ნათია გელანტია პროფესიით ინგლისური ენის სპეციალისტია, მთარგმნელ-თარჯიმანი. მისი ბავშვობის ოცნება იყო სამხატვრო აკადემიაში ჩაბარება. სხვა მიმართულებით მიიღო განათლება, მაგრამ საბოლოოდ მაინც იჩინა თავი ხელოვნებისადმი სიყვარულმა და აღმოაჩინა საყვარელი საქმიანობა, რომელსაც თავის დროსა და ენერგიას უთმობს და შესანიშნავ ნამუშევრებს ქმნის შიბორის ტექნიკით. თუ რას ნიშნავს ეს ტექნიკა, როგორია შემოქმედებითი პროცესი და რა გეგმები აქვს სამომავლოდ, ამაზე ხელოვანი თავად გვესაუბრება.
- შიბორის ტექნიკა გულისხმობს აბრეშუმის შეღებვას სხვადასხვა მეთოდით. ამ შემთხვევაში აბრეშუმი შეღებილია და დაგოფრილია სპეციალური შიბორის ტექნიკით. მიღებული შიბორის ლენტები გამოიყენება სამკაულების და აქსესუარების დასამზადებლად.
უპირველეს ყოვლისა, ამ ტექნიკამ მიმიზიდა იმით, რომ არის ძალიან უცხო, ორიგინალური, ეფექტური და განსხვავებული, რაც ყველაზე მეტად მხიბლავს. ამავდროულად, არის ფერთა საოცარი არჩევანი, რასაც შეგიძლია შეუხამო სხვა უამრავი მასალა, მაგ: სუტაჟის თასმა, ფერადი მინა, ბუნებრივი ქვები, კრისტალები და ა.შ. რაც უფრო მეტად მრავალფეროვანია მასალა, მით უფრო საუცხოო გამოდის ნამუშევარიც. რაც შეეხება სირთულეს, პირადად მე არ ვთვლი, რომ რთული ტექნიკაა, ვინაიდან უამრავ მოსწავლესთან მქონია შეხება და მათაც კი უსწავლიათ, ვისაც არასდროს ნემსი და ძაფი ხელში არ სჭერია. თუმცა მხოლოდ ტექნიკის შესწავლა არ არის საკმარისი სასურველი შედეგის მისაღებად. აუცილებელია ბევრი შრომა და პრაქტიკა, ასევე ფერთა შეხამების ნიჭი და ხედვა და, რაღა თქმა უნდა, ამ ყველაფრის სიყვარულით კეთება. ყველა ნამუშევარს ეტყობა, თუ რამდენი შრომა და სიყვარული ჩადო მასში მისმა შემქმნელმა.
- რამდენი ხანია ამ საქმით ხართ დაკავებული?
- ზოგადად სამკაულებზე მუშაობა 2016 წლიდან დავიწყე, თავდაპირველად ამას უბრალოდ ჰობის სახე ჰქონდა, თუმცა შემდგომ, როდესაც მათი რეალიზება დავიწყე, უფრო და უფრო მეტად დავინტერესდი ამ სფეროთი. ძალიან მინდოდა შემექმნა რაიმე განსხვავებული და ორიგინალური. ერთ დღესაც ინტერნეტში გადავაწყდი შიბორის სამკაულს და ძალიან მოვიხიბლე. მოვიძიე ქართულ ბაზარზე და ანალოგი ვერ ვნახე ვერსად, ამიტომ გადავწყვიტე, თავად მესწავლა ეს ტექნიკა და საქართველოში დამემკვიდრებინა. ინტერნეტგაკვეთილებით შევისწავლე როგორც სუტაჟის, ასევე შიბორის ტექნიკით სამკაულების დამზადება და ეტაპობრივად დავხვეწე ეს ტექნიკა. მინდოდა, რომ ფართო საზოგადოებისათვის ეს სიახლე კოლექციის სახით წარმედგინა, ამიტომ დავამზადე შიბორის პირველი კოლექცია და დავიწყე გამოფენებზე მონაწილეობის მიღება. ნამუშევრებმა დიდი აღფრთოვანება გამოიწვია, თუმცა მხოლოდ მე ვერ შევძლებდი ამ ტექნიკის პოპულარიზაციას ქვეყანაში. ამიტომ გადავწყვიტე ეს ტექნიკა და მიღებული გამოცდილება სხვებისთვისაც გამეზიარებინა შემსწავლელი კურსების სახით, რისი მეშვეობითაც მივიღე კიდევ უფრო მეტი გამოცდილება ამ სფეროში და შევიძინე ბევრი ახალი ნაცნობები და მეგობრები. შედეგად, გაიზარდა ამ ტექნიკაზე მომუშავეთა არეალი და გავრცელდა საზოგადოებაში.
ყოველთვის ვცდილობ, რომ არ გავჩერდე ერთ ეტაპზე და გამუდმებით სიახლე შევთავაზო მომხმარებელს. ამ მხრივ გასული წელი საკმაოდ ნაყოფიერი გამოდგა, ვინაიდან დავიწყე შიბორის და სუტაჟის ტექნიკის შემსწავლელი 1-2-დღიანი მასტერკლასები. ასევე, ექსკლუზიურად შევიმუშავე ამ ტექნიკის შემსწავლელი ინსტრუქცია, სადაც მოცემულია სამკაულის კონკრეტული მოდელი და ეტაპობრივად არის აღწერილი თითოეული ნაბიჯი, თანდართული ფოტომასალით. თუ არ ჩავთვლით პანდემიის პერიოდს, დიდი შრომისა და თავდაუზოგავი მუშაობის შედეგი ძალიან მალე დავინახე. ამ ეტაპზე ვთვლი, რომ საკმაოდ წარმატებულია ჩემი ბრენდი.
- როგორია სამუშაო პროცესი? თუ გჭირდებათ მუზა მუშაობის დასაწყებად? როგორ ირჩევთ ფერებს, მასალებს და რა დრო სჭირდება საბოლოო შედეგის მიღწევას?
- სამუშაო პროცესი არის ძალიან სასიამოვნო ჩემთვის, თუმცა ამ ეტაპზე მიწევს 2 წლის შვილთან ერთად მუშაობა სახლში, რაც არ გაგიკვირდებათ, რომ ძალიან რთულია. ამიტომ ძირითადად ღამე მიწევს მუშაობა. რაც შეეხება მუზას, არ მაქვს იმის დრო, რომ ველოდო, როდის მოვა მუზები. თანაც, მუზები სულ ჩემს ირგვლივ ტრიალებს, მთავარია, დრო ჩავიგდო ხელში. იშვითად ხდება ისე, რომ არ გამომდის ის, რაც მინდა გამომივიდეს, ასეთ დროს თავს ვანებებ მუშაობას.
იმ შემთხვევაში, თუკი ვამზადებ კოლექციას, ფერებსაც და დიზაინსაც ჩემი გემოვნებით ვირჩევ. ესკიზებს არ ვხატავ, პირდაპირ ვიწყებ მუშაობას და მუშაობის პროცესში მოდის იდეებიც. იმ შემთხვევაში, თუკი მომხმარებელს შერჩეული აქვს რომელიმე კონკრეტული მოდელი, ფერი ან ქვა, ვითვალისწინებ მის სურვილს. ყველაზე კარგი ნამუშევარი კი მაშინ გამომდის, როდესაც მომხმარებელი ბოლომდე მენდობა.
რაც შეეხება დამზადების დროს, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ტიპის სამკაულს ვქმნი. ასევე, ახალი მოდელის შექმნას, რა თქმა უნდა, გაცილებით მეტი დრო მჭირდება, ვიდრე უკვე არსებული მოდელის დამზადებას.
- რომელი სტილის, ფერის და ტიპის ნამუშევარია ყველაზე პოპულარული თქვენს მიერ შექმნილ ნივთებს შორის?
- ამ ხნის მანძილზე გამოიკვეთა ქართველი მომხმარებლის გემოვნება, და მეც ვცდილობ რომ ჩემი ხედვა და იდეა მათ გემოვნებას მოვარგო და მინდა გითხრათ, რომ ეს მიდგომა ძალიან ამართლებს. არ იქნება ალბათ გასაკვირი, თუ გეტყვით, რომ ქალბატონების უმეტესობა უპირატესობას მაინც შავსა და ოქროსფერს ანიჭებს, მას არ ჩამორჩება ფირუზისფერი, რომელიც განსაკუთრებულად აქტუალური იყო წინა წელს და ახლაც ასეა. თუმცა ვიტყვი იმასაც, რომ სიფერადეც მოსწონს ხალხს, და ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ ნელ-ნელა მომხმარებელი მიეჩვია ნათელ და ხასხასა ფერებს. ასე კონკრეტულად ვერ ვიტყვი, თუ რომელი ტიპის ნამუშევარია პოპულარული. ყველაფერს ჰყავს თავისი მომხმარებელი. ზოგს სამაჯური მოსწონს, ზოგს - ყელსაბამი და ა.შ.
- თავად თუ გიყვართ სამკაულის ტარება და თქვენს ნამუშევრებს თუ ირგებთ?
- ძალიან მიყვარს სამკაულები და ალბათ სწორედ ამან განაპირობა ის ფაქტორიც, რომ სწორედ სამკაულების მიმართულება ავირჩიე. თუმცა, პარადოქსულია, მაგრამ ჩემი სამკაულები არ მაქვს არც ერთი. ძალიან იშვიათად მრჩება მზა სამკაული, ძირითად შემთხვევაში შეკვეთით ვამზადებ და დრო არასდროს მრჩება იმისთვის, რომ ჩემთვისაც დავიმზადო რამე.
- ვინ არიან თქვენი გულშემატკივრები და თუ გეხმარებათ ვინმე ამ საქმიანობაში?
- გულშემატკივრების ძალიან დიდი არმია მყავს და სწორედ მათი წყალობით მოვედი აქამდე. ჯერ კიდევ სტარტაპის პერიოდში უამრავი ადამიანი დამიდგა გვერდით, ოჯახის წევრებით დაწყებული, სრულიად უცხო ადამიანებით დამთავრებული. ყველანაირ რჩევას, კრიტიკას თუ შენიშნვას ვითვალისწინებდი, და ყოველივე ამან, პრაქტიკულ გამოცდილებასთან ერთად, განაპირობა ხარისხის ამაღლება და ბრენდის წინსვლა. 5 წლის მანძილზე მარტო ვუმკლავდებოდი ყველაფერს, მე ვიყავი და დღემდე ვარ ჩემი ბრენდის დიზაინერიც, ფოტოგრაფიც, სოც-მედია მენეჯერიც, ბუღალტერიც, და ზოგჯერ კურიერიც. თუმცა, ბოლო პერიოდში გამოიკვეთა, რომ აუცილებლად მჭირდებოდა დამხმარე, რომელიც წინასწარ უკვე შერჩეული მყავდა ჩემი მოსწავლეებიდან და რომელიც ძალიან დამეხმარა საახლაწლო შეკვეთების ციებ-ცხელების პერიოდში.
- სამომავლო გეგმებზეც გვიამბეთ.
- სამომავლოდ ვგეგმავ სახელოსნოს გახსნას, და ასორტიმენტის გაფართოებას.

კომენტარები