ჩვენი მკითხველი უკვე იცნობს ვლოგერ ნინო ჯანიძეს, რომელიც საინტერესო ვიდეოებს იღებს და გამომწერებს სახლის, ავეჯის განახლებას, დეკორაციების შექმნას ასწავლის. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ნინო ყოველთვის ცდილობს, ადამიანებს ბიუჯეტური რჩევები გაუზიაროს. ამჯერად ის კიდევ ერთ საინტერესო იდეას გვთავაზობს - როგორ ვაქციოთ ოთახის კედელი სახატავ დაფად.
- როგორ და რატომ გაგიჩნდათ იდეა, საბავშვო ოთახის კედელი სახატავ დაფად გექციათ?
- მსგავსი დაფის იდეა წლების წინ ვნახე ერთ-ერთ საიტზე და მაშინვე ისე აღვფრთოვანდი, რომ დავიწყე ძიება, მაგრამ სამწუხაროდ, ვერსად ვნახე, დროთა განმავლობაში კი გადამავიწყდა. შემდეგ
მოხდა ისე, რომ ჩემი რუბრიკისთვის ვიღებდი ძველი ავეჯის გადაკეთების სხვადასხვა მასტერკლასს, მოვხვდი ერთ-ერთ მაღაზიაში, სადაც სწორედ ეს დაფის საღებავი აღმოვაჩინე. რა თქმა უნდა, მაშინვე ვიფიქრე, რომ ამაზე უნდა გადამეღო ვიდეო. მჯეროდა, რომ ეს თემა ჩემთან ერთად ბევრს დააინტერესებდა და მართლაც ასე მოხდა.
ბევრი არ მიფიქრია, სად უნდა გამეკეთებინა ეს დაფა, თავიდანვე ვიცოდი, რომ ბავშვის ოთახში უნდა შემეღება კედლის გარკვეული მონაკვეთი. თუმცა, შესაძლებელია მსგავსი დაფა გაკეთდეს სამზარეულოში, ასევე - სამუშაო კაბინეტში და ა.შ. თუმცა ჩვენთან ბავშვების ოთახში გადაწყდა. თავიდან ცოტა შემეშინდა, კედელზე ამხელა შავი ლაქა რამდენად მოუხდებოდა, ხომ არ ჩააბნელებდა ოთახს, მაგრამ სურვილი იმდენად დიდი იყო, ბევრი არ მიყოყმანია, ავდექი და გადავღებე სასწრაფოდ.
- რა მასალა გამოიყენეთ მუშაობის დროს?
- დაფის შესაქმნელად დამჭირდა გრუნტი, რომელიც დაფის საღებავთან ერთად შევიძინე. გრუნტის წასმის და გაშრობის შემდეგ გადავუსვი ორი ფენა საღებავი. თითოეული ფენის გაშრობის შემდეგ ვუსმევდი მეორე ფენას და დაველოდეთ ათი დღის განმავლობაში, რათა საღებავს მიეღო დაფის ეფექტი. თუ ათ დღემდე მოხდება დაფის მოხატვა, გაწმენდა, ამ შემთვევაში დაფას გაუჩნდება სიძველის ეფექტი. თუმცა მე ეს არც მიცდია, რადგან ვიცოდი, რომ მინდოდა კარგი შავი დაფა.
- რა დრო მოანდომეთ კედლის სრულად გამზადებას?
- გრუნტის და დაფის საღებავის წასმას დასჭირდა ორი დღე. როცა საღებავს ვუსვამთ ზედაპირზე, აუცილებელია გაშრეს. კარგად უნდა იყოს გამშრალი გრუნტის ფენაც. სწორედ ამისთვის დასჭირდა ორი დღე. დაახლოებით 4-6 საათი უნდოდა თითოეული ფენის გაშრობას, ხოლო როგორც უკვე გითხარით, საღებავის წასმის შემდეგ დაველოდე ათი დღე. ათი დღის შემდეგ უკვე თავისუფლად შეიძლება მასზე ხატვა.
რაც შეეხება თანხას, ჯამში, მხოლოდ გრუნტი და საღებავი დამიჯდა 100 ლარი, ამას დამატებული ლილვაკი და ფუნჯი.
- ბავშვებს როგორ მოეწონათ და რამდენად ნაყოფიერად იყენებენ?
- ბავშვებს ძალიან მოეწონათ და რაც დრო გადის, უფრო და უფრო მოსწონთ. ხშირად ყველა ერთად ვთამაშობთ და სხვადასხვა ნახატს ვხატავთ. საკმაოდ კარგად ვერთობით. თავდაპირველად ჩემმა გოგონამ არ ისურვა ოთახში შავი კედელი, რადგან მაინც ნათელი, ვარდისფერი მისწონს, თუმცა შემდეგ ძალიან კმაყოფილი დარჩა.
- ინტერიერს მოუხდა?
- ის შიში, რომ შავი ლაქა ოთახს დააბნელებდა, არ გამართლდა. დაფა ძალიან მოუხდა ინტერიერს და საინტერესო დეტალი გამოჩნდა ოთახში დაფის დეკორის სახით.
მერი ბლიაძე