ტიხრის საშუალებით ინტერიერში შეიძლება შექმნათ დამოუკიდებელი ზონა მოსასვენებლად, სამუშაოდ, დასაძინებლად. თუ სურვილი გაქვთ, ამის გაკეთება ძვირად ღირებული დიზაინერული შირმების გარეშეც არის შესაძლებელი.
სულ ცოტა ფანტაზია და დეკორის უჩვეულო ნივთი მზად არის.
ძველი კარები
თუ სახლში ახალი კარი დაამონტაჟეთ, ნუ იჩქარებთ ძველი კარების გადაყრას, მით უმეტეს, თუ ნატურალური ხის არის. გააცილეთ მას ლაქი, გადაღებეთ და მშვენიერი ტიხარი სახლისთვის მზად არის.
ასეთი კონსტრუქციით სახლში თავისუფლად არის შესაძლებელი სამუშაო ან მოსასვენებელი ადგილის ზონირება, განსაკუთრებით სტუდიოს ტიპის ბინაში.
ვინილის ფირფიტები
უბრალოდ შეხედეთ, რა ლამაზი
რამის გაკეთებაა შესაძლებელი ძველი ვინილის ფირფიტებით, არადა, რამდენ ოჯახში ინახება ისე, რომ ვერავინ ვერაფერში იყენებს.
მეტი სინათლე
თუ ოთახი ბნელია, ზონირება კი - აუცილებელი, შეგიძლიათ გამოიყენოთ კონსტრუქცია, რომელსაც ექნება უნარი გაატაროს სინათლე, აი, მაგალითად მსგავსი კონსტრუქცია, მსუბუქი ფიცრებით, როგორსაც ფოტოზე ხედავთ.
დაფა შემოქმედებისთვის
ბავშვებს ძალიან მოეწონებთ ტიხარი, რომელზეც შეიძლება ხატვა. საამისოდ დაგჭირდებათ სპეციალური ფანერა და გრიფელის საღებავი. ასეთი დეკორი ძალიან მოუხდება ბავშვის ოთახის სიმბოლურ ზონირებას, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ბავშვები სხვადასხვა ასაკის არიან.
შპაგატის კედელი
ეს ჰაეროვანი კედელი ეკო სტილის ან ნატურალიზმს დაამშვენებს.
ხის მაქმანები
ასეთი ხის მაქმანებიანი კონსტრუქცია ძალიან ესთეტიურად და ლამაზად გამოიყურება და სინათლესაც თავისუფლად ატარებს.
ორი ერთში
მცირეგაბარიტიანი ბინების მფლობელებმა კარგად იციან, თითოეულ სანტიმეტრს ოქრის ფასი რომ აქვს. თუ არ არის იმის საშუალება, რომ სივრცის ზონირება ტიხრით მოახდინოთ, შეარჩიეთ კონსტრუქცია ორი ერთში, მაგალითად საწოლის თავი ან თუნდაც წიგნების სტელაჟი.