ეს ცნება არ არსებობდა. მთელი ცხოვრების მანძილზე, ფერწერის გარდა, შევეხე ხელოვნების სხვადასხვა სფეროს, დავდიოდი თექაზე, გობელენზე, მაგრამ ალერგიისა და სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ გავაგრძელე ეს საქმე. ერთადერთი, სადაც არ მივლია, ეს იყო კერამიკა, არადა ძალიან მინდოდა. არ მინდა ხამამაღალ ნათქვამად ჩამითვალოთ, მაგრამ საკმაოდ ხელმარჯვე ვარ (იცინის), ბევრი რამე გამომდის. დაახლოებით 20-21 წლის წინ მინანქრის ბუმი რომ დაიწყო, სრულიად შემთხვევით ჩემს მეგობართან სახელოსნოში მივედი, რომელიც ტიხრულ მინანქარზე მუშაობდა. იმდენად მომეწონა ეს პროცესი, მასთან შევისწავლე ეს საქმე, შევიძინე ყველანაირი დანადგარი, რაც მინანქრისთვის საჭირო იყო და დაახლოებით 8 წელიწადი ვიმუშავე ტიხრულ მინანქარზე. ვაკეთებდი სამკაულებს, ვიღებდი გამოფენებში მონაწილეობას, ძალიან კარგი პერიოდი იყო. არ მყავდა დამხმარე, დამუშავებას, დაპრიალებას და ზოგადად ყველაფერს თავად ვაკეთებდი. მინანქარს რომ წვავ, საკმაოდ დიდი რაოდენობის ტყვია გამოიყოფა, რის გამოც პირბადით მუშაობაა აუცილებელი. მე ვერ შევძელი პირბადით მუშაობა და ფილტვებზე პრობლემა შემექმნა, ექიმმა მითხრა კიდეც, სავარაუდოდ ტყვია გაქვს ჩამჯდარი ფილტვებში, რომელიც არასდროს ამოვა, ამის გამო უარის თქმა მოგიწევს შენს საქმეზეო. სხვა გზა არ იყო, შევეშვი მინანქარს, მაგრამ არ გავჩერებულვარ, ხან რას მოვკიდე ხელი, ხან - რას, ვქსოვ, ვკერავ და ა.შ.
- მინანქრის შემდეგ დაიწყეთ სანათების კეთება?
- დიახ, ძალიან მომინდა კლასიკურ ვიტრაჟზე მუშაობა, მაგრამ ჩემმა მეგობარმა დეტალურად განმიმარტა ვიტრაჟზე მუშაობის სირთულეები და მითხრა, იმხელა ძალას მოითხოვს, გამორიცხულია შენ აკეთო, ამას კაცის ხელი და ძალა სჭირდებაო. იმდენად მომწონდა ეს საქმე, ვეძებე სხვადასხვა გზა, იუთუბში ვიდეოებს ვუყურებდი და მივაგენი ვიტრაჟის იმიტაციას. დავინტერესდი და ვეცადე, დამეწყო ამ ტექნიკით მუშაობა, ჩემმა მეუღლემ ესპანეთიდან ჩამომიტანა საღებავები... თუმცა მოულოდნელად გარდამეცვალა ახალგაზრდა მეუღლე და ისეთი დეპრესია დამემართა, ეგონათ, რომ გადავყვებოდი. ვსვამდი ანტიდეპრესანტებს, ვმკურნალობდი... ერთ მშვენიერ დღეს გადმოვიღე ჩემი მეუღლის ჩამოტანილი საღებავები და დავიწყე მინაზე ხატვა, ოღონდ ვხატავდი ისტერიკულად, გაუჩერებლად. ნაჭრის აბაჟურებს მანამდეც ვაკეთებდი, ჰოდა, უცებ მოვიფიქრე, რომ გამეკეთებინა სანათები. ასე ავიღე სტარტი და დღემდე ვმუშაობ სანათებზე. ალბათ ამ საქმისთვის რომ არ მომეკიდა ხელი, კიდევ დიდხანს ვერ გამოვიდოდი მდგომარეობიდან.
- თქვენს სანათებს ხის კონსტრუქცია აქვს, ამაზეც თქვენ მუშაობთ?
- ხის კონსტრუქციას ჩემი ახლობელი მიკეთებს, თუმცა იქიდან მომაქვს „შიშველი“ ხე, მერე ვამუშავებ და უნდა ნახოთ, რა ხდება ამ დროს ჩემს სახლში (იცინის). შემდეგ ვღებავ და ჭრილების მიხედვით ვაჭრევინებ მინას, რომელზეც ვხატავ საღაბავებით. თანდათანობით ჩემი ტექნოლოგია შევიმუშავე. მე გამჭვირვალე და წყალწყალა ფერები არ მომწონს,კლასიკურად ვიტრაჟის იმიტაციით ვმუშაობ, ჯერ ერთ ფენა წებოს ვუსვამ, ვადებ ნაჭერს ან ტილოს, აი, მაგალითად, ოთხუჯრიან ტორშერს დადებული აქვს მარლა და ზემოდანაა დახატული და ისეთ ეფექტი აქვს, თითქოს ტილოზეა ნახატი.
- შეკვეთებზე მუშაობთ?
- არ მიყვარს შეკვეთების აღება. ვაკეთებ იმას, რაც მსიამოვნებს და რაც მომწონს. შემდეგ ადამიანები ყიდულობენ ისეთს, როგორსაც მე ვახვედრებ.
ციცი ომანიძე

კომენტარები
დანარჩენი უხვად აქვს ღმერთისგან ბოძებული????????????????
ვერ ვიტყოდი მარტო მამის დედა ყავდა ეთერი დეიდა საოცრად ხელმარჯვე ყველაფერი ტომ გამოსდიოდა
გენი არ იკარგება წარმატება მინდა ჩემ საყვარელ ნიჭიერ გოგოს ვუსურვო ამ საქმეში და იღბალიც ❤