საახალწლო სამზადისი აქტიურ ფაზაში შევიდა. რა ტენდენციებია 2023 წელს დეკორში, როგორ უნდა მოვრთოთ ნაძვის ხე, გავაფორმოთ ინტერიერი, ასევე, რამდენად აქტუალურია ხელნაკეთი ნივთები, ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე ცნობილი ხელოვანი თაკო მეგრელიძე გვესაუბრება.
- მე ვარ ერთი ხელოვანი გოგო, რომელსაც ჰყავს სამი არაჩვეულებრივი შვილი და ქმნის ლამაზ ხელნაკეთ ნივთებს. ახლა ეს პერიოდი მხოლოდ საახალწლო აქსესუარებს და დეკორაციას ვქმნი და ინტერიერებს ვაფორმებ საახალწლოდ. ერთი სიტყვით, საახალწლო ფუსფუსში ვართ მთელი ოჯახი. რადგან სახლში მაქვს სახელოსნო და ბავშვებიც აქტიურად მყავს ჩართული ჩემს სამუშაო პროცესებში,
ჩვენც ვხალისობთ და თან ძალიან ბევრ ადამიანს ვუქმნით საახალწლო განწყობას, ვულამაზებთ გარემოს. მიტაცებს ხატვა, პერიოდულად ვხატავ. როცა მაქვს საშუალება, ვუკრავ ფორტეპიანოზე კლასიკას, ასევე გიტარაზე, ჩემთვის ვმღერი და ძალიან ხშირად ვცეკვავ. ეს ყველაფერი უკავშირდება მუსიკას, რომლითაც ვსულდგმულობ, ძალიან მავსებს და დიდ ენერგიას მაძლევს სამუშაოდ.
ხელნაკეთი ნივთების დამზადება 2002 წლიდან დავიწყე, ესეც საახალწლო დეკორაციას უკავშირდება. საახალწლოდ ვამზადებდი ბარაქის თეფშებს, მერე პირველი შვილი რომ გამიჩნდა, დავანებე თავი და აი, მეორე რომ მყავდა უკვე, მაშინ მოვიდნენ მუზები და დავიწყე ტყავზე და ბეწვზე მუშაობა. ჩანთებს ვაწყობდი და ბეწვით ვაფორმებდი, მერე სამკაულზე გადავედი, ნატურალურ ქვებთან ურთიერთობა ძალიან მხიბლავს დღემდე. სამკაულის მერე ნაქსოვ აქსესუარებზე დავიწყე მუშაობა, ქუდები, შარფები, ყაბალახები, ხელთათმანები, ტყავით გაფორმებული ნაქსოვი ჩანთები და ნაქსოვი ყელსაბამები… მერე ისე მოხდა, რომ ჩემს ცხოვრებაში დიდი გარდატეხა მოხდა. მეუღლეს დავშორდი, დასრულდა 14-წლიანი ურთიერთობა და ზუსტად ამ დროს დავიწყე ხატვა. სწორედ ხატვა იყო ის, რამაც გადამატანინა ეს სირთულეები. ზუსტად იმ პერიოდში სამხატვრო აკადემიაში არსებულ უწყვეტ განათლების ცენტრში გავიარე მოდის დიზაინის კურსი და ამის მერე უკვე აქტიურად დაიწყო ჩემი შემოქმედებითი განვითარება, წინსვლა. ბევრი სირთულე ახლდა თან ამ ყველაფერს, მაგრამ ვთვლი, რომ ღირსეულად გადავლახე ყველა სირთულე. მალევე მე და ჩემმა ვაჟმა ერთობლივი პერსონალური საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა მოვაწყეთ, რომელსაც ერქვა „სიკეთე ყველაფერში“ და დავეხმარეთ შვიდშვილიან ოჯახს. შემდეგ წელს უკვე ფოლკლორის ცენტრში გვქონდა ისევ პერსონალური გამოფენა „დედა-შვილი ფერები“ და აი, მერე ტრადიციად ვაქციეთ, რომ იმ შვიდშვილიან ოჯახს ვეხმარებით. ბარბარობა დღეს ერთ-ერთი ბავშვის დაბადების დღეა, მივდივართ, ვულოცავთ და ვეხმარებით როგორც შეგვიძლია.
- უფრო ხშირად რა მასალებს იყენებთ ხელნაკეთი ნივთების შესაქმნელად და რამდენად რთულია სამუშაო პროცესი?
- ეს ბოლო პერიოდი ჩემი საახალწლო ნამუშევრები ძალიან მოთხოვნადია. გაზაფხულიდან ვიწყებ მასალის მოძიებას, ძირითადად ბუნებრივ მასალას ვაგროვებ, სხვადასხვანაირ გირჩებს, ხის ნაჭრებს, ფესვებს, უცნაურ ტოტებს, მცენარეებს, რომელიც გამხმარ მდგომარეობაში მყარია. ამიტომ მე და ბავშვები ხშირად ვსეირნობთ ტყეში, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამომაქვს მასალა. ზაფხულში ზღვაზე ვისვენებ, მამას სახლი აქვს სანაპიროზე და იქიდან ჩამომაქვს უამრავი საინტერესო მასალა. ჩემს ნამუშევრებში გამოყენებულია ბუნებრივი და არაბუნებრივი მცენარეები და ქვები. ამ ბოლო დროს ხეს ვიყენებ აქტიურად.
- ყველაზე რთული ნამუშევარი რა შეგიქმნიათ?
- ჩემი ყველაზე დიდი და რთული ნამუშევარი არის დეკორატიული სანათი „სიყვარულის დედოფალი“ - ესე დავარქვი მას. დაახლოებით 155 სმ არის სიმაღლეში და განიც არ აქვს პატარა, კაბის ფორმა აქვს სანათს, ხის კარკასია ქვედა მხარე, რომელსაც ორი განათება უყენია და ზედა ნაწილი რკინის ბიუსტი შედუღების აპარატით არის დამუშავებული, ხანგრძლივი პროცესი იყო მისი აწყობა. განსაკუთრებულად მიყვარს და ვთვლი, რომ ცოცხალი არსებაა. ხშირად ველაპარაკები და კარგად იცნობს ჩემს ცხოვრებას. თუ გავყიდი მას აუცილებლად მინდა რომ ძალიან ღირსეული მფლობელი ჰყავდეს, რომელიც შეიყვარებს ამ გოგოს. ლამაზი გარემო და სივრცე სჭირდება რომ მერე გააჯადოსნუროს იქაურობა.
- როგორი ნაძვის ხეა წელს მოდური?
- რაც შეეხება მოდას და ტენდენციებს, მინდა გითხრათ, რომ მე ნაკლებად ვითვალისწინებ ამას. ყოველთვის ასე ვიყავი ყველაფერში, მიყვარს ისეთი რაღაცები, რომელიც მოდიდან არასდროს გადადის, ადამიანებს რაც აბედიერებთ და მოსწონთ ზუსტად, ის არის მოდაში. მე მაგალითად ვინტაჟური სტილი მომწონს, ყველაფერი ძველი მხიბლავს და მერე მათი განახლება და ახალი სიცოცხლის მიცემა ჩემთვის ძალიან საინტერესოა.
საახალწლო დეკორაციის აწყობისას მე გირჩევდით მაქსიმალურად ეცადოთ და გულით შეუდგეთ აწყობას. როცა სიამოვნებით, სიყვარულით, დადებითი განწყობით ვაწყობთ რაღაცას, აუცილებლად ეძლევა მას დადებითი ენერგია, სხვანაირად ბრწყინავს და განსაკუთრებულად ლამაზია. ეცადეთ ნაძვის ხეშიც და ყველა სხვა დეკორაციაში შეიტანოთ ცოცხალი ნაძვის, ან თუნდაც სხვა ხის ტოტები. ხელოვნურ ნაძვის ხეს ძალიან აცოცხლებს და ამდიდრებს ცოცხალი ტოტები, სანთლები, განათებები. თქვენ ირგვლივ გააბრწყინეთ ყველაფერი.
- რამდენიმე დღის წინ საახალწლო გამოფენა-გაყიდვაში მიიღეთ მონაწილეობა. რა გქონდათ წარმოდგენილი და რამდენად მნიშვნელოვანია ქართველი ხელოვანებისთვის მსგავსი ღონისძიებები?
- დიახ,ქალბატონი ქეთევან მაღალაშვილის ორგანიზატორობით დაიგეგმა ხელნაკეთი ნივთების საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა, სადაც უნიჭიერესი ავტორები იღებდნენ მონაწილეობას. მეც მივიღე შემოთავაზება და მიხარია, რომ დავთანხმდი და გავიცანი ეს არაჩვეულებივი ხალხი. წარმოდგენილი მქონდა ჩემი საახალწლო ნამუშევრები, დეკორატიული ნაძვის ხეები, საახალწლო სოფელი, სათამაშოები, სანათები და სხვადასხვა საახალწლო კომპოზიციები. დიდი მოწონება დაიმსახურა და მიხარია, რომ კარგი შეფასებები და წინადადებები მივიღე. ზუსტად ამ გამოფენაზე შემომთავაზა საოცარმა ადა,იანმა და ხელოვანმა ფატი კახნიაშვილმა თავის სალონში, სადაც რამდენიმე ავტორი გააერთიანა, გადამეტანა ჩემი საახალწლო ნამუშევრები. ბედნიერებაა, ამ ადამიანების გვერდით რომ ვარ. მათ და ამ ახალგახსნილ პატარა შემოქმედებით სივრცეს ვუსურვებ დიდ წარმატებას.
მერი ბლიაძე