სახლში ძველი კარი გაქვთ, მის გამოსაცვლელად სახსრები არ ყოფნით, არადა, განახლებას საჭიროებს? ნუ დაღონდებით. გამოსავალი არსებობს. ჩვენ რჩევებს თუ მიჰყვებით, შეგიძლიათ თქვენი ძველი კარი ინტერიერის აქცენტად, შედევრადაც კი აქციოთ.
როგორ შევღებოთ სწორად
იცი, რატომ ეტყობა ხოლმე კარს, რომ გადაღებილია? იმიტომ, რომ ეს პროცედურა გარკვეული წესების დარღვევით ჩატარდა. სანამ კარს გადაღებავთ აუცილებლად უნდა ჩატარდეს გარკვეული სამუშაოები, კარის ზედაპირი უნდა დამუშავდეს, აღმოიფხვრას ზედაპირული ხარვეზები.
კიდევ ერთი საკვანძო მომენტი, კარის შესაღებად შეარჩიეთ არა ფუნჯი, არამედ საგორავი შესაღები ინსტრუმენტი. ასე ზედაპირი თანაბრად და აკურატულად
შპალერი კარზე ძალიან რეალური გადაწყვეტილებაა
ეს ძალიან ჩვეულებრივი გადაწყვეტილებაა, დეკორატიულ კარი ძალიან ეფექტური შეიძლება იყოს ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ შპალერი კარს მჭიდროდ და თანაბრად შემოეკვრება. თუ ფლიზელინის შპალერს გამოიყენებთ გირჩევთ ზედაპირი დამატებით დაამუშავოთ აკრილის ლაქით.
მოხატული კარი
მოხატული კარი მართლაც საუცხოო სანახავია იმ შემთხვევაში, თუ ოსტატმა კარგად იცის თავისი საქმე. თუ არ გაქვთ ხატვის ნიჭი და არც მხატვარი გყავთ ვინმე, შეგიძლიათ გამოიყენოთ ტრაფარეტები.
სარკე კარზე
დღესდღეობით ბაზარზე არის ძალიან მსუბუქი აკრილის სარკეები, რომელიც თავისუფალად შეგიძლიათ დაკიდოთ კარზე. შგიძლიათ ასევე გამოიყენოთ არა მთლიანი სარკე, არამედ დრეკადი სარკის მოზაიკა. ძალია ეფექტური იქნება.
თვითმწები
ესეც კარის განახლების კიდევ ერთი საკმაოდ იაფი საშუალებაა, თუმცა საკმაოდ ეფექტური. მსგავსი მასალა შეგიძლიათ შეარჩიოთ სადა ან ფერადი. თუმცა აითვალისწნეთ, რომ წებოვანი ფენის დაწებებამდე კარი კარგად უნდა გაიწმინდოს.
ვინტაჟური დეკუპაჟი
რატომაც არა, მით უმეტეს, რომ დღეს ბაზარზე ვინტაჟური დეკუპაჟის ძალიან მრავალფეროვანი არჩევანია. გარდა ამისა შეგიძლიათ გამოიყენოთ რუქები, წიგნის ფურცლები, სანოტო რვეულები და ა.შ. ეს ძალიან ორიგნალური გადაწყვეტილებაა.
ჭერის დეკორი კარზე
თუ თქვენი კარის ცენტრია დაზიანებული, შეგიძლიათ გამოიყენოთ ჭერის დეკორი.
ცარცის დაფა
არ არის აუცილებელი კარზე მაინცდამაინც გრიფელის დაფა დაკიდოთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ გრიფელის საღებავი. ასეთ ზედაპირზე თავისუფლად შეგიძლაით დაახატინოთ ბავშვებს.
ხელნაკეთი შედევრები კარზე
ვისაც ხელნაკეთი ნივთები იზიდავს და გამოსდის კიდეც საკუთარი ხელით შედევრების შექმნა, შეუძლია ე.წ. ჰენდ მეიდი კარი ჰქონდეს. ეს ექსკლუზივი მხოლოდ მისი საკუთრება იქნება.