როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ძველი ტუმბო

ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია იმაზე, რომ არ ღირს ყველა ძველი ნივთის თავიდან მოშორება და გადაგდება. ზოგიერთი მათგანი მართლაც გამოსადეგია, თავისუფლად შეიძლება მას ახალი სიცოცხლე მივანიჭოთ და ამავდროულად ძალიან ორიგინალური და ექსტრავაგანტული ნივთის მფლობელიც გავხდეთ.
აი, მაგალითად ავიღოთ ძველი ტუმბო, ერთი შეხედვით აბსოლუტურად უვარგისი, თუმცა ცოტა მონდომების და ფანტაზიის ხარჯზე მივიღეთ ძალიან საინტერესო და ორიგინალური აბაზანის ავეჯი.


რეტრო სტილის ეს ტუმბო ამ კონკრეტულ შემთხვევაში გამოყენებულია, როგორც აბაზანის ნიჟარის სადგამი. უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი ტიპის კომპლექტები მაღაზიებში საკმაოდ ძვირი ღირს.

ტუმბო, რა თქმა
უნდა, სათანადოდ დამუშავდა, პირველ რიგში მოძვრა ზედაპირი, შემდეგ აიფხიკა დამსკდარი ლაქი, საგულდაგულოდ გაშალაშინდა და გამზადდა შესაღებად.

აუცილებლად გასათვალისწინებელი მომენტი იყო ის, რომ ტუმბო ძველი იყო, შესაბამისად მორყეული და ვერ გაუძლებდა კერამიკულ კონსტრუქციას სათანადო გამაგრების გარეშე. ასევე აყურადღბო იყო მისი სიმაღლეც, რაც ასევე გამოსწორდა და ამაღლდა.


მსურველებს და დაინტერესებულ პირებს გვინდა შევახსენოთ, რომ თუ მსგავსი ტიპის სამუშაოების ჩატარებას თავად აპირებენ, მოუწევთ ქიმიური მასალების გამოყენება, რაც აუცილებლად ისეთ შენობაში უნდა გაკეთდეს, რომელიც კარგად ნიავდება.

საბოლოო შედეგი ნამდვილად ღირს წვალებად, როგორც თავად ხედავთ, გამოვიდა მშვენიერი აბაზანის ავეჯი და ნამდვილად შექმნა დახვეწილი დიზაინი.




კომენტარის დამატება